კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის გოგონა, რომელიც ირაკლი ფუტკარაძეს უნახავად უყვარს და რა ხიფათს გადაურჩა ის 3 წლის ასაკში

ირაკლი ფუტკარაძე „საქართველოს ვარსკვლავის“ ყველაზე პატარა მონაწილეა‚ რომელმაც ნამდვილად შეძლო მაყურებლისთვის თავის შეყვარება. ირაკლის ძალიან სურს, მომავალში დაწეროს სიმღერები, მერე შეასრულოს, ჰყავდეს თავისი ბენდი და სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს, ამისთვის კი ყველაფერს ეცდება. ვისაც სურს, სხვა ტურებშიც მოუსმინოს ირაკლის, შეგიძლიათ დაუმესიჯოთ ნომერზე: 0903 700 009. 

ირაკლი ფუტკარაძე: კვირიდან კვირამდე უფრო ვუყვარდები ხალხს და ეს ძალიან მიხარია. ჩემი ოცნება იყო ხალხისთვის თავი შემეყვარებინა, რაც‚ ალბათ‚ მოვახერხე და იმედია, რომ უფრო და უფრო მეტად შევძლებ ამას. ეს პროექტის დასაწყისშივე ვიგრძენი და ახლა უფრო მეტად ვგრძნობ. „მარშრუტკაში“ ფულს მიხდიან, მპატიჟებენ. ქუჩაში ზოგი ვერ ბედავს ყურადღების გამოჩენას, ზოგი – პირიქით მოდის და რაღაცას მეუბნება. ეს ძალიან სასიამოვნო და კარგი მომენტია. 

– ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღე, როდესაც ამ პროექტში მიხვედი.

– მეც ასე ვფიქრობ. მიხარია, რომ წელს ვიღებ ამ კონკურსში მონაწილეობას, რადგან ძალიან კარგი ხალხია, კარგი ურთიერთობა გვაქვს. შეიძლება‚ მომავალ წელს სხვანაირი ხალხი ყოფილიყო. ბედნიერი ვარ, რომ წელს ვარ, ასეთ კარგ კონკურსანტებთან ერთად კონკურენციის მომენტი არც არის, ყველას ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. მიხარია, რომ ასეთი კარგი „სასტავია“. 

– ყველაზე პატარა რომ ხარ, განსაკუთრებულად არ გექცევიან? 

– მაგრამ‚ მე არ ვიქცევი როგორც პატარა. ისე, ლევანის გარდა, ისინიც პატარები არიან. 15 წლის კი ვარ, მაგრამ‚ გააჩნია ადამიანის ხასიათს, ზოგი ჩემზე პატარაა, ზოგი – ჩემზე უფროსი, მაგრამ სხვადასხვანაირად მიდგებიან. მთავარი ის არის, რომ მე არ ვიქცევი‚ როგორც ბავშვი. 

– ზოგადად‚ შენს ასაკში ძალიან უნდათ მალე გაზრდა.

– 15 წლის ვარ, მაგრამ არ მგონია, რომ პატარა ვარ. თან‚ არ მინდა, თავი პატარად მივიჩნიო, რომ მერე კომპლექსები არ გამიჩნდეს. ამიტომაც ვიქცევი დიდივით, ყველასთან ვერთვები საუბარში, გარჩევებში. „პრომოებშიც“ აჩვენეს, როგორ ვლაპარაკობ ხელებით. სერიოზული საკითხებიც მაინტერესებს. 

– მომიყევი‚ როგორ ცხოვრობდი კონკურსამდე, რას აკეთებდი მუსიკის გარდა? 

– მეცხრე კლასში ვარ, ვსწავლობ. ცელქი ბავშვის მომენტი არის სახლში, სკოლაში – იმდენად არა.

– ჩუმად რომ აფუჭებენ რაღაცეებს და ჩუმად რომ ცელქობენ, ასეთი იქნები.

– კი, ჩუმი ცელქი ბავშვი ვარ. ძალიან მიყვარს ფეხბურთი. მეგობრები ვიკრიბებით და ვთამაშობთ. თუ მამაჩემს დასჭირდება დახმარება, მასაც ვეხმარები, თუმცა თამაში მირჩევნია. 

– გყავს დედ-მამიშვილები? 

– ტყუპისცალი და მყავს და კიდევ 19 წლის ძმა, რომელიც ჯარშია. მე და ჩემი და თვალებით ვგავართ, სხვა მხრივ‚ ვერ გვამსგავსებენ. თუ სიმაღლეში გავასწრებ, ალბათ‚ უფრო დავემგვანები. თან‚ ცოტა პუტკუნაა.

– შენს ასაკში ბიჭები გოგონებს ზრდაში ხშირად ჩამორჩებიან – არ ინერვიულო ამაზე. 

– სულ სიმაღლეში ვეტოლები, ოდნავ უკვე გავასწარი. ყველა მაგას მეუბნება და არ ვნერვიულობ. 

– ხასიათით არ ჰგავხართ?

– რადგან ტყუპისცალია, შეიძლება ზოგ რაღაცეებში ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ხასიათით ცოტა განსხვავებულია ჩემგან, მეც მხიარული ვარ‚ ისიც, ოღონდ‚ თავს იკავებს. ანუ‚ რადგან გოგონაა, ამიტომ უფრო თავშეკავებულია. კარგად მღერის, აქვს იმის მონაცემი, რომ რომელიმე პროექტს მოჰკიდოს ხელი. 

– როგორი იყავი პატარა? 

– ჩემი თავი დაახლოებით 6-7 წლიდან მახსოვს, მანამდე – არა. სახლში ჩანაწერები მაქვს, რომლებსაც ხშირად ვუყურებ ხოლმე. ჩემით ვმღერი რაღაცეებს. პირველად ვიმღერე რიკი მარტინის სიმღერა. საერთოდ‚ მუსიკას რომ ჩართავდნენ‚ ეგრევე სიმღერას ვიწყებდი, ვცეკვავდი და არ ვჩერდებოდი, სანამ ელემენტი ბოლომდე არ დამიჯდებოდა. 

– ახლა უფრო მალე გიჯდება ელემენტი? 

– ადრე, ბავშვი ვიყავი და ისე მარტივად არ მიჯდებოდა. ახლა, რაც ამ პროექტში ვარ, უფრო დატვირთული ვარ და ადვილად ვიღლები. მაშინ ბევრს ვხტუნაობდი. 

– როდისმე დაუსჯიხარ მშობლებს სერიოზულად? 

– დასჯით – არა, მაგრამ ერთხელ სერიოზულად მიყვირეს. ორსართულიანი სახლი გვაქვს და როგორც მითხრეს, 3 წლის ვიყავი, კიბეებზე ავედი და გავჩერდი გადმოსავარდნ ადგილას. ჩემი და იდგა და მიყურებდა, მეუბნებოდა: ბიჭო, არ ახვიდე, არ ახვიდეო. მე მაინც არ ვუჯერებდი, უკვე გადმოხტომას ვაპირებდი და უცებ დედაჩემს დაუძახა. ისიც უკნიდან მომეპარა, ხელი მტაცა და ჩამომათრია. არადა‚ უკვე გადმოხტომას ვაპირებდი. 

– ვინ დაგეხმარა მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში? 

– მყავს მასწავლებელი – მერაბ როდონაია, რომელიც მირჩევს სიმღერებს. მან დიდი წვლილი შეიტანა ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში. 70-იანი წლების სიმღერებს, როკს, ასე ვთქვათ‚ ყველანაირი ჟანრის სიმღერას ვმღერი და ვერგები. ყველანაირი ჟანრი მიყვარს: პოპი, ჯაზი, კლასიკა. 

– ისე სევდიანად, ემოციურად მღერი, ვიღაც იფიქრებს‚ ამ შესრულების უკან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ადამიანი დგასო. 

– თითქოს რაღაც ტრაგედია მომივიდა. ისეთი არაფერი მომხდარა, უბრალოდ‚ ყოველთვის ვცდილობ, სიმღერას ბოლომდე ჩავწვდე, გავაანალიზო, იმ ემოციით ვიმღერო, რომელიც ამ სიმღერას ერგება. რაც მთავარია‚ ეს ემოცია გულიდან უნდა იყოს წამოსული. სიმღერის დაწყებამდეც ვცდილობ‚ ეს მუხტი, ემოცია შევინარჩუნო და მერე მაქსიმალურად კარგად გადმოვცე. ისე‚ თუ ხასიათზე არ ვარ, მერე მიჭირს ხასიათზე მოსვლა. მაგრამ ხასიათზე თუ ვარ, ვერაფერი გამიფუჭებს. 

– რა გიფუჭებს ხასიათს? 

– ელემენტარული რაღაცეები არ მიფუჭებს ხასიათს. ალბათ‚ უფრო ის, როცა რაღაც ძალიან მინდა და არ გამომდის. თუ არ მინდა ძალიან, მერე გადამივლის ხოლმე. ზოგადად‚ ჩემსას არ გადავდივარ და თუ რაღაც ძალიან მინდა და არ მიყიდიან, მერე ამასთან დაკავშირებით საშინლად ჯიუტი ვხდები და ცუდად მიდის საქმე. 

– ანუ‚ რას აკეთებ? 

– ბავშვობაში‚ მახსოვს‚ მშობლებს ველოსიპედი უნდა ეყიდათ, მაგრამ, რომელიც მე მინდოდა, იმას არ ყიდულობდნენ, სხვა მოსწონდათ. იმაზე კი ვერ დავჯდებოდი. იმდენი ვუჩიჩინე, იმდენი, ასე ვთქვათ‚ გავუბურღე ტვინი, ბოლოს ის მიყიდეს, რაც მინდოდა. ძალიან მომთხოვნი არ ვარ. თუ რამე მინდა, ყველანაირად ვცდილობ‚ საქმე თავად მოვაგვარო, ვიყიდო. ასე ვთქვათ, მშობლებს ვუნახევრებ საქმეს. 

– ჯერ არ გაქვს‚ ალბათ‚ შენი ფინანსები. 

– არ მაქვს. ალბათ‚ მალე მექნება და ზოგადად‚ ძალიან მინდა, კარიერის გაგრძელება მუსიკაში. 

– დიდი ხანია‚ რაც შეყვარებული ხარ? 

– სიმართლე გითხრათ... 2 თვეა. ის გოგონა იმდენად ლამაზია, იმდენად, რომ ძალიან მიყვარს. მისთვის ყოველთვის ვიცლი. სანამ პროექტი დაიწყებოდა, წარმოდგენილი მქონდა, როგორი იქნებოდა ჩემი შეყვარებული და ზუსტად ისეთია. 

– სად ნახე?

– სიმართლე გითხრათ‚ საერთოდ არ მინახავს.

– „ფეისბუქზე“ გაიცნობდი?

– „ფეისბუქზე” გავიცანი, მერე „სკაიპში“ ველაპარაკებოდი. ფოტოებში ძალიან მომეწონა, მერე „სკაიპშიც“ რომ დავინახე, უფრო მეტად მომეწონა. ერთხელ მოვიდა ჩემს კონცერტზე და ვერ მოვახერხე ჩამოსვლა, ძალიან მეწყინა...

– იმასაც უყვარხარ? 

– ვგრძნობ, რომ სიმპათიები აქვს. არ მიყვარს ისეთი მომენტი, როდესაც გოგონა გიყვარს და ცუდი სიტყვაა, მაგრამ უნდა ვთქვა – „გეტენება“. თავშეკავებულია და ეს ძალიან მომწონს. ეს არის ადამიანი, რომელსაც ვუწოდებ კარგად აღზრდილს, ძალიან ვაფასებ. თავიდან რომ ვწერდი, ისეთი რაღაცეები მოხდა, მივხვდი – ეს მართლა „ის“ არის. 

скачать dle 11.3