კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო რეცხავდა იატაკს ნაგვის მანქანების სადგომზე ნაომი ქემპბელი და ვლადისლავ დორონინთან რამდენწლიან რომანს დაესვა წერტილი 2013 წლის გაზაფხულზე

„შავი პანტერა”, მსახიობი და მომღერალი,  ყველა დროის ყველაზე ცნობილი აფრიკულ-იამაიკური წარმოშობის სუპერმოდელი, ასაკის მიუხედავად, ჯერაც მოთხოვნადი და სასურველი მოდელია. საუბარია ნაომი ქემპბელზე, თანამედროვეობის ულამაზეს ქალზე, მოდელზე, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა სამოდელო ბიზნესში.

*  ნაომი ქემპბელი დაიბადა 1970 წლის 22 მაისს ლონდონში, სტრიტჰემში. დედა, ვალერი მორისი, იამაიკაზე  დაბადებული მოცეკვავე იყო, ხოლო მამა ნაომის არასდროს არ უნახავს – ვალერი ოთხი თვის ფეხმძიმე იყო, როდესაც მან მიატოვა. გვარი ქემპბელი ნაომიმ დედის მეორე ქორწინების შემდეგ აიღო. მას ჰყავს ნახევარ-ძმა – პიერი, რომელიც 1986 წელს დაიბადა. აფრიკულ-იამაიკური წარმომავლობის მქონე ნაომის დიდი ბებია ჩინელი იყო, გვარად მინგი.

* ბავშვობის წლები ნაომის რომში აქვს გატარებული, სადაც დედა მოცეკვავედ მუშაობდა. ლონდონში დაბრუნების შემდეგ დედა ხშირად დადიოდა გასტროლებზე საცეკვაო დას „ფანტასტიკთან” ერთად და ნაომი ბებიასთან, რუბისთან იზრდებოდა. ნაომი ბალეტით იყო გატაცებული და 10 წლის ასაკიდან თეატრალური ხელოვნების აკადემიაში – „იტალია კონტიში“ სწავლობდა.

* პირველად საჯაროდ ნაომი ქემპბელი გამოჩნდა 1978 წელს, ბობ მარლის კლიპში – „იზ ზის ლოვ.”  იმავე წელს მან ფიფქიას როლი შეასრულა საბავშვო სატელევიზიო სერიალში. გარდა ამისა, 12 წლის ასაკში ნაომის ხშირად იწვევდნენ მუსიკალურ კლიპებში გადასაღებად. 

* 1986 წელს, ლონდონში, „ქოვენთ გარდენში” შოპინგის დროს, 16 წლის ნაომი „ელიტის” აგენტმა ბეტ ბოლდმა შეამჩნია და ქასთინგზე მიიწვია. ასე დაიწყო ნაომი ქემპბელის სამოდელო კარიერა.

* ნაომი პირველი შავკანიანი მოდელია, რომელიც ჟურნალების „ვოგისა” და „თაიმის” ფრანგული და ინგლისურენოვანი გამოცემების ყდებზე მოხვდა.

* ნაომის რომანი ჰქონდა ცნობილ ესპანელ მოცეკვავესთან ხოაკინ კორტესთან, თუმცა, ერთხელ საყვარელი მამაკაცი ავიაკომპანია „იბერიას” პილოტთან ერთად გამოიჭირა საწოლში და, როგორც ამბობენ, ამის გამო თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა.

* ნაომის სხვადასხვა დროს რომანები ჰქონდა მაიკ ტაისონთან, ერიკ კლეპტონთან, რობერტ დე ნიროსთან, სილვესტერ სტალონესთან, რომელმაც მას ერთ-ერთი პარიზულ კლუბში მუხლებზე დაუჩოქა და ისე აუხსნა სიყვარული. ასევე, ნაომი ხვდებოდა „იუთუს” ბასისტს ადამ კლეიტონს.

* 1995 წელს, ნაომი ქემპბელის, როგორც მომღერლის დებიუტი შედგა ალბომით „ბეიბივუმენ”. იაპონიაში ნაომის სინგლი – „ლა ლა ლა ლოვ,” რომელიც ადგილობრივ პოპ-შემსრულებელ ტოშისთან ერთად ჩაიწერა, ჩარტებში რამდენიმე კვირის განმავლობაში იკავებდა პირველ ადგილს.

* ნაომი ქემპბელის ერთი დღის ჰონორარი 10 ათასი დოლარია, გადაღების ერთ სეანსში მოდელი 20 ათას დოლარს იღებს, ხოლო მოდური ტანსაცმლის ჩვენებაში – 30 ათას დოლარს. ნაომი სიგარეტს მხოლოდ ვერცხლის მუნდშტუკით ეწევა.

* ერთხელ, პარიზში, ჟან-პოლ გოტიეს ჩვენებაზე ნაომის იმდენად ღრმად დეკოლტირებული კაბა ეცვა, რომ მოდელი მკერდს ხელით მალავდა.

* 1998 წელს ნელსონ მანდელამ ნაომი ქემპბელი თავის საპატიო შვილიშვილად დაასახელა.

* 2008 წელს ნაომი ქემპბელი ბრიტანული GQ-ს ჟურნალისტად მუშაობდა და რამდენიმე ინტერვიუ ჩაწერა ცნობილი ჟურნალისთვის, მათ შორის: უგო ჩავესთან, ლენი კრავიცთან, ქეით მოსთან და რონი ვუდთან.

* ნაომის აქვს საკუთარი პარფიუმის ხაზი – „ნაომი ეთ ნაით”.

* ნაომი ვინტაჟური ტანსაცმლის მოყვარულია. მას სამასამდე წყვილი ფეხსაცმელი აქვს.

*  ნაომი ოლიმპიური თამაშების, დათუნია გამის, სცუბა-დაივინგის, იოგას, იამაიკური მწარე სოუსისა და „ტოპშოპის” მაღაზიათა ქსელის მოყვარულია.

*  2006 წელს სასამართლომ ნაომი ქემპბელს საზოგადოებრივი შრომის შესრულება მიუსაჯა იმის გამო, რომ მოდელმა მობილური ტელეფონი ესროლა თავში თავის მოსამსახურეს, ანა სკოლავინოს. შედეგად, ხუთი დღის განმავლობაში ნაომი ნაგვის მანქანების სადგომზე იატაკს რეცხავდა.

*  ნაომი ქემპბელი  მთავარი გმირია პიტერ ლინდბერგის წიგნისა – „10 ქალი, რომლებმაც შოკში ჩააგდეს მსოფლიო.”

* ნაომი ქემპბელი მსოფლიომ გაიცნო მაიკლ ჯექსონის კლიპით „ინ ზი ქლოზეთ”. გარდა ამისა, ნაომის ნახვა შესაძლებელია ჯორჯ მაიკლის გახმაურებულ კლიპში – „ფრიდომ”.

* 1993 წელს ნაომი ქემპბელი „ვივიენ ვესტვუდის” ჩვენებაზე პოდიუმზე წაიქცა და მას შემდეგ მოდელების დაცემას პოდიუმზე „გაიმეორე ნაომი” ჰქვია.

* ნაომი ქემპბელი რამდენჯერმე მოხვდა სკანდალების ეპიცენტრში: 2000 წელს მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ასისტენტს, ჯორჯინა გალანისს; 2008 წელს ნაომიმ, დაკარგული ბარგის გამო, ავიაკომპანია „ბრითიშ ეირვეისში” იჩხუბა პოლიციასთან; 2009 წელს ნაომიმ ფოტოგრაფი გაეტანო დი ჯოვანი თავისი ჩანთით სცემა; გარდა ამისა, ცნობილია ნაომის პრობლემების შესახებ ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებით.

* ნაომი ქემპბელის საყვარელი მომღერალი პრინცია.

* ნაომის ჰყავს ინგლისური ბულდოგი მეტსახელად „უინსტონი“.

* 1991 წელს ჟურნალმა „ფიფლმა” ნაომი ქემპბელი პლანეტის 50 ყველაზე ლამაზ ადამიანს შორის მოიხსენია. 

* ელ მაკფერსონთან, კლაუდია შიფერთან და კრისტი ტარლინგტონთან ერთად, 1995 წელს ნაომიმ გახსნა რესტორნების ქსელი „ფეშენ კაფე“, რომელიც 1998 წელს გაკოტრდა და დაიხურა.

* ნაომი ქემპბელი დალაი ლამასთან თანამშრომლობს და „იუნესკოს“ დახმარებით ბავშვთა სახლებისთვის ფულს აგროვებს.

* ნაომი ქემპბელის სიმაღლე 175 სანტიმეტრია, სხეულის მონაცემები: 86-61-86. ნაომი 34 ზომა ტანსაცმელს და 40 ზომა ფეხსაცმელს ატარებს.

* ნაომი ქემპბელის ყველაზე ცნობილი მეტსახელია „შავი პანტერა”.

* 1998-2003 წლებში ნაომი ქემპბელი დანიშნული იყო „ფორმულა 1-ის” გუნდის იტალიელ მფლობელზე, მილიარდერ ფლავიო ბრიატორიზე.

* 2008 წლიდან ნაომი რუს მილიარდერთან, ოლიგარქ ვლადისლავ დორონინთან ერთად ცხოვრობდა. „კაპიტალ გრუპის” მფლობელი და მოდელი კანის კინოფესტივალზე შეხვდნენ ერთმანეთს და 2009 წელს დაქორწინებას აპირებდნენ, თუმცა, დორონინს ამაში ხელს უშლიდა თითქმის 20-წლიანი ქორწინება ეკატერინა დორონინასთან, რომელთან განქორწინება მილიარდერს 10 მილიონი დოლარი დაუჯდა. დორონინი ძვირფას საჩუქრებს უძღვნიდა ნაომის: 18 მილიონ დოლარად შეფასებული პენტჰაუსი სან-პაულოში, ექსკლუზიური ნიშნობის ბეჭედი 200 ათას დოლარად. დაქორწინების შემდეგ წყვილი მოსკოვში, რუბლიოვკაზე გეგმავდა ცხოვრებას, სადაც დორონინმა ცნობილი არქიტექტორის, ზაჰა ჰადიდიდს პროექტით ფეშენებელური ვილაც კი აიშენა. ამბობენ, რომ სპეციალურად ჯვრისწერისთვის ნაომიმ მართლმადიდებლობა მიიღო და მოსკოვში საცხოვრებლად გადასვლაზე დათანხმდა, თუმცა, 2013 წლის გაზაფხულზე, ნაომისა და ოლიგარქის 5-წლიანი რომანი მოულოდნელად დასრულდა. 

* 43 წლის ნაომი ქემპბელი დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მოდელად დიზაინერების ჩვენებებისთვის. რამდენიმე ხნის წინ ნაომიმ მონაწილეობა მიიღო „ვერსაჩეს სახლის“ ჩვენებაში და, გულახდილ სექსუალურ სამოსში გამოწყობილმა შეკრებილი საზოგადოება თავისი უნაკლო სხეულით აღაფრთოვანა. ნაომი დიდ დროს უთმობს ვარჯიშებს, იოგასა და დიეტებს და ამით ახერხებს ფორმის შენარჩუნებას. 

скачать dle 11.3