კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაულაგა მეუღლემ ცხოვრება ავთო ცქვიტინიძეს და რის გამო იყო მის გარშემო ჭორები

ავტო ცქვიტინიძესთან სტუმრობამ რომანტიკულ განწყობაზე დამაყენა. თბილისის ძველ უბანში მისი მაღაზიის ბოლო სართულიდან გადაშლილმა საოცარმა ხედებმა და გარემომ განსაკუთრებით ემოციური გახადა საუბარი ავთოს ცხოვრების მთავარ სიყვარულზე, ხათუნა თოთლაძეზე... როგორც აღმოჩნდა, სრულიად შემთხვევით დიზაინერთან ინტერვიუზე იმ დღეს მივედი, როდესაც წყვილის ქორწინებიდან ზუსტად ცხრა წელი გავიდა. დღეს ისევ ისეა შეყვარებული და შეიძლება უფრო მეტადაც, ვიდრე პირველ წელს... მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ... მანამდე კი საუბარი მის საქმიანობაზე დავიწყეთ.

– ავთო, ერთად ძალიან ბევრ კოლექციაზე მუშაობ, სხვადასხვა ბაზრისთვის, არ ფიქრობ, რომ ახალგაზრდა დიზაინერი აიყვანო, რომელიც რომელიმე მიმართულებას მიხედავს? ვიცი, რომ გქონდა ასეთი გეგმები, თავის დროზე ფიქრობდი, რომ ბიჭოლა, ირაკლი რუსაძე და კიდევ ბევრი სხვა ახალგაზრდა დიზაინერები შენს კომპანიაში დაგესაქმებინა.

– ყოველთვის არ გვაქვს ერთდროულად ბევრი პროექტი, მაგრამ როცა ვინმე გამოჩნდება ვატარებთ ხოლმე ქასთინგებს. გვაქვს სპეციალურად დიდი, ლამაზი ოთახი, ლამაზი ხედით, სადაც ყველანაირი პირობაა შემოქმედებითი პროცესისთვის. მოდის ყველა ტიპის დიზაინერი, ზოგი – ნიჭიერი, ზოგი ზარმაცი, უნიჭო, ამბიციური... ყველანაირი! ბოლომდე შრომისთვის მოწადინებული ადამიანი ჯერ ვერ ვიპოვე. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენი კომპანია ახლა პარიზში, „არტ ჯორჯიაზე“ მუშაობს, ასევე ავიღეთ ძალიან დიდი შოუ-რუმი მილანში, რომელიც ევროპის გარდა, იაპონია-ამერიკის ბაზრებზეც იმუშავებს. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ძალიან გვაინტერესებს. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, საუდის არაბეთში, ლონდონში... ბევრ კარგ ადგილას უკვე იყიდება „ავთანდილი“ და ახლა იკერება შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებში უკვე დაიგზავნება ყველგან. 

– ზომების მიხედვით აქ იკერება?

– კი. პირველი ხაზის კოლექცია იგზავნება, რომელიც ზომების მიხედვით აქ, ჩვენს ლაბორატორიებში იკერება. ახლა კი მილანის შოუ-რუმში გვინდა ვნახოთ, როგორი შედეგები გვექნება. ამდენი წელია სხვადასხვა ბაერები აკვირდებიან  ამ ბრენდს და მათთვის ის მისაღებია, საინტერესოა, სტაბილური და ხელმისაწვდომია. მერწმუნეთ, თორმეტი მაღაზიაა სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც „ავთანდილი“  შეგიძლიათ შეიძინოთ  და ეს არის კონცეპტუალური მაღაზიები, რომლებიც ძალიან მაღალ მოთხოვნებს აყენებენ და ჩვენ ამ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებთ. მხოლოდ ლუქსმაღაზიების მფლობელებთან გვაქვს ურთიერთობა. ახლა მივდივართ პარიზში, ღონისძიებაზე, რომელსაც სოფო ჭყონია აკეთებს და სადაც ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია ხდება. სოფო პროფესიონალია, არაჩვეულებრივ ადამიანებთან აქვს ურთიერთობა. თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ, როგორი კარგი პრესა აქვს „არტ ჯორჯიას“ დღეებს საერთაშორისო პრესაში. ამის შემდეგ უკვე სრული კოლექციით მივდივართ მილანში. ვნახოთ, რა შედეგები გვექნება. შედეგებიც ასე ერთ დღეში არ მოდის. ექვსი სეზონია, რაც „ტრანოიზე“ მიგვაქვს კოლექციები და მხოლოდ მეოთხედან დაიწყო რეალური შედეგების დანახვა. მანამდე მხოლოდ კაფსულა-კოლექციებს გვიკვეთავდნენ, გვცდიდნენ, გვამოწმებდნენ... ასე ადვილი არ არის, მით უმეტეს, უცხოელი დიზაინერისთვის ამ გადაჭედილ ბაზარზე მოხვედრა და ეს ჩვენი კომპანიის ძალიან დიდი წარმატებაა. 

– ამდენი სხვადასხვა სეზონის სხვადასხვა ბაზრისთვის შესაქმნელი კოლექციებისთვის მუზები გყოფნის?

– რა თქმა უნდა. ვითვალისწინებ ტენდენციებს, ვუსმენ კონსულტანტებს, მაგრამ ამის შემდეგ უკვე აბსოლუტურად თავისუფალი ვარ. რადიკალურად შეცვალა ჩემი ხაზი ოლეგ ტიმჩენსკოსთან მუშაობამ – სხვა სითბო და ენერგეტიკა გაჩნდა. ინდივიდუალური მხატვრის ნაფიქრი დაემატა. ჩემში გაიღვიძა ჩემმა ფერწერულმა მოტივებმა და ძირითადმა პროფესიამ და ძალიან ფერწერული გამოვიდა. გაზაფხული-ზაფხულში ანგელოზების თემა მქონდა. ახლა მინდა, სხვა მხატვართანაც ვიმუშაო. ვიცი ზუსტად ვისთანაც. ის ადამიანიც თანახმაა და მის ვინაობას ცოტა ხანში გაიგებთ. ეს უკვე 2014-2015 წლების შემოდგომა-ზამთართან დაკავშირებული გეგმებია. 

– დაღლას უკვე ვეღარც გრძნობ, ალბათ...

– ვერ ვაძლევ თავს დაღლის უფლებას და თუ ძალიან რუტინული გახდა ყოველდღიურობა, არის უამრავი საშუალება იმისთვის, რომ განიტვირთო, მუზები მოვიდეს. მაგალითად, კარგი მასაჟი, მოგზაურობა, კარგი ხედი ჩემი ტერასიდან. გავალ და ვწყნარდები, ვუყურებ თბილისის ხედებს. კარგი ვისკი, კარგი ღვინო... იცი რა, ადამიანმა არ უნდა შეიქმნას ხელოვნურად პრობლემები, მარტივ რაღაცეებში უნდა შეძლო ბედნიერების დანახვა. როცა პრობლემებია, უნდა დარჩე მარტო, დაფიქრდე, გააანალიზო, რა და რატომ ხდება და აბსოლუტურად ყველა პრობლემის გასაღებს იპოვი. 

– ეს ყველაფერი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მოვიდა, თუ თავიდანვე იცოდი?

– თავიდანვე ვიცოდი, რომ მოთმინება მთავარი თვისება იყო და ერთ დღეში მწვერვალებს ვერ დავიპყრობდი. ძალიან ბევრს, თავაუწევლად ვმუშაობდი. ძალიან მადლობელი ვარ ღმერთის იმისთვის, რომ ბედნიერი ვარ ოჯახში, რასაც მივაღწიე პროფესიაში. ეს ცოტა არ არის... მაქვს სურვილი, ვიბრძოლო განვითარებისთვის და არასდროს მეშინოდეს, ვიყო დამწყები სტუდენტი და ფართო თვალებით ვუსმინო ყველას, ვინც ჩემს სფეროში საჭირო რჩევებს მაძლევს. ვგულისხმობ ჩვენ კონსულტანტებს პარიზიდან. ბევრი კარგი რამ მოხდა იმ რთულ პერიოდში, როდესაც მოღვაწეობა დავიწყე, როდესაც ერთი არხი იყო და იმასაც უშუქობის გამო ვერ უყურებდნენ. გარეთ ომი იყო და ყველამ გაიგო დიზაინერის შესახებ, რომელსაც პლეხანოვზე პატარა მაღაზია ჰქონდა და კარგ რაღაცეებს აკეთებდა. მადლობელი ვარ უფლის ამისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, იცხოვრო შენი ცხოვრებით. სხვისი ცხოვრებით ცხოვრებისას ისე გადის ყველაზე ძვირფასი დრო, რომ მოიხედავ და მიხვდები, რომ არ გიცხოვრია. 

– არც გამხდარხარ დიდი ჭორების და სკანდალების გმირი...

– ჭორების ძირითადი ობიექტი ხათუნას ოჯახი იყო...

– ხათუნამ აგირია ესე იგი ცხოვრება?

– (იცინის) არა, პირიქით, დამილაგა და უბედნიერესი ვარ, რომ მას შევხვდი და ერთად ვართ. სხვათა შორის, დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია 26 ივნისს) ცხრა წელი შესრულდა ჩვენი ქორწინებიდან.

– და ეს ქორწილი ახსოვს მთელ საქართველოს.

– კი, ასეა. ყველამ აჩვენა, ყველგან დაიბეჭდა. 

– ახლა როგორ ქორწილს გააკეთებდით?

– ალბათ ისეთივეს, იმიტომ რომ ჩვენი ბედნიერება მხოლოდ ჩვენთვის არ იყო. პატარა ქორწილი იმავე დღეს მოვაწყვეთ მოხუცებულთა სახლში, მიუსაფარ ბავშვთა სახლში; ჩავედით ფეხით ლაღიძის წყლებთან, მერე მივედით ბადრის სასახლეში და ბოლოს უკვე სოფლის სახლში გრანდიოზული ქორწილი გვქონდა, სადაც მაშინდელი „არტიმედის“ ყველა მომღერალმა იმღერა. სასწაული იყო, არაჩვეულებრივი დღე!

– როგორ აღნიშნავთ ხოლმე ამ დღეს?

– მე, ხათუნა და ანასტასია, კიდევ ორი-სამი მეგობარი თუ იქნება. აი, უკვე ათი წლის იუბილეს აღნიშვნას გრანდიოზულად ვაპირებთ, საქორწინო კაბით და მთელი ამბებით. ახალი ქორწილი გვექნება. 

– სიურპრიზი უკვე მომზადებული გაქვს?

– ახლა ფიქრის პროცესში ვარ. აი, საღამოს რომ მოსულიყავი, მეცოდინებოდა. (იცინის).

скачать dle 11.3