კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დანდობილად დასაქოთაქებელი

დაგვეხმარეთ, დეიდებო, ბიძიებო

მოგეხსენებათ, საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისია და, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ამ ქვეყნის წინა ხელისუფლება ევროკავშირელ კოლეგებს აცუცურაკებდა და შავს თეთრად აჩვენებდა.

მართალია, აწ უკვე გარკვეულია, რომ საბერძნეთს გარღვევა აქვს დეფიციტში და მუქარაც ბევრი მიიღო თავისი ევროკავშირელი ძმებისგან, თუმცა, საბოლოოდ, საბერძნეთის გარიცხვას არც ევროკავშირიდან ჩქარობენ და არც ევროზონიდან. გასაგებიცაა: ევროცივილიზაციის აკვანი საბერძნეთმა დაარწია.

ჰოდა, რაკი დაარწია, ეპატიება კიდეც, როგორც იუპიტერს, ამიტომაც, ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაა დაგეგმილი, რომელზეც ევროპის აკვნისთვის 8-მილიარდევროიანი კრედიტის გამოყოფის საკითხზე უნდა იმსჯელონ.

მანამდე კი, გასულ კვირას, ათენის მერი, იორგოს კამინისი, დემონსტრანტებმა, არც მეტი, არც ნაკლები, სცემეს. კერძოდ, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: ბ-ნი კამინისი სპეცშეხვედრაზე იმყოფებოდა, რომელზეც საჯარო მოსამსახურეების შემცირების საკითხს განიხილავდნენ, რის შედეგადაც 1 000 საჯარო მოხელე უნდა გამოემშვიდობოს თავის სამუშაო ადგილს, რადგან, მხოლოდ ამ შემთხვევაში გაუწევენ ევროზონელები სავალუტო ფონდ-მსოფლიობანკიანად, დახმარებას ქვეყანას.

ბუნებრივია, ამ სპეცშეხვედრის პარალელურად, ქუჩაში საპროტესტო აქცია იმართებოდა, რომლის მონაწილეებმაც შეხვედრიდან გამოსული მერი მიაქოთაქეს. 

ნაკლებად სავარაუდოა, ამ ფაქტის გამო ან ბერძნული დემოკრატია დაიწუნონ, მით უფრო, მათთვის დახმარების გაწევა გადაიფიქრონ, შესაბამისად, იბადება რიტორიკული კითხვა (სერიიდან: წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო): ევროპელი მეგობრები ერთ მილიარდს მაინც (ჯანდაბას, ლარი იყოს) რომელიმე ჩვენებური პატიოსანი გვამის დანდობილად წამორტყმისთვის ჩვენც ხომ არ გვიწილადებენ?! 

скачать dle 11.3