კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა სტრიპტიზი სოფია კანდელაკის უსაყვარლესი საქმე და რაზე უთხრა მან კატეგორიული უარი ცნობილ მილიონერს

ქუთაისში დაბადებული სოფია კანდელაკი თითქმის 15 წელია‚ რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ლამაზი, ხალისიანი, ენერგიული სოფია არავის ტოვებს გულგრილს, რის გამოც რამდენიმე ხნის წინ სერიოზულ სკანდალში გაეხვია. ამან კი მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. სოფია 12 წელია‚ ვეგანია‚ არ ჭამს ცხოველურ საკვებს. მას დამთავრებული აქვს ნიუ-იორკში ცნობილი თეატრალური უნივერსიტეტი და ამჟამად ივენთების მოწყობით არის დაკავებული. 

სოფია კანდელაკი: ქუთაისში დედასთან და მამასთან  ვიზრდებოდი, ლამაზ და უნიჭიერეს ადამიანებთან ერთად. მაინცდამაინც არ მიყვარდა სკოლაში სწავლა, განსაკუთრებით რამდენიმე საგნის. ამის გამო მე და დედას სულ ჩხუბი გვქონდა. სამაგიეროდ‚ მიყვარდა ცეკვა-თამაში, გართობა, ინგლისური. ბავშვობიდან სტერეოტიპულ, ტრადიციულ რაღაცეებს სულ ვეწინააღმდეგებოდი, არ მიყვარდა ჩარჩოებში მოქცევა და ამის გამო სულ წინააღმდეგობებში ვცხოვრობდი. ყველაფერი‚ რაც ხდებოდა, გარედან იყო მოხვეული, თორემ შინაგანად ძალიან თავისუფალი ვიყავი, ამის გამო სხვებთან ცოტა დაძაბული ურთიერთობა მქონდა. ხომ იცი‚ ჩვენთან როგორ არის – დაამთავრებ სკოლას, აუცილებლად უნდა დაამთავრო უნივერსიტეტი, ოღონდ‚ რომ არ იცი რატომ მიდიხარ და სად მიდიხარ... 20 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა 20 წლით უფროსმა მეუღლემ ბებიაჩემის პანაშვიდიდან მომიტაცა. წელიწად-ნახევარი ვცხოვრობდით ერთად. მერე გოგონა მეყოლა, ნინა, რომელიც ახლა ჩემთან ერთად ცხოვრობს ნიუ-იორკში. ძალიან კარგი ქართველი მასწავლებელი ვნახეთ, ჟანა გურგენიძე, რომელიც ვიოლინოზე დაკვრას ასწავლის. „ჯულიარდისთვის“ ვემზადებით, მალე კონცერტებზე დაუკრავს. მეუბნება: ჩემი ბენდი უნდა შევქმნა და საქართველოში კონცერტი ჩავატაროო. 

– როდის გაემგზავრე ამერიკაში? 

– დეიდაჩემის მეგობარმა ამერიკიდან გამომიგზავნა ვიზა, თან ჩემი დაბადების დღე იყო და მომწერეს: გილოცავთ, წაბრძანდით ამერიკაშიო. გავემგზავრე, ოღონდ ბავშვის გარეშე. ამის შემდეგ 13 წელი არ მყავდა ჩემი შვილი ნანახი. მხოლოდ სამი წელია‚ რაც ჩემთან არის. ყოველთვის ოცნებად მქონდა ამერიკაში გამგზავრება, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი‚ თუ აქ მოვხვდებოდი და თან მანჰეტენზე ვიცხოვრებდი. თავიდან არ ვაპირებდი დარჩენას, მაგრამ, როგორც კი ჩამოვედი, მაშინვე მივხვდი, რომ ეს ჩემი ქალაქია. თავიდან ბევრი სირთულე იყო, ბებიებთან დავიწყე მუშაობა. ამ მხრივ‚ გარკვეული გამოცდილება მქონდა, რადგან საქართველოში ჩემს ბაბუას ვუვლიდი. შემდეგ შევიცვალე სამსახური, ათასნაირი საქმე მქონდა... მერე გავთხოვდი, თან ორჯერ, ორივე ქმარი ამერიკელი იყო. მესამედ გათხოვების შემდეგ მივხვდი, რომ ოჯახი არ მაინტერესებდა. 

– როგორც ვიცი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სტრიპტიზს ცეკვავდი და დღეს ნიუ-იორკის ღამის ცხოვრების მოყვარულთა შორის საკმაოდ ცნობილი ხარ.

– სტრიპტიზს ვცეკვავდი და ამას არასდროს ვმალავ. ეს იყო ჩემი უსაყვარლესი საქმე, სამსახური – ეს არის ქალურობა, სილამაზე, სიძლიერე და ყველა ქალის შინაგანი სამყაროსთვის აუცილებელი რამ, აყვანილი სულიერების დონეზე. როცა სამსახური გინდა, იქ აგენტები გყავს და ისინი გაწყებინებენ მუშაობას ბებიებთან. ერთი პერიოდი საერთოდ აღარ იყო სამუშაო. ერთ-ერთმა მამაკაცმა აგენტმა მითხრა: შენ სამსახურს არ გაპოვნინებო. ვიფიქრე, ამის ჯინაზე როგორ ვერ უნდა ვიშოვო სამსახური-მეთქი და უცებ გამოჩნდა ეს საქმე. თავიდან გადავირიე: ქართველი ქალი ვარ, ეს როგორ მაკადრეთ-მეთქი. ახლა ქუთაისში რომ ჩახვიდე და ვინმეს უთხრა‚ სოფიკო სტრიპტიზს ცეკვავდაო, არავინ დაგიჯერებს. მოკლედ‚ წავედი სხვა აგენტებთან. ბებია ვიპოვე, მაგრამ ბოლოს ვთქვი: მოდი, ვცდი. რადგან ზოგადად რისკიანი ადამიანი ვარ, წავედი საცეკვაოდ. ძალით ამიყვანეს სცენაზე, ნერვიულობისგან სულ ვკანკალებდი, სხვა ტანსაცმელი მივიტანე, იმათ სხვა ჩამაცვეს. მოკლედ, ძალიან ვინერვიულე. თან‚ ცეკვის მხრივ არანაირი გამოცდილება არ მქონდა. მაგრამ სცენაზე აღმოვაჩინე. ვთქვი, ეს რა შემძლებია-მეთქი. სხვანაირად შევხედე ჩემს თავს. ბევრი რამ აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ ეს არაჩვეულებირივი საქმეა. დღემდე ვგიჟდები ამ სამსახურზე და ზოგადად იქ მიღებულ გამოცდილებაზე. თავიდან ვცეკვავდი ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ კლუბში. მერე ნელ-ნელა დავიხვეწე. გავიგე, რომ უკეთესი ადგილებიც არსებობდა და მანჰეტენზე გადმოვედი. თუმცა დიდი ხანია‚ აღარ მიცეკვია, რადგან ეს ეტაპი დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ საოცრად დიდი გამოცდილება მივიღე. საკმაოდ ცნობილი ვიყავი ამ სფეროში, მაგრამ საკუთარ თავს არ ვაძლევდი იმის უფლებას, ამ სფეროში პოპულარული ვყოფილიყავი. ამის გამო ბევრი უსიამოვნებაც შემხვდა. ამ სფეროში მომუშავე გოგონები ერთმანეთის მიმართ შურით არიან განწყობილები, ამის გამო ბევრი ჩხუბი მაქვს გადატანილი. ზოგადად‚ მე ყველაფერს მაღალ დონეზე ვაკეთებ, არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება ის. ყველაფერში პირველი უნდა ვიყო და კარგი. ეს კი ბევრ დაძაბულობას, შურს, სტრესს იწვევდა. მოკლედ‚ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უსაყვარლესი პერიოდი. 

– რამდენიმე წლის წინ შენთან დაკავშირებით სერიოზული სკანდალი მოხდა, რამაც მთელი ამერიკა აალაპარაკა. საქმე ეხებოდა იტალიურ რესტორანში განვითარებულ მოვლენებს, სადაც ცნობილმა მილიონერმა‚ თომას ჰარტმანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მოგაყენა და ამის გამო ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაჭერილიც იყო. 

– დღესაც სასამართლოშია საქმე. უკვე სამი პროცესი გვქონდა და როგორც ადვოკატი მეუბნება‚ 2013 წლისთვის ყველაფერი დამთავრდება. სიმართლე ბოლომდე გაირკვევა და ყველა გაიგებს‚ რა მოხდა სინამდვილეში. აქ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამ ყველაფრის გაკეთება სჭირდებოდათ და ყველანი აგებენ პასუხს. 

– ერთ-ერთი ვერსიით, ჰარტმანმა შენ ფულის სანაცვლოდ ინტიმური კავშირის დამყარება შემოგთავაზა, რაზეც უარი მიიღო და, პასუხით უკმაყოფილო მილიონერმა „როლექსის” ოქროს საათი  რამდენჯერმე გაგარტყა სახეში, რის გამოც შუბლზე 16 ნაკერის დადება დაგჭირდა. თუმცა ჰარტმანის დამცველების თქმით, ცალფეხა ჰარტმანმა ფეხის პროთეზის გაუმართაობის გამო წონასწორობა დაკარგა, ამიტომ ხელების ქნევა დაიწყო და შემთხვევით ხელი გაგარტყა. რა მოხდა სინამდვილეში?

– ადვოკატმა მთხოვა, რომ ჯერჯერობით არ გავცე არანაირი ინფორმაცია. თუმცა‚ თუ დამიჯერებ, გეტყვი, რომ ყველაფერი‚ რაც დაიწერა იყო სიცრუე და პროვოკაცია. ეს ადამიანი ისე ცუდად მოიქცა, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ – ჩემზე ბევრი ცუდი რამ უნდა მოეფიქრებინათ, ჩირქი მოეცხოთ. დაწერეს კიდეც, რომ თითქოს ჯიბეში ჩავუყავი ხელი და გაძარცვას ვუპირებდი. რა თქმა უნდა‚ ეს ყველაფერი ტყუილია, მხოლოდ ერთი რამ არის სიმართლე: კაცი ფიზიკურ ძალადობაზე გადმოვიდა მაშინვე, როგორც კი ჩემგან უარი მიიღო. 15 წელია‚ აქ ვარ და ერთ კაცს არ მოუყენებია ჩემთვის თუნდაც სიტყვიერი შეურაცხყოფა, რადგან ამის უფლებას არავის მივცემ და ვერ მაკადრებენ. ამ ადამიანმა დაკარგა კონტროლი, გაგიჟდა, გასულელდა და რესტორანში, ამდენი ხალხის წინაშე, ძალადობაზე გადავიდა. ამის გამო დაჭერილიც იყო. უფრო დიდხანს უნდა ყოფილიყო ციხეში. უბრალოდ‚ მილიონერია, ისეთი ადვოკატი ჰყავდა, მოახერხა მისი გათავისუფლება. ახლა გაქცეულია.

– არ ითხოვ მორალური და ფიზიკური ზარალის ანაზღაურებას? 

– კი, ვითხოვ, მაგრამ ჯერ პროცესები მიდის, არ დამთავრებულა. ამ ფაქტამდე სულ სხვა გეგმები მქონდა. რეალითი შოუ მქონდა მომზადებული, რომელიც მთლიანად ჩემს ცხოვრებას შეეხებოდა, რადგან აქ ჩემი საქმიანობის, ცხოვრების შესახებ საკმაოდ დიდი ინტერესია. სცენარიც დავწერეთ, რომელსაც ჰქვია: „საბჭოთაკავშირელი სოფია“. უნდა გადაგვეღო და შემდეგ არხები გვქონდა არჩეული, სადაც უნდა მიგვეტანა და გაგვეყიდა. მანამდე ორ შოუში ვმონაწილეობდი. პირველი „ენ-ბი-სიზე“ გადიოდა. მეორე მაშველების შოუ იყო, ძალიან საინტერესო. მაგრამ მერე თავი დავანებე და ახლა უკვე ჩემი რეალითი შოუთი დავბრუნდები. ვხუმრობ ხოლმე, „მანჰეტენზე ლოქალ სელებრითი“ ვარ-მეთქი. იმ სკანდალთან დაკავშირებით ბევრი რამ დაწერეს ჩემზე. ეს ძალიან  არასასიამოვნო იყო, ამიტომაც გავჩერდით. ჩემმა პროდიუსერმა მითხრა: ჯერ ამ საქმეს მივხედოთ, რადგან სასამართლო პროცესით ვერ შევალთ რეალითი შოუშიო. ამიტომ‚ როცა სასამართლო დამთავრდება, მერე გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა‚ ეს მომენტი გახდება რეალითი შოუს რაღაც ნაწილი. 

– ამჟამად რით ხარ დაკავებული?

– მანჰეტენზე ოთხი გოგონა ვაკეთებთ ივენთებს: საქველმოქმედო, დაბადების დღის და ასე შემდეგ. ჩვენს სტუმრებს შორის ზოგჯერ არიან სელებრითებიც, თუმცა უფრო მეტად მანჰეტენზე მცხოვრებ მდიდრებთან ვმუშაობთ, მათთან, ვინც ქველმოქმედებაშია ჩართული..

скачать dle 11.3