უფასო კონსულტაცია “ანადოლუს სამედიცინო ცენტრის„ სპეციალისტებისგან
მსოფლიოში წამყვანმა თურქულმა სამედიცინო დაწესებულებამ „ანადოლუს სამედიცინო ცენტრმა“ თემაზე – „სამედიცინო სფეროს უკანასკნელი წლების მიღწევები“ – ქართველი ექიმებისთვის სპეციალური კონფერენცია გამართა.
კონფერენციის მსვლელობისას მოეწყო დისკუსიაც, რომელშიც ქართველი ექიმები, პაციენტები და მედიცინის ექსპერტებიც მონაწილეობდნენ. დასასრულს, საქართველოში მცხოვრებ პაციენტებს „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“ ექიმებთან გასაუბრებისა და მათგან ალტერნატიული პროფესიული აზრის მოსმენის შესაძლებლობა მიეცათ.
გარდა ამისა, „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“ სპეციალისტებმა საქართველოში მცხოვრებ პაციენტებს უფასო კონსულტაცია გაუწიეს. მიაჩნიათ, რომ ადრეულ ეტაპზე დიაგნოზის დასმა და ინოვაციური მეთოდიკით მკურნალობა პაციენტის გადარჩენის შანსებს კიდევ უფრო ამაღლებს.
კონფერენციაზე მოწვეული იყო ნიკოლოზ წამალაშვილი, რომელმაც „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“ ექიმების დახმარებით სიმსივნე დაამარცხა. პაციენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ და გასაუბრებოდნენ მას.
ღონისძიებას უძღვებოდნენ: მედიცინის დოქტორი, პათოლოგიური ანატომიის პროფესორი ჰუსეინ ბალოღლუ, მედიცინის დოქტორი, რადიაციული ონკოლოგიის პროფესორი ქეიჰან ენჯინი, ბირთვული მედიცინის დოქტორი ქეზბან ბერბეროღლუ.