კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ 60 წლის ქალბატონი. ექოსკოპიაზე დამიდგინეს მარჯვენა თირკმელზე დიდი ზომის კისტა – 55 მილიმეტრის დიამეტრით. საჭიროა თუ არა რაიმე მკურნალობა ან ოპერაცია?

პასუხი:  ჩვეულებრივ, ასეთ დროს რეკომენდებულია დაკვირვება 6 თვეში ერთხელ და ტრავმის თავიდან აცილება, თუმცა საბოლოოდ საკითხი ნეფროლოგმა უნდა გადაწყვიტოს. 

კითხვა: ვარ 21 წლის. ბავშვობიდან მაქვს ქრონიკული სურდო. მაინტერესებს, თუ იკურნება და რა საშუალებას მირჩევდით?

პასუხი: ასეთი სურდო უფრო ხშირად  ალერგიასთან არის დაკავშირებული და წარმოადგენს მის ერთ-ერთ ფორმას. უნდა დაინიშნოს  შესაბამისი მკურნალობა. შეგიძლიათ, მიმართოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს ან ალერგოლოგს. სამწუხაროდ, დაავადება არცთუ იშვიათად ხასიათდება ქრონიკული მიმდინარეობით.

კითხვა: აბორტის შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება წყალში ჩასვლა?

პასუხი:  იდეალურ შემთხვევაში,  სასურველია, აბორტის შემდგომი პირველი მენსტრუაციის დასრულების შემდეგ.  თუ თქვენთვის ეს ძალიან დიდი დროა, წყალში ჩასვლის მომენტისთვის არ უნდა გქონდეთ არანაირი გამონადენი. ადრეული ბანაობის შემთხვევაში დიდია ინფიცირების რისკი.

კითხვა: რა იწვევს „ეგზოსტოზს“ და აუცილებელია თუ არა ოპერაცია?

პასუხი: ეგზოსტოზი არის ძვლოვანი ან ძვლოვან-ხრტილოვანი წანაზარდი ძვლის ზედაპირზე.  მისი გამომწვევი მიზეზებია:  ანთებითი პროცესი, ძვლისაზრდელასა და ხრტილის ანომალიები, ტრავმა, ინფექციური დაავადებები, ენდოკრინული სისტემის პათოლოგიები. მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით შეიძლება, რაც გაზრდილი ძვლოვანი ქსოვილის მოკვეთას ითვალისწინებს.

კითხვა: ამბობენ, მჭადი არ ასუქებსო. თქვენ როგორ ფიქრობთ?

პასუხი: მჭადი შეიცავს კალორიათა არცთუ მცირე რაოდენობას. ამიტომ, დიდი ოდენობით მირთმევისას, შესაძლოა, წონაში მატებაც გამოიწვიოს.

კითხვა: რა ფორმით მიღებისას არის უფრო ეფექტური სტაფილო – წვენის სახით თუ ცოცხლად?

პასუხი: მეტი ეფექტისთვის უმჯობესია, სტაფილოს ახლად გაწურული წვენი მიირთვათ.

კითხვა: მაქვს ჭარბი ოფლიანობა, ფარისებრიც და სხვა ჰორმონებიც წესრიგში მაქვს. მართებულია თუ არა ამ დროს ბოტოქსის გაკეთება?

პასუხი: ბოტოქსის ინიექციები იღლიის არეში არის ჭარბი ოფლიანობის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი.

კითხვა: მაწუხებს ყურები, ყველაფერი თითქოს შორიდან მესმის. რა შეიძლება იყოს მიზეზი?

პასუხი: შესაძლოა იყოს ყურში ეგრეთ წოდებული გოგირდოვანი საცობი ან შუა ყურში მიმდინარე ანთებითი პროცესი. გირჩევთ, მიმართოთ ოტოლარინგოლოგს.

скачать dle 11.3