კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზეზით ეძებს 27 წლის ქალი თავის ბიოლოგიურ მშობლებს

მანანა ანთია (შვილად აყვანის შემდგომი სახელი და გვარი) ეძებს ბიოლოგიურ მშობლებს (სავარაუდოა: ჩიქობავა ან ორი გვარი: თოლორაია-კვირკველია).

ისტორია: ვეძებ ჩემს ბიოლოგიურ მშობლებს. დავიბადე ქალაქ ზუგდიდში 1986 წლის ივნისში. ზუგდიდიდანვე გამაშვილეს. ჩემი ბიოლოგიური მშობლების შესახებ არაფერი ვიცი. მაქვს ჩემი პატარაობის სურათი (ასეთი ვიყავი, როდესაც მიშვილეს). იმედი მაქვს, თუკი ჩემი ბიოლოგიური დედა ამ სურათს ნახავს, აუცილებლად მიცნობს. ამჟამად ვცხოვრობ დმანისში. დიდი იმედი მაქვს თქვენი რუბრიკის, ძალიან მინდა ბიოლოგიური მშობლების პოვნა.

– როდის და როგორ გაიგე, რომ ნაშვილები ხარ და როგორი იყო შენი რეაქცია?

– იმის შესახებ, რომ აყვანილი ვარ, სკოლის ასაკში გავიგე. მაშინ დაახლოებით მეცხრე კლასში ვიყავი. ბუნებრივია, გამიკვირდა. ვერც კი წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა, სხვა ქალის შვილი ვყოფილიყავი, იმდენად კარგად მზრდიდა ჩემი აღმზრდელი დედა. ის ჩემთვის ყველაფერი იყო. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ნაშვილები ვარ, მოსვენება დავკარგე და ბიოლოგიური მშობლების ნახვის დიდი ინტერესი გამიჩნდა. ყველაფერი, რაც მათ შესახებ ვიცი, არის ის, რომ მე ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ გამაჩინა ზუგდიდში 1986 წლის ივნისში. გაშვილების აქტში ფიგურირებს გიორგი ჩიქობავა, (მაგრამ ეს შეიძლება არასწორი იყოს, რადგან ჩემი აღმზრდელი დედა სულ მაფრთხილებდა, რომ არ გავყოლოდი ცოლად ორი გვარის კაცს: კვირკველიას და თოლორაიას. სავარაუდოდ, ეს ორი გვარია ჩემი ბიოლოგიური მშობლების გვარი.

– აღმზრდელმა დედამ თუ იცის ბიოლოგიური მშობლების შესახებ?

– შვილად აყვანის შემდეგ ჩემი აღმზრდელი დედა ქმარმა ჩემ გამო მიატოვა, ანუ ის ჩემი შვილად აყვანის წინააღმდეგი იყო. ამის გამო დაშორებულან ერთმანეთს და აღმზრდელმა დედამ მე სულ მარტომ გამზარდა. სამწუხაროდ, ის ცოცხალი აღარ არის.

– რამდენი ხანია, რაც ბიოლოგიურ მშობლებს ეძებ?

– დაახლოებით სამი წელი იქნება, რაც მშობლებს ვეძებ. მაინტერესებს მათი ნახვა და კიდევ მინდა, რომ და ან ძმა მყავდეს. ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი. იმის გამო, რომ ბიოლოგიურ მშობლებზე ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს, მათ ჯერჯერობით ვერ ვპოულობ.

– მშობლების პოვნის შემთხვევაში როგორ აპირებ მათთან ურთიერთობას?

– თუკი მშობლებს ვიპოვი და მათი მხრიდანაც გამოითქმება ჩემთან ურთიერთობის სურვილი, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ, მინდა ვიცოდე, ვინ არიან ისინი, რა მიზეზით დამტოვეს სამშობიაროში და მყავს თუ არა და-ძმა. გათხოვილი ვარ და შვილიც მყავს. არ მინდა, მისი მომავალი მანერვიულებდეს. მე სულ მახსოვდა აღმზრდელი დედის სიტყვები და ვერიდებოდი ზემოთ ნახსენებ ორ გვარს, მაგრამ ბიოლოგიური მშობლების პოვნის შემთხვევაში, ხომ ყველაფერი გაირკვევა. იმედია, ჩემი ბავშვობის ფოტოთი მაინც მიცნობენ. არც  ის ვიცი, ტერიტორიულად სად უნდა იყვნენ. სავარაუდოდ, ისინი ზუგდიდელები მგონია.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com. 

скачать dle 11.3