კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეაჩვია ლამზირამ წყევლას ჩინელი ქმარი და რატომ ჰგონია ტობის თავი ავადმყოფი

გამარჯობა დედა, როგორ ხარ? ძალიან მენატრებით ყველა. მე არა მიშავს. ცოტა მიჭირს, ძნელი  ყოფილა ოჯახი. 

როგორც გითხარი, ლამზირა  ერთი წყნარი და მორცხვი გოგო მეგონა და ნამდვილი აფთარი ყოფილა, დედა. უკვე მეშინია, რამე ისეთი არ ვთქვა, რომ  ეწყინოს, თორემ დაჭრილი  დათვივით ღრიალებს ყველაფერზე. აქამდე წყევლის ძალიან მეშინოდა, მაგრამ ახლა ისე მივეჩვიე, ლამზირა რომ არ მწყევლის, უკვე მოთხოვნილება მიჩნდება. სულ ტანსაცმელზე წუწუნებს. თუ რამე ფული დაინახა გარბის და რაღაცეებს ყიდულობს, არადა, სანამ გამომყვებოდა, ერთი გახუნებული კაბა ეცვა ორი  წლის განმავლობაში. თუ კარგ ხასიათზეა, არა უშავს კიდევ, მაგრამ დაიბარებს  ხოლმე თავის დეიდა ცისმარის და რაღაცას ბუტბუტებენ ჩუმად. იმის წასვლის შემდეგ კი, მე მომდგება ხოლმე და მეუბნება, ღარიბები რომ ვართ შენი ბრალიაო. ეს ცისმარი ყველასთან ეგრე დადის და ნათესავები ჭორბიუროს  ეძახიან. დაახლოებით ვხვდები, ეს  რასაც ნიშნავს.

დედა, დღე და ღამე ვმუშაობ, რომ სახლში საჭმელი მივიტანო, ლამზირა კიდევ ყოველდღე მეუბნება, კინოში  ან რესტორანში წავიდეთო. სხვათა შორის, კინოში პირველად მე წავიყვანე და ნეტავ, სულ არ წამეყვანა. ფილმის მიმდინარეობისას ეკრანს საერთოდ არ უყურებს, ბატიბუტს ჭამს და გარშემო მჯდომებზე ჭორაობს – ვის  რა აცვია და ვის როგორი გარეგნობა აქვს. სხვათა შორის,  პირველად როცა ვიყავით, მას  შემდეგ მარტო ჩვენ ორნი აღარ ვყოფილვართ, სულ ვიღაც მოჰყავს  ხოლმე თან – ხან ბიძაშვილი, ხან მამიდაშვილი და ხანაც  მამიდის მულიშვილი. სხედან და ლაპარაკობენ. ერთხელ კინაღამ  გამოგვყარეს გარეთ.

მოკლედ, სულ სხვანაირი  აღმოჩნდა ეს გოგო, დედა და ძალიან ვნერვიულობ, რაღაც უნდა მოვიფიქრო, თორემ აღარ შემიძლია. იმ დღეს მეზობელს ეჩხუბა და სულ სოფლელი და ჩამოთრეული ეძახა, ვითომ თვითონ პარიზიდან იყოს ჩამოსული. მე ვუთხარი, სოფლელი სალანძღავი სიტყვა ხომ არ არის, შენ თვითონაც ხომ სოფლელი ხარ-მეთქი. ნეტავ რა მალაპარაკებდა, მთელი ღამე მამალივით ყიოდა, სანამ ძალა არ გამოეცალა. რაღაც ოქროს ბეჭედი უნახავს, ათას ხუთასი ლარი ღირსო. სამი დღე მომცა ვადა, რომ ვიყიდო. მე, რა თქმა უნდა, ვერ ვუყიდი და სანამ სახლში მივალ, სასწრაფო და პოლიცია უნდა გამოვიძახო. 

რამდენი მისი ნათესავიც მოვა, ყველა ეკითხება, ორსულად რატომ არ ხარო და ეჭვით მიყურებენ. ჯერ ერთი თვეც არ არის რაც ცოლ-ქმარი ვართ და ყველას უკვე ავადმყოფი ვგონივარ.

ჯერჯერობით ეს არის სულ, დედა, მერე კიდევ მოგწერ, ძალიან მენატრებით ყველა.

 

გკოცნით,

თქვენი ტობი ვონგი

скачать dle 11.3