კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: თუ შეიძლება, მიპასუხეთ, ჩემი მეგობარი მოინათლა ორსულობის დროს. გადადის თუ არა ნათლობა მის ნაყოფზეც, ანუ მონათლულად მიიჩნევა თუ არა ბავშვიც?

პასუხი: ასეთ შემთხვევაში, მამათა კანონების მიხედვით, მონათლულად ჩაითვლება მხოლოდ დედა და არა მისი ნაყოფი.

კითხვა: აღდგომის ხატზე გამოსახულია იესო ქრისტეს მიერ ჯოჯოხეთიდან მართალთა ამოყვანა. რატომ იყვნენ მართალთა სულები ჯოჯოხეთში?

პასუხი: მხოლოდ ადგომის შემდეგ გაიღო უკუნის კარები – მანამდე კი მართალნიც ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ, მაგრამ ტანჯვას არ განიცდიდნენ სიმართლით განვლილი ცხოვრების გამო. მათ სამყოფელს აბრაამის წიაღი ეწოდებოდა. აქ არ იყო ტანჯვა, მაგრამ არც სრული ნეტარება სუფევდა, როგორიც სასუფეველშია.

კითხვა: რატომ არის ძნელი საკუთარი ცოდვების დანახვა?

პასუხი: ადამიანის ბუნება დასაბამიდან დამძიმდა ცოდვებისგან და შემდგომ, თანდათან ხდებოდა ცოდვების დაგროვება. ამიტომ არის, რომ დაბადებიდან ცოდვებისკენ ვართ მიდრეკილნი. თუმცა, ადამიანი ამ თანდაყოლილ და შეძენილ ცოდვებს თანდათან დაშორდება, თუ უფალთან მიახლოებას დაიწყებს და ეკლესიურად იცხოვრებს. სხვა შემთხვევაში, ხდება ცოდვათა გათავისება და ადამიანი ვერ ამჩნევს ან უჭირს თავისი ცოდვების აღიარება. უფალი გვაძლევს საშუალებას, რომ მოვინანიოთ ცოდვები.

კითხვა: როდის არ შეისმენს უფალი ჩვენს ლოცვას?

პასუხი: ლოცვას არ აქვს ფასი, როდესაც ის გულწრფელად არ მიემართება უფალს, ან უგულისყუროდ არის წარმოთქმული. თავად უფალი ასეთ მლოცველებზე ბრძანებს: „ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან“ (მათე, 15, 8)

скачать dle 11.3