ჯგუფ “ელდრაინის„ და “ბრავო რექორდსის„ ერთობლივი პროექტი
20 ივნისს ხმის ჩამწერ სტუდია „ბრავო რექორდსში“ გაიმართა პრესკონფერენცია ჯგუფ „ელდრაინის“ პირველი სიდი ალბომის გამოცემის შესახებ, რომელიც ეძღვნება ავღანეთში „აისაფის“ მისიაში მონაწილე საქართველოს და ყველა სხვა ქვეყნის ჯარისკაცს. ამჟამად „ბრავო რექორდსში“ მიმდინარეობს ალბომის სტუდიური ჩაწერა და დიზაინზე მუშაობა.
ჯგუფი „ელდრაინი“ ქართულ სამუსიკო ინდუსტრიაში გამოირჩევა მაღალი საშემსრულებლო დონით, სიმღერების სოციალური თემატიკით და დახვეწილი რეპერტუარით. ეს ჯგუფის პირველი სიდი-ალბომია, სახელწოდებით „Till The End („ბოლომდე“) და ის ანტიტერორისტულ თემატიკას ეძღვნება. მასში შედის 12 ინგლისურენოვანი მუსიკალური ნაწარმოები. ჯგუფის წევრები თავად არიან სიმღერების, მუსიკისა და ტექსტის ავტორები. ახლო მომავალში იგეგმება ჯგუფის გასვლითი კონცერტი ავღანეთში, სადაც ისინი წარადგენენ აღნიშნულ ალბომს. საქართველოში კი ახალი ალბომის პრეზენტაცია კონცერტის სახით 5 ივლისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში იგეგმება. პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. გენერალური სპონსორები არიან: კომპანია „გალფი“ და „ელიტ ელექტრონიქსი.“