კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“ცეკვავენ ვარსკვლავების„ ვარსკვლავების აქტიური პირადი ცხოვრება

 ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ამბავი ისმის „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ყოფილი მონაწილეების გარშემო. როგორც ჩანს, მათი პოპულარობა და რეიტინგი ჯერ ისევ მაღალია და ამა თუ იმ ადგილას გამოჩენის შემდეგ გამადიდებელი შუშის ქვეშ ექცევიან და ყოველთვის იმახსოვრებენ, თუ ვის გვერდით გამოჩნდნენ. მართალია, მის გარშემო აგორებულ ხმებს ყველა მათგანი უარყოფს, მაგრამ ჩვენ მაინც ვწერთ მათ შესახებ, რადგან ხშირად სულ ცოტა პერიოდის გასვლის შემდეგ, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ამა თუ იმ გადაცემაში გულახდილი ინტერვიუს დროს, ისინი ასეთ ფაქტებს ადასტურებენ. პირველი და ყველაზე გახმაურებული სალომე ჭაჭუას და გიორგი ვარდოსანიძის რომანია. ორივე მათგანი ერთდროულად დაშორდა თავის საყვარელ ადამიანს, რომლებთანაც წლების განმავლობაში საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა ჰქონდათ. პროექტის შემდეგ ისინი რამდენიმე ადგილას ერთადაც ნახეს და მეგობრების წრეებშიც უკვე კარგად არის ცნობილი ეს ფაქტი. არ ახმაურებს თავის რომანს რუსკა მაყაშვილი, რომელიც ცნობილ თბილისელ „კრასავჩიკთან“, მორაგბე სანდრო ნიჟარაძესთან ერთად დადის. რუსკა და სანდრო „რა მოხდა კიევში“ პრემიერაზეც ერთად მივიდნენ. როგორც ამბობენ, ისინი თავიანთ ურთიერთობას საგულდაგულოდ აღარ მალავენ. ხმები გავრცელდა ლიკა ლაბაძისა და გენო მალაზონიას ურთიერთობაზე. ყოფილი ბალერინა და ბიზნესმენი ერთად არიანო, ამბობენ და საკმაოდ სერიოზული ურთიერთბა აქვთო. გენო მალაზონიას სახელის გარშემო ბევრი ცნობილი ქალი ასოცირდება. სხვადასხვა დროს მასთან ურთიერთობა ჰქონდათ თიკო სადუნიშვილს, შორენა ბეგაშვილს და სხვა. 

 არ ვიცი, რამდენად დადასტურდება ეს ხმები, მაგრამ ჩვენ რომ ყველა მათგანს ბედნიერებას და სიყვარულით ცხოვრებას ვუსურვებთ – ეს დაზუსტებით ვიცი.

скачать dle 11.3