კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

ვითომ პრინცესა

 

რატომაც არა – თუ პრინცესა ხარ, ამას რა ჯობია. მაგრამ თუ არ ხარ, უმჯობესია, ამ როლში საერთოდ არ შეხვიდე. ზოგიერთი ახალგაზრდა ქალი, პირიქით ფიქრობს, რომ პრინცესას იმიჯს მოირგებს და ამით მოხიბლავს მამაკაცებს, მით უმეტეს, თუკი როლში ადრეულ ასაკში შევა. პრინციპში, თითქოს ადვილია: წამწამები გულუბრყვილოდ უნდა დაახამხამო, ტუჩები გაბუსხო და ყველაფერი გაიოცო. შენიშვნასაც ვერავინ მოგცემს. ბევრისთვის ნაცნობი ტიპაჟია, მაგრამ ძალიან წამგებიანი. მამაკაცები მხოლოდ დროებით ებმებიან ამ ანკესზე. „შემიყვარე ისეთი, როგორიც ვარ“, – ამბობს „პრინცესა“ და „რაინდმაც“ უნდა დაუთმოს, ყველაფერი გააკეთოს მისი სიამოვნებისთვის. მუდმივად ჩაიდინოს საქმენი საგმირონი და ყველა გააოცოს თავისი სიყვარულით. ძალიან იშვიათად მოიძებნება მამაკაცი, რომელიც ამაზე იქნება თანახმა.

უფრო ზუსტად – თითქმის არ მოიძებნება. იმიტომ, რომ მამაკაცები ასეთი „პრინცესებისგან“ ძალიან სწრაფად იღლებიან. ცუდი ის არის, რომ „პრინცესა“ ხასიათის საკმაოდ უარყოფით თვისებებს ავლენს. ის მფლანგველია, მშიშარა, ლაქლაქა... ყველა წვრილმანი სწყინს... მუდმივად თამაშობს... თითქოს გულმავიწყია და ცდილობს, თავისი წარმოსახვით შექმნილ სამყაროში იცხოვროს. კითხულობთ ამ ყველაფერს და არ მოგწონთ? – ბუნებრივია. მაშინ ნუ იქნებით „პრინცესა“. მამაკაცებს ჩვეულებრივი, შემდგარი და წარმატებული ქალები ურჩევნიათ – გამორჩეულები პიროვნული ღირსებებით.

 

საამაყო არაფერია

 

საკუთარი ნაკლოვანებების საჯაროდ აფიშირება და ამით თავმოწონება საკმაოდ ცუდი თვისებაა. ასე ქალი თითქოს ალიბს იქმნის და თავს ისაწყლებს, მაგრამ სინამდვილეში შთაბეჭდილების მოხდენა სურს. „ოი, მე ისეთი მოუხერხებელი ვარ!“, „ვაიმე, ყველა და ყველაფერი როგორ მავიწყდება“, „ფული ჯიბეში არ მიჩერდება... ყველა თეთრს მაშინვე ვხარჯავ“... დანაშაულის აღიარებას ჰგავს, ხომ მართალია?! თუმცა, ეს თვითდამკვიდრების მცდელობაა და ზოგჯერ – წარმატებულიც. მაგრამ, უფრო ხშირად სრულ გაუგებრობას იწვევს და ურთიერთობას აფუჭებს. თითქოს გამოწვევასავით ჟღერს – „ხომ ხედავთ, მე თავად ვაღიარებ ჩემს სისუსტეებს  – კეთილი ინებეთ და ამიტანეთ. სულაც არ მადარდებს თქვენი აზრი!“

წარმოიდგინეთ, უნდა მამაკაცს ასეთი ქალი გვერდით? ან რა საამაყოა ნაკლი. რატომ უნდა მოიწონო თავი იმით, რომ არაფერი გახსოვს?! ესეც თამაშია და საკმაოდ უნიჭო. ვერც ორიგინალური იქნებით და ვერც განსაკუთრებული. გაცილებით ჯობია, იყოთ ბუნებრივი და ნატურალური. მამაკაცი შეიძლება მოტყუვდეს, მაგრამ დიდი ხნით არა! პრობლემები აუცილებლად შეგექმნებათ და კონფლიქტიც გარდაუვალი იქნება.

ერთი სიტყვით, იამაყეთ მხოლოდ მიღწევებით. ქალს შვენის ბავშვობა, მაგრამ ეს ბუნებრივი უნდა იყოს.

 

არ გაჩუმდე – თქვი!

 

შეყვარებულ ადამიანებს შორის საიდუმლო არ უნდა არსებობდეს – ასე მიაჩნია უმრავლესობას. გააჩნია, ამ საკითხს რომელი მხრიდან შევხედავთ. კრიზისი  ცარიელ ადგილას არ ჩნდება. ანუ, არაფრისგან პრობლემას ვერ შექმნი... მართალია, ამის დიდოსტატებიც არსებობენ, მაგრამ იშვიათ გამონაკლისებზე ნუ ვისაუბრებთ.

თუკი არსებობს პატარა გამაღიზიანებელი ფაქტორი და ამაზე არავინ ილაპარაკებს, მოსახდენი აუცილებლად მოხდება. წყენა და უკმაყოფილება დაგროვდება და თუ ამ ყველაფერმა სპონტანურად ამოხეთქა, განხეთქილება გარდაუვალია. თუ რაიმე გაწუხებს ან გაინტერესებს, აუცილებელია, ბოლომდე გაერკვე. თქვი და ათქმევინე იმასაც – მერე ორივე შეეცადეთ, ერთმანეთს გაუგოთ.

დაძაბული ურთიერთობა სასიამოვნო ნამდვილად არ არის და შემდგომში ის ძალიან სერიოზულ პრობლემებსაც შობს. დაძაბულობა და გაღიზიანება შეიძლება, გადაიზარდოს სიძულვილსა და კონფლიქტებში.

საუბარი აუცილებელია. არ გაჩუმდე, თქვი, რაც გაწუხებს! თქვი – რომ თქვენს ურთიერთობაში კრიზისი კი არ გაჩნდა, არამედ შეკითხვები დაგროვდა, რომლებსაც ერთად უნდა უპასუხოთ.

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ უმიზეზო კრიზისი, როცა ობიექტურად ყველაფერი კარგად არის, შეიძლება დადგეს, თუკი წყვილი, უბრალოდ, დაიღლება ერთმანეთისგან; ან თავიანთ ცხოვრებას სხვისას შეადარებენ. მთავარია, ამისგან ტრაგედია არ შექმნათ. ნებისმიერი კრიზისის ნეიტრალიზება შეიძლება – მთავარია, არ გაჩუმდე და თქვა!

 

ზოგჯერ კარგიც არის!..

 

მტკივნეული პერიოდები ჩვენს ცხოვრებაში საკმარისზე მეტია. მაგალითად, განშორება საყვარელ ადამიანთან... ეს შენი ინიციატივითაც რომ ხდებოდეს, მაინც ძალიან რთული გადასატანია. გონზე მოსასვლელად დრო აუცილებლად დაგჭირდებათ. ბევრი ნერვიულობის შემდეგ კი, მოვლენებს საღად შეაფასებთ და მიხვდებით, რომ რთული პერიოდები, ზოგჯერ კარგიც არის.

არასოდეს ეცადოთ, დააჩქაროთ მოვლენები. არ იფიქროთ იმაზე, რომ სიცარიელის შევსება შემთხვევითი რომანით ან გართობისთვის გამიზნული ურთიერთობით საუკეთესო ვარიანტია. ჯობია, იფიქროთ, რომ დროებითი სიმარტოვე აუცილებელი იყო, რათა მოვლენები საღად შეგეფასებინათ და ღირებულებები გადაგეფასებინათ.

რაც არ უნდა გააკეთოთ: შეიძულოთ საპირისპირო სქესი და თქვათ, რომ აბსოლუტურად ყველა ერთნაირია, არ შეიცოდოთ საკუთარი თავი და არაფერი ინანოთ.

მარტო ხართ? – ეს სულაც არ არის ტრაგედია. სამაგიეროდ, ახლა უამრავი დრო გაქვთ, იზრუნოთ საკუთარ თავზე, გარეგნობასა და კარიერაზე. გაერთოთ და დაისვენოთ ისე, რომ სინდისის ქენჯნამ არ შეგაწუხოთ. დრო მხოლოდ თქვენ გეკუთვნით და მას ისე მოექეცით, როგორც საჭიროდ მიიჩნევთ.

აღარ გაიმეოროთ დაშვებული შეცდომები. მერე რა, რომ სიყვარული წარუმატებლად დამთავრდა. ამაში თქვენი დანაშაული არ არის. ნამდვილად ღირს, კიდევ ერთხელ სცადოთ, გაგიმართლებთ!

скачать dle 11.3