კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან ერთად აპირებს თურქეთში იახტით სეირნობასა და გართობას სალომე ბაკურაძე და რაში ადანაშაულებს ის საკუთარ თავს

სალომე ბაკურაძე იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც მუდმივად ენერგიულები, ხალისიანები არიან და საკუთარ დადებით ენერგიებს სხვებსაც გადასცემენ. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე შეყვარებულს დაშორდა, რომელთანაც საკმაოდ დიდხნიანი ურთიერთობა აკავშირებდა. თუმცა‚ სალომემ გადაწყვიტა, რომ პირად ცხოვრებაზე საჯაროდ აღარასოდეს ისაუბროს. 

სალომე ბაკურაძე: ხვალ თურქეთში მივდივართ სამი დღით (ინტერვიუ ჩაწერილია 11 ივლისს, – ავტორი) მე და ჩემი სამი „პადრუჟკა“ –  თიკა მახალდიანი, ნათია დუმბაძე და ტატა ხვედელიანი. ტრაპიზონში ცოტას წავიშოპინგებთ, გავერთობით, განსაკუთრებით – გზაში. ეს ტური ჩემი დაბადების დღისთვის დაიგეგმა და ჰქვია „ჩემი დაბადების დღე“, მაგრამ, გადაგვედო, რადგან, ჩემს დაბადების დღეზე მნიშვნელოვანი რაღაცეები ხდებოდა, გადაცემაში ვიყავით და ვერ წავედით. ამიტომ‚ ახლა მივდივართ, ჩვენს ახლობელთან ჩავდივართ, ჩემს დაბადების დღესაც აღვნიშნავთ, ვიშოპინგებთ კიდეც და იახტითაც გავისეირნებთ. 

– როგორც ვიცი, რადიოში მუშაობ და სამომავლოდ ბევრი კარგი გეგმაც გაქვს. 

– პარასკევს და შაბათს კლუბში ვმუშაობ. გვაქვს საღამოები მე, მარიკო ებრალიძეს, ოთო ნემსაძესა და ნინი წიკლაურს. გარდა ამისა‚ რადიო „იმედში“ დილის წამყვანი ვარ, სექტემბრიდან კი მემატება ახალი სამსახური – „კომედი შოუს“ ბაზაზე შეიქმნა თეატრალური სტუდია „თავდაყირა“, სადაც მე ვიქნები მუსიკის პედაგოგი. ადრე ვმუშაობდი „ბზიკების სტუდიაში“ და, ვიცი, რომ ორმაგი, სამმაგი შრომა მიაქვს ამ ყველაფერს, დიდი ძალისხმევა სჭირდება, პასუხისმგებლობაა დიდი; მაგრამ, მზად ვარ, რადგან, პირობები და ყველაფერი მომწონს, არ დავიშურებ ძალისხმევას. 

– მკაცრიც ხარ?

– ბავშვებთან სიმკაცრე არ ვარგა და, ვფიქრობ,  ეს არც გამოდგება. სიმღერა და მუსიკა ხომ არ უნდა შეაზიზღო, პირიქით‚ უნდა უხაროდეს შენი ნახვა. ასე რომ‚ თამაშ-თამაშით შეიძლება სწავლა. რაღაც მეთოდი მაქვს და კიდევ გავზრდი, გავაღრმავებ. 

– ამართლებს შენი მეთოდი?

– ამართლებს და ბავშვიც უფრო მონდომებულია, როცა ხედავს, რომ მის მიმართ თბილი და ტკბილი განწყობით ხარ. ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და, რაც მთავარია, მზად ვარ. იმდენი ძალისხმევა, შრომა სჭირდებოდა, რომ ერთი პერიოდი ჩემთვის სასიმღერო ხმაც არ მქონდა დარჩენილი. ორჯერ ვერ გაიგებს – ოთხჯერ უნდა გაუმეორო, ოთხჯერ ვერ გაიგებს – რვაჯერ და ასე შემდეგ. ბოლოს ისე ხარ, რომ არაფერი აღარ გინდა, თან, მათ ტონალობაში მღერი, წივილ-კივილში. ახლა ცოტა შევცვალე ტაქტიკა და თამაშ-თამაშში შევეცდები‚ ვასწავლო. 

– სასიმღერო ხმა აღარ მქონდაო. ამ კუთხით როდისმე შეგქმნია სერიოზული პრობლემები? 

– „ჯეოსტარის“ ფინალზე ვიყავი ძალიან ცუდად, ყველაფერი ერთად მჭირდა ყელზე, ხმას ვერ ვიღებდი მთელი კვირა, მუნჯი ვიყავი. ამხელა ფინალი მქონდა წინ და‚ თან, ამ ყველაფერს სტრესიც ემატებოდა. საშინელება იყო, მეგონა‚ ხმას ვერასდროს ამოვიღებდი, მაგრამ, ფინალის დღეს პირდაპირ ვიმღერე სცენაზე. 

– შენს ცხოვრებაში რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი? 

– პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში იყო „ნუცას სკოლა“, ანუ‚ სერიოზული პროექტი, როდესაც გავიხედე: აქეთ კამერა, იქით ტელევიზია, პედაგოგი, ის ადამიანები, რომლებსაც აქამდე ეკრანზე ვხედავდი, ახლა უკვე ჩემი ახლობლები გახდნენ... მეორე უმნიშვნელოვანესი, რამაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, იყო „ჯეოსტარი“. ამის მერე მე მუხლი არ ჩამიხრია და ვიცი, რომ ჩემი ცხოვრება სხვაგან აღარ გადაუხვევს. 

– ანუ, სწორ რელსებზე დადექი.

– კი და ძალიან მიხარია. შეიძლება ეს გატაცება ყოფილიყო, ან, დროებით გაჩერებულიყავი, მაგრამ, „ჯეოსტარმა“ არ მომცა ამის საშუალება. რაც მთავარია‚ მომწონს ჩემი ცხოვრება და სიმღერა – ეს ის საქმეა, რომელიც ყველაზე მეტად გამომდის. ქსოვა ჯერ არ მიცდია, არც ქარგვა. არ მინდა‚ ისე გამომივიდეს, რომ საკუთარ თავს ვაქებ, უბრალოდ‚ პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანი ვარ და, რასაც ხელს ვკიდებ, ვცდილობ‚ ყველაფერი მაქსიმალურად გამომივიდეს. მაგრამ, იმდენად ორიენტირებული ვარ და იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, რომ, არ მიცდია‚ ბოლომდე სხვა სფეროში გადავბარგებულიყავი.

– შესაბამისად‚ წინააღმდეგობებსაც‚ ალბათ‚ მშვიდად ხვდები და ადვილად ლახავ. 

– ყოველთვის ჩემს თავს ვთხოვ პასუხს და არასდროს ვეძებ დანაშაულსა და დამნაშავეს გარემო პირობებში. საკუთრ თავს უნდა მოსთხოვო პასუხი: ალბათ‚ თავად დააკელი რაღაც. ამიტომ‚ მეორე ჯერზე ვცდილობ‚ ყველაფერი გამოვასწორო და უფრო მეტი შრომა ჩავდო. შეიძლება‚ ბევრჯერ სცადო, ბოლოს მაინც აუცილებლად გამოვა. მაგრამ, რის შეცვლაც არ შეიძლება, ვეღარ გამოასწორებ, წარსულია და ამაზე ნერვიულობა აღარ ღირს. ზოგადად, ჩემს ცხოვრებაზე, შეცდომებზე, გადადგმულ ნაბიჯებზე ბევრს ვფიქრობ. არ მახსოვს‚ დამიშვია თუ არა ერთი და იგივე შეცდომა და, თუ დამიშვია, ეს ჩემი დაუკვირვებლობით მომხდარა. განზრახ გულს არავის ვატკენ, მაგრამ, თუ ეს მაინც მოხდება, ათას ბოდიშს მაინც მოვუხდი და მე უფრო ცუდ მდგომარეობაში ვიქნები, ვიდრე ის‚ ვინც ჩემ გამო ჩავარდა ცუდ მდგომარეობაში. შევეცდები, რომ მეორედ აღარ მოვიქცე ასე, უფრო მეტად დავუკვირდები, რომ არაფერი შემეშალოს. რისკიც მიყვარს, მაგრამ, მანამდე მაინც ვფიქრობ, რომ არასწორი გადაწყვეტილება არ მივიღო. არ არსებობს, რომ‚ თუნდაც 90 პროცენტით განჭვრიტო შენი მომავალი და ვერ მიხვდე‚ რა შედეგი მოჰყვება ამას. მაგრამ, ამაზე დაუფიქრებლობამ, შეიძლება‚ ხრამში გადაგჩეხოს. ამიტომ‚ რისკები უნდა გათვალო. რაღაცისთვის რომ იხარჯები და მერე შედეგს იღებ – ეს ერთი დიდი სიამოვნებაა.

– როდის გქონდა ყველაზე რთული პერიოდი? 

– დიდი ხანია‚ არ მახსენდება, თუ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში შავი ხაზი, რთული მდგომარეობა, რომელმაც ცხოვრების ეტაპი დამინგრია, დამიმახინჯა. ეს არც ადრე მომხდარა, რადგან, ასეთ დროს ყოველთვის პრაქტიკულ რეჟიმზე გადამყავს გონება და გამოსავლის ძებნას ვიწყებ. ვცდილობ‚ მე მოვაგვარო პრობლემები, მარტომ. მაგრამ, ბოლო დროს ჩემს სამეგობროში, საახლობლოში აღმოვაჩინე ადამიანები, რომლებიც ძალიან მონდომებულები არიან, რომ გვერდში დამიდგნენ. თან, მივხვდი, ეს რაღაც დოზით გშველის და გჭირდება. თუნდაც იმისთვის, არ იგრძნო, რომ მარტო ხარ ცხოვრებაში.

– როგორც ვიცი, ახლა მარტო ცხოვრობ, თან – ახალ ბინაში. 

– ჩემი კუთხე მოვიწყვე და ძალიან ბედნიერი ვარ. რა თქმა უნდა‚ ყველაფერი დედაჩემის გვერდში დგომით გავაკეთე, მაგრამ, ძალიან მიხარია, რომ ჩემი დიდი შრომაც ჩავდე, ანუ, რემონტზე და სხვა რაღაცეებზე მე ვიზრუნე. მოკლედ‚ კაპიტალდაბანდება გავაკეთე და უკვე სხვანაირად მიყვარს, ვუფრთხილდები. თან‚ ეტაპობრივად გავაკეთე, რადგან, მინდოდა, ისეთი გამომსვლოდა, როგორიც ახლა არის. შედეგი‚ შეიძლება‚ საოცრება არ არის, მაგრამ, დამაკმაყოფილებელია. მეტის საშუალება რომ მქონოდა, გაცილებით მეტს გავაკეთებდი. დანაზოგით გავაკეთე ყველაფერი. თუმცა‚ შოპინგები რომ არ მიყვარდეს, ალბათ‚ ახლა სასახლე მექნებოდა. 

– ასე გავიგე, რომ შენ და ვასკა დაშორდით ერთმანეთს. 

– გადავწყვიტე‚ პირადულზე არაფერი ვთქვა, რადგან, ძალიან ბევრი ვილაპარაკე და, ამიტომ, საკუთარ თავს ავუკრძალე ამ თემაზე საუბარი. შეცდომებზე რომ ვფიქრობ, ერთ-ერთი შეცდომა იყო სწორედ ის, რომ ჩემს ურთიერთობებზე ყველგან ღიად ვსაუბრობდი. რატომღაც, ჩავთვალე, რომ არაფერი მქონდა დასამალი, მაგრამ‚ თურმე‚ ეს არ არის საჭირო. ახლა მირჩევნია‚ არაფერი ვთქვა. 

– მარტო ხარ?

– მარტო არასდროს ვარ. ჩემმა სახლმა კარგი აურით თავი გაიპოპულარულა და ამიტომაც იქცა თავშეყრის ადგილად. ვუყურებთ ფილმებს, ვჭორაობთ, გემრიელობები სულ გვაქვს, მოწყენის საშუალებას არავინ მაძლევს. 

– სხვა სიმარტოვეზე გეკითხები. 

– რომ გათიშავ დიქტოფონს, მერე გეტყვი. არ მინდა ამ თემაზე საუბარი.  

скачать dle 11.3