კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოჩნდა ხევსური მეომარი იაპონიაში და რა გამაოგნებელი საქციელი ჩაიდინა მან იქ

ისტორიული ფაქტია – ხევსურმა ლიქოკელმა სამურაების ოცეული გაანადგურა. ეს შემთხვევა ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიაში, ალბათ, ერთადერთია, როდესაც ქართული სკოლა იაპონურს დაუპირისპირდა და ეს პაექრობა პირველის აშკარა უპირატესობით დასრულდა. მეოცე საუკუნეში პრისტავის მოკვლის გამო კუნძულ სახალინზე გადაუსახლებიათ ხევსურეთის მკვიდრი, ვინმე ლიქოკელი. ხევსური თავის კუთხეში შესანიშნავ მოფარიკავედ ითვლებოდა. იმხანად რუსეთ-იაპონიის ომი მიმდინარეობდა და იაპონელთა ერთმა რაზმმა კუნძული დაიკავა. ლიქოკელი მტერს მედგრად დაუხვდა. ერთ სახლში გამაგრდა და შენობაში შესულ მოწინააღმდეგეთაგან გარეთ ცოცხალი ერთიც არ გამოუშვია. ბოლოს და ბოლოს, იაპონელებმა საერთო ძალებით კარი შეანგრიეს და ყველასათვის გასაოცრად, თვალწინ ასეთი სურათი გადაეშალათ: ოთახის შუაგულში ერთადერთი კაცი იდგა, გვერდით კი რამდენიმე ათეული იაპონელი მეომრის გვამი ესვენა. თანამემამულეთა პრესტიჟის ხსნა რაზმის მეთაურმა მოისურვა, რომელიც სამურაების კასტას განეკუთვნებოდა – ამ წრის წარმომადგენლებს კი იაპონიაში ფარიკაობის ილეთების საიდუმლოებებს ბავშვობის ასაკიდან ასწავლიდნენ – ამოიღო ხმალი სამურაიმ და დაიძრა ხევსური ლიქოკელისკენ. მისდა სამწუხაროდ, იარაღის მოქნევა ვერ მოუსწრია, რომ ლიქოკელს ოთხად გაუჭრია. ბოლოს და ბოლოს, ხევსური ჯერ დაუტყვევებიათ, შემდეგ კი დაუხვრეტიათ.

ერთი საინტერესო ამბავი თამარ მეფეს უკავშირდება. მას, თურმე, ხახმატში პატარა ციხე აუგია, სადაც ზაფხულობით ადიოდა დასასვენებლად. ასეთი ლეგენდა არსებობს: ერთხელ მეფე თამარს შვილი, ლაშა-გიორგი დაუკარგავს. ბევრი უძებნია, მაგრამ ვერსად უნახავს. შემდეგ მიმხვდარა, რომ ის აუცილებლად ხახმატში იქნებოდა გაპარული, რადგან ლაშა-გიორგის ძალიან ჰყვარებია ხევსურეთი. წასულა თამარი შვილის სანახავად. ხახმატში ასულს ხალხი შეუკრიბავს და ლაშას მოძებნა უბრძანებია. მათ მართლაც ხევსურეთში იპოვეს ლაშა, მაგრამ მეფის შვილის დავალებით, თამარისთვის უთქვამთ, რომ ლაშა-გიორგი არ იყო ხევსურეთში. მეფე გაბრაზებულა და მკაცრად მოუთხოვია მცხოვრებთათვის, სასწრაფოდ ეპოვათ მისი შვილი და მასთან მიეყვანათ. ხევსურებს კი მეფე ციხეში ჩაუკეტავთ და ასე უთქვამთ: ლეკებისა და ქისტების ჯარი აშლილია, მთებს ვყარაულობთ, არ გვცალია თქვენი შვილის საძებნად, სამშობლო გვაქვს დასაცავიო. თამარ მეფეს კი მიუგია: გამიღეთ კარი, წავალ. უპოვიხართ თავის ჭკუისები და იმიტომ წამოსულა აქ. ვიცი, რომ მან დაგარიგათო. ბოლოს დაუყოლებია: „ეს მინდა ფრახს, დედას, შვილის მაძევარს (მძებნელსო)“.

წინაპრებს ისიც უთქვამთ, რომ თამარს ხახმატელთა სალოცავისთვის ვერცხლის მონეტებით სავსე ქვაბები შეუწირავს, რაც შემდგომ კომუნისტებს მოუპარავთ... ასევე, კომუნისტებს დაუნგრევიათ თამარის მიერ აგებული ზემოთ ხსენებული ციხე. მასალა გზის გაყვანისას გამოუყენებიათ.

скачать dle 11.3