კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ნაჩქარევად არაფერს გადავწყვეტ

20 წლის ვარ და ალბათ, არც ისეთი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს, ყველაფერი ისე შეუცდომლად შევაფასო, ჩემმა გადაწყვეტილებამ მომავალში წარმატება მომიტანოს ან ბედი გამიხსნას. მაგრამ, მაინც მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცი. საქმე ისაა, რომ მატერიალურმა მდომარეობამ ოჯახში, მაიძულა, სწავლის პარალელურად, კაზინოში კრუპიედ მეშოვა ადგილი – ისიც დიდი ნაცნობობით და იქ ღამის ცვლაში დამეწყო მუშაობა. საშინლად ვიღლებოდი და დღისით, ლექციებზე თითქმის მეძინა. თავს იმით ვინუგეშებდი, რომ სამუშაო დროებითი იყო და თანაც, ანაზღაურებასაც არა უშავდა. მერე თანდათან შევეჩვიე გარემოს, გოგოებსაც დავუმეგობრდი, დაცვაშიც კარგი ბიჭები იყვნენ, აბეზარ სტუმარს ისე ოსტატურად „გაანეიტრალებდნენ”, რომ მართლა აღარავინ გვაბეზრებდა მერე თავს. მოკლედ, შევეჩვიე იქაურობას და თავიდან, რომ მეგონა, როგორც კი რაღაც გარკვეულ თანხას შევაგროვებდი, ჩავიცვამდი და ზაფხულის არდადეგებზე დასასვენებლადაც გადავინახავდი ფულს, მაშინვე წამოვიდოდი იქიდან, თითქმის მთელი ზაფხული კაზინოში დავრჩი. ახლა მთავარი – ჩვენი შეფი 35 წლის, საკმაოდ სიმპათიური ახალგაზრდაა და რაც მთავარია, უცოლო. მოგეხსენებათ, ყველა იმას ეპრანჭება და არის დაუნდობელი კონკურენცია. მე არც კი მიფიქრია, ამ „მარათონში“ ჩაბმა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ამბობენ, საკმაოდ ეფექტური გარეგნობა მაქვს, არ ვარ დიდად აქტიური, არ მიყვარს თავის გამოჩენა და საშინლად არ მსიამოვნებს, ვინმემ შემატყოს, თავს რომ ვაწონებ. გამომდინარე აქედან, თამაშგარე მდგომარეობაში რომ მეგონა თავი, ერთხელ ჩემი თანამშრომელი გოგონა, რომელიც, ასევე, „იბრძოდა დედოფლობისთვის”, მეუბნება, ოთოს (ანუ შეფს) მოსწონხარ, შენზე რაღაც-რაღაცეები გამოუკითხავსო. მე ეს, რა თქმა უნდა, არ დავიჯერე, მაგრამ ავფორიაქდი. მერე ვაკვირდებოდი და თითქოს მართლა გამორჩეულ ყურადღებას ვგრძნობდი ოთოსგან, დაინტერესებულ მზერასაც მაყოლებდა. ამან ისე იმოქმედა ჩემზე, გადავწყვიტე, წამოვსულიყავი სამსახურიდან და ამას ორი მიზეზი ჰქონდა: თუ ოთოს მართლა მოვწონვარ, ჩემი მოძებნა არ გაუჭირდება, ხოლო თუ გართობას და დროსტარებას გეგმავს ჩემთან, ძალიან შემცდარა. ვფიქრობ, დროზე ვუშველე თავს და სწორად შევაფასე მოვლენები. მიუხედავად იმისა, რომ წლებით დამძიმებული გამოცდილება არ მაქვს, აცანცარებას არ ვაპირებ, მით უმეტეს, რომ ვხედავ, რა დღეშიც ჩავარდნენ ჩემი თანატოლები აჩქარებით და რომანტიკულ სიყვარულს გამოდევნებულნი. მე ასეთი ცხოვრება არ მინდა. ღირსეულ კანდიდატს მოთმინებით დაველოდები, არსად მეჩქარება.

თამუნა, 20 წლის. 

скачать dle 11.3