კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეიძლება დაანგრიოს ქალურმა შურმა ყველაზე კარგი ურთიერთობა

ხშირად ამბობენ, რომ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ თანადგომა გვაკლია; რომ არ გვიჭირს სხვას გავუკეთოთ ის, რასაც არაფრით ვუსურვებთ საკუთარ თავს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მერე ამ ყველაფრის შეფუთვას ლამაზად ვცდილობთ და ისეთ სახელს ვარქმევთ, რომ მორალის ფარგლებში ჯდებოდეს. შეიძლება, ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა გვაკლია ან უბრალოდ, სიყვარული. ცუდია, როცა საშინელებას სიყვარულის სახელით ჩავდივართ.

თეიკო (32 წლის): მე და ჩემს ქმარს ჩვეულებრივი ოჯახი გვქონდა. ვჩხუბობდით კიდეც, მერე ვრიგდებოდით... ვზრდიდით ორ შვილს და ვცდილობდით, მათ ყურამდე არ მისულიყო ჩვენი ჩხუბისა და სკანდალების ამბები. განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. პრობლემები ყველა ოჯახშია და ყველა ცოლ-ქმარი ჩხუბობს, თუმცა თბილი პერიოდებიც ხშირად გვქონდა. ეჰ, დღეს პრობლემებით ვის გააკვირვებ?! ვიღას ულხინს. იმ მხრიდან მიიღებ დარტყმას, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდები. ისეთი ვინმე გაგწირავს, შენი სულისა და ხორცის ნაწილი რომ გგონია.

– ქმარს გულისხმობთ?

– არა მხოლოდ. უფრო უარესი ღალატიც არსებობს, ვიდრე ქმრის ღალატია. ხუთი წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ და ჩემი მეუღლისთვის არაერთხელ მითქვამს: ეს ადრე იყო განქორწინება კატასტროფა, უქმრო ქალის სტატუსი კი – სამარცხვინო. ვეუბნებოდი, თუ წანწალს დაიწყებ და მე გავიგებ, მაშინვე ჩემოდნებს ჩაგილაგებ-მეთქი.

– მშვიდად გისმენდათ ხოლმე?

– ვერ ვიტყვი. მშვიდად ნამდვილად არ მისმენდა. ძალიან ხშირად გვიკამათია და გვიჩხუბია კიდეც. მიმტკიცებდა – კაცის ღალატი და ქალის ღალატი ერთი და იგივე არ არისო. ძალიან უსუსური არგუმენტები მოჰყავდა ჩემს დასარწმუნებლად. საერთოდ, კაცები ძალიან უსუსურები არიან საკუთარი ინსტინქტებისა და სურვილების წინაშე. ზოგჯერ ძალიან შემცოდებია ჩემი ქმარი.

– როდის, მაგალითად?

– მაგალითად, როცა ქუჩაში ვიღაც „ნაშას“ ყურებით ლამის კისერი მოღრეცვია ან ნერწყვის ყლაპვით დამხრჩვალა. სხვათა შორის, იყო პერიოდი, როცა ამაზე მძაფრი და მწვავე რეაქცია მქონდა. ვეჭვიანობდი. მხოლოდ მაშინ, როცა რეალური პრობლემა გამიჩნდა, მივხვდი, რომ სისულელის გამო ვიტკიებდი თავს. ნეტავ, მარტო „ნაშებისთვის“ ეყურებინა.

– ისეთი ჩხუბი თუ მოგსვლიათ, რომ ერთმანეთისთვის დიდხანს არ გაგიციათ ხმა, ან რომელიმე სახლიდან წასულხართ?

– არა, რა თქმა უნდა. რა სისულელეა?! ისეთი წყვილი ნამდვილად არ ვყოფილვართ, წკიპზე რომ ჰკიდია მათი ოჯახი. თუმცა ხშირად მიფიქრია იმაზე, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, თუკი ქმარს გავშორდებოდი. და... 

– და?

– და... არ შემშინებია. ამან საკმაოდ დამამშვიდა... ისეთი ნერვიული აღარ ვიყავი. ქმარზეც ბევრად ნაკლებად ვეჭვიანობდი. ვცდებოდი, როცა მეგონა, რომ თუ ქმარი ჩემგან არ შეიზღუდებოდა, თავისუფლებას იგრძნობდა, პატივს მცემდა, ასეთი შეგნებული ცოლი რომ ჰყავდა... და აღარ მიღალატებდა. ყველაფერი პირიქით გამოვიდა. სასაცილოა მამაკაცის შეგნება, მათ მადლიერების გრძნობა არ გააჩნიათ. რომ მეკონტროლებინა, იქნებ საქმე აქამდე არც მისულიყო. მოსახდენი მაინც მოხდა – ცოლქმრული ღალატი! ოღონდ, განსაკუთრებულად მწარე და მტკივნეული ფორმით.

– ღალატი ყოველთვის მტკივნეულია.

– გეთანხმებით, მაგრამ არსებობს ორმაგი ღალატიც და დამიჯერეთ, ის კიდევ უფრო მტკივნეულია. არასოდეს მიკითხავს ჩემი ქმრისთვის, რა მოეწონა ჩემში ან ვუყვარდი თუ არა.

– ამას აქვს მნიშვნელობა?

– რა თქმა უნდა, აქვს. კაცი მუდმივად ტონუსში უნდა გყავდეს. სულერთია, რა ფორმით... პერიოდულად ძალიან თბილი და ალერსიანი უნდა იყო... ეს „მთიშავდა“. საერთოდ ვეღარაფერს ვაკეთებდი. მთლიანად ვიყავი მასზე დამოკიდებული და მერე ამაზე ყველასთან ვლაპარაკობდი.

– რაზე ლაპარაკობდით?

– ჩემს სიყვარულზე... ვამბობდი, არ მეგონა, თუ შეიძლებოდა ქმარი ასე მყვარებოდა... მგონი, ღალატსაც ვაპატიებ-მეთქი.

– და, ეს იცოდა ქმარმა?

– ქმართან არ ვლაპარაკობდი ამაზე. ვერც იმას ვიტყვი დაბეჯითებით, რომ ჩემი ქმრის ყურამდე რაიმე ფორმით მიაღწია ამ ინფორმაციამ. პრინციპში, ამას არც აქვს მნიშვნელობა. ფაქტია, რომ ჩემი ქმარი იმაზე ნაძირალა აღმოჩნდა, ვიდრე საერთოდ შეიძლებოდა წარმომედგინა. თავისი საყვარელი გამაცნო და დამადაქალა.

– ეს როგორ?

– ვერც თქვენ წარმოიდგინეთ, ხომ? ბავშვიც კი მოანათვლინა და ლამის ყოველდღე სახლში მეჯდა. მისი თანამშრომელი გახლავთ. ერთ-ერთი სამსახურებრივი წვეულებისას გამეცნო. მთლიანად მისგან წამოვიდა ინიციატივა. ლამის დად გამეფიცა... როგორ შეუძლიათ ადამიანებს ასეთი ორპირობა და სიბინძურე, შოკში ვარ.

– როცა დაგიმეგობრდათ, უკვე ჰქონდა თქვენს ქმართან ურთიერთობა?

– სიმართლე გითხრათ, ეს აღარ გამომიძიებია. რაღა აზრი ჰქონდა?! საკუთარი თავი მძულს, როცა ვიხსენებ, როგორ ვენდობოდი და ვუმხელდი, ჩემი და ჩემი ქმრის ცხოვრების ინტიმურ დეტალებს. თურმე, საკუთარ თავთანაც არ უნდა გაამხილო რაღაც-რაღაცეები, არათუ გადამთიელთან. სისხლით ნათესავიც აღარ ინდობა, არათუ – გველივით შემომძვრალი, მოკეთეს ნიღაბამოფარებული მტერი. რატომ ვერ მივხვდი, თავიდანვე რა ედო გულში და რა დამოკიდებულება ჰქონდა ჩემს ქმართან.

– თქვენთან მეგობრობა რად უნდოდა?

– ვერ ხვდებით? ჩემი ყურადღება რომ მოედუნებინა. მე რომ არ მეეჭვიანა და ისე „ეგულავათ“, როგორც მოუნდებოდათ. ჩემს ცხვირწინ აკეთებდნენ ამას. მე სულელი კი, საერთოდ ვერაფერს ვხვდებოდი. როცა პირველად გამიჩნდა ეჭვი, რომ ქმარი მღალატობდა, ჩემი შეშფოთება, როგორც უკანასკნელმა ბრიყვმა, ქალბატონს გავუზიარე. „დამამშვიდა“ – შენ ძალიან კარგი ქმარი გყავს. მე თვითონ ვიყავი  მოწმე, ერთი ჩვენი თანამშრომელი რომ „აბამდა“ და ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიაო. წარმოიდგინეთ, ისე ვენდობოდი, რომ ჩემი ქმარი მას „ჩავაბარე“. მიხაროდა, როცა მივლინებებში ერთად მიდიოდნენ. საიმედო ხელშია-მეთქი, ვამბობდი. სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანის სისულელე. ალბათ, როგორ დამცინოდნენ, რომ ასე ოსტატურად „გამანეიტრალეს“.

– როცა პირველად შევატყვე ქმარს, რომ მღალატობდაო... როგორ შეატყვეთ?

– იცით, დროთა განმავლობაში კაცებს ორმაგი ცხოვრება მაინც ეტყობათ. ვერ უძლებენ. გამონაკლისები თითქმის არ არსებობენ. წვალობენ და შეცდომებს უშვებენ. ჩემი ქმარი ჩვეულებრივი კაცია – არაფრით არის განსაკუთრებული. ეგრევე „გაიშიფრა“, როგორც კი ღრმად „შეტოპა“. მესიჯები... ტუალეტში მობილურით სირბილი... გაურკვეველი და გაუგებარი ხარჯები... რაიმეს რომ ვეკითხებოდი, ბრაზობდა... როგორ გამიბედეო. რა სულელი ხარ, სულ შენს თვალწინ ვარ და საყვარელი როგორღა უნდა მყავდესო. სამსახურში როცა ვაკითხავდი, იქაც მის გვერდით  ჩემი „ერთგული დაქალი“ მხვდებოდა. მამხნევებდა, ხომ ხედავ, ჩასაფრებული ვარ, ვერაფერს გაბედავსო.

– სამსახურში ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა?

– შეიძლება, ხვდებოდნენ კიდეც, მაგრამ მე ისე ვედაქალებოდი, ალბათ, ფიქრობდნენ, ეს არაფერს ამბობს და ჩვენი რა საქმეაო. ნეტავი, რაღაც მინიშნებასავით წამოსულიყო მათგან, ასეთ დღეში ხომ არ აღმოვჩნდებოდი... ჩემს საკუთარ სახლში წავადექი „საქმეში გართულებს“. ოპერაცია გავიკეთე და ვითომ ჩემ „დასახმარებლად“ დარჩა. ღამე ავდექი, ტკივილგამაყუჩებელი მინდოდა დამელია... რაც ვნახე, ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი. გავგიჟდი, ლამის ენა ჩამივარდა...

– იმ ქალს ოჯახი ჰქონდა? შვილი თუ მაინც ჰყავდა? ან თუ გეუბნებოდათ, რომ ურთიერთობა ჰქონდა ვინმესთან?

– ვხვდები, რასაც მეკითხებით. ყველაფერი ჩემი ბრალია. ვერავის დავადანაშაულებ. ჭკუა უნდა მქონოდა. რა ვქნა, ვერ განვსაზღვრე ადამიანების სულის სიბინძურის სიღრმე. როცა მიყვებოდა, როგორ ატყუებდა ცოლიანი კაცი, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა, როგორ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ქმარს გულისხმობდა.

– ახლა რა ხდება?

– ახლა ის ხდება, რომ მე და ჩემი ქმარი ერთ სახლში მოსისხლე მტრებივით ვცხოვრობთ. წასასვლელი არც მას აქვს, არც – მე. სანამ ბინას არ გავყიდით და ცალ-ცალკე არ გავალთ, ასე უნდა ვიტანჯო. ძალაუნებურად გამოდის ისე, რომ მაინც მე ვუვლი. რამდენჯერმე შემორიგების მცდელობაც ჰქონდა, მაგრამ საშინელი აგრესია მიიღო პასუხად. ვუშვებდი იმ ქალბატონთან, მაგრამ არ წაბრძანდა. ოჯახი ჩემთვის უფრო ღირებულიაო. ამაზე მეტი ცინიზმი გინახავთ?

скачать dle 11.3