კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეაცივდა ხელში „ტრუბკა“ გივი ბერიკაშვილს და რა „იაღლიში“ მოუვიდა „მსახიობ“ ვირს

გასული საუკუნის მიწურულია. კომუნისტები თავისას ცდილობენ. „თბილისობის“ დღესასწაულიც მაშინ „მოიგონეს“.

წლის მოსავლის შემაჯამებელი დღესასწაული გაიმართა რიყეზე. წამყვანი თეატრების ცნობილი სახეები ჩართეს ამ ღონისძიებაში. „შოუ“ ინერციას იღებს საქართველოში...

მედეა ჩახავას ქურთი ქალის ტანსაცმელი მოარგეს (კინოფილმ „მანანას“ მიხედვით) და მეეზოვის ცოცხი დააჭერინეს ხელში.

ქალბატონი მედეა მიამბობდა, თუ როგორ ესიამოვნა ეს „როლი“ და როგორ გულმოდგინებით „გვიდა“ საგანგებოდ დასუფთავებულ ქუჩას. სადაცაა პარტიული მუშაკები მოვლენ და... აჰა, გივი ბერიკაშვილიც გამოჩნდა, საგანგებოდ კახეთიდან ჩამოყვანილ ვირზე ამხედრებული. თითქმის ყველაფერი დადგმული სცენარით მიდის, მაგრამ ქუთაისურად რომ ვთქვათ, – „მასთე სადაა, სიმონ!“

მოხდა გაუთვალისწინებელი „იაღლიში“. იმ მართლა ვირმა, გივი რომ „მართავდა“, ყველა კანონი დაარღვია – მორალური, ინტელექტუალურიც და ოთხი მეტრის რადიუსით, ეს მოპრიალებული ასფალტი მის ბუნებრივ მოთხოვნილებას ანაცვალა. არადა, სადაცაა მთავრობა უნდა მოვიდეს.

ატყდა ერთი ამბავი, რაციები... რამე... ქალბატონი მედეა თავისი ცოცხით გვერდზე მიაგდეს და დავაი... ტილოებით... 

ვირს, გამომეტყველებაზე ეტყობოდა – „სულ მკიდიაო“, მაგრამ მხედარი სირცხვილით დაიწვა და ოფლში გაიღვარა შემოდგომის ბოლო თვის დასაწყისში.

ჟურნალისტებს მეტი რა უნდათ!

მართალია, ეს თავმოსაჭრელი პროცესი ვერ მოასწრეს – არ გადაუღიათ, მაგრამ მდგომარეობა ვირისთვის შესაშურად განვითარდა: ყველა მხრიდან გადაიღეს და მსოფლიო ვირებისთვის შესაშური სურათები მალე უპოპულარულესი გახდა. ეგ კი არა, მოგვიანებით, კერძო ფირმებმა კედლის კალენდრები გამოუშვეს ვირზე ამხედრებული მარჯანიშვილის წამყვანი მსახიობის ფოტოთი.

გამოვიდა ეს კალენდრები და რახრახით გაიყიდა კიდევაც...

... ედუარდ შევარდნაძე იყო მაშინ ცეკას პირველი მდივანი. ბატონი ედუარდის იუმორი მსოფლიოში ცნობილია და ერთ დღეს მარჯანიშვილის თეატრს ესტუმრა სპექტაკლზე – „ეზოში ავი ძაღლია“. ძალიან მოეწონა და მოკრძალებული ტაშიც შეაწია, მერე მსახიობებს მიაკითხა კულისებში და „მიულოცასავით“ წარმატება.

გივი ბერიკაშვილმა შემთხვევით ისარგებლა და ცეკას მდივანს, ბატონ ედუარდს საგანგებოდ გადახვეული ის კალენდარი აჩუქა, – ვირზე რომ იჯდა და გადაუღეს. თან, მოკრძალებული ავტოგრაფის ქვეშ მიაწერა: „ბატონო ედუარდ, გქონდეთ ეს კალენდარი ჩემგან სახსოვრად, ზემოთ, პირველ რიგში რომ ვზივარ, – ის ვარ მე...“

ცეკას პირველმა მდივანმა (რომ ვთქვი, იუმორი უყვარს-მეთქი შევარდნაძეს) პასუხი არ დააყოვნა და ერთ დილით ურეკავს სახლში გივი ბერიკაშვილს:

– ალო, ალო, გივი ხარ?

– კი. გისმენთ, ბატონო, – იმ წუთშივე იცნო გივიმ და სკამიდან წამოხტა, – რა დაკვირვებული კაცი ხარ, გივი, შენ! კიდო კაი, რომ მიაწერე, თუ არა, ძაან გამიჭირდებოდა ცნობა, რომელი იყავი“.

გივის „ტრუბკა“ ხელში „შეაცივდა“.

скачать dle 11.3