კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: ჩემი ახლობელი გააჩერა პატრულმა და მოსთხოვა სიმთვრალეზე ტესტის ჩაბარება. მან არ შეასრულა პატრულის მოთხოვნა, რისთვისაც ჩამოართვეს მართვის უფლება. მაინტერესებს, რამდენად კანონიერია პატრულ-ინსპექტორის მოქმედება? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ პატრულ-ინსპექტორის მოქმედება არის კანონიერი. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების მართვისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის   არიდება, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა  პირისა, რომელიც საქართველოს კანონებისა, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად, სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

კითხვა: ჩემი მეზობელი იყენებს და უნებართვოდ ამუშავებს სახელმწიფო მიწის ნაკვეთს. მაინტერესებს და გთხოვთ, მაცნობოთ, აქვს თუ არა მას ამის უფლება, ან რა პასუხისმგებლობას ითვალისწინებს კანონი სახელმწიფო მიწის ნაკვეთის უნებართვოდ სარგებლობისთვის? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება, ანდა მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა, წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ორი ათას ლარამდე. იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით კი, გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათასიდან სამი ათას ხუთას ლარამდე.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, შეიძლება თუ არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სხვა დანიშნულებით გამოყენება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ მიწის ნაკვეთის არამიზნობრივი გამოყენება  ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე.

კითხვა: როდესაც ადმინისტრაციული ჯარიმა ითვალისწინებს  სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აკრძალვას, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ადამიანს, ვინც ამგვარი დარღვევა ჩაიდინა უკვე ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება, მაინტერესებს, ამ შემთხვევაში რა სანქცია შეიძლება იქნეს მის მიმართ გამოყენებული?

პასუხი: გააჩნია რა დარღვევას სჩადის მოქალაქე, როდესაც მის მიმართ შეიძლება გამოყენებული იქნეს ასეთი სანქციები. ზოგადად კი, სამართალდარღვევა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც არა აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისთვის, დაჯარიმდება 700 ლარის ოდენობით. თუ სამართალდარღვევა, ჩადენილია განმეორებით, ერთი წლის განმავლობაში, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.  

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რამდენად შეიძლება დაჯარიმდეს ის მძღოლი, რომლის ავტომანქანასაც  ერთ-ერთი ფარი დამწვარი აქვს და არ ანათებს? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ მძღოლი დაჯარიმდება არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, არამედ მძღოლის მიერ იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს: გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, საჭის სამართავი მექანიზმი ან მისაბმელი მოწყობილობა; ანდა მწყობრიდანაა გამოსული ფარები, უკანა საგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს; ან მინის საწმენდი მექანიზმი წვიმის ან თოვლის დროს; ანდა დარღვეულია ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 15 ლარის ოდენობით.

კითხვა: მაინტერესებს, რა სანქციები განხორციელდება იმ პირის მიმართ, რომელმაც დადგენილ ვადაში არ გადაიხადა სატრანსპორტო საშუალების მართვისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის გამოწერილი ჯარიმა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ჯარიმის ნებაყ ოფლობითი აღსრულებისათვის  განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამართალდამრღვევ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით, ხოლო განსაზღვრულ ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობისას, ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლით.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რამდენია ჯარიმა პატრულ-ინსპექტორის მიერ გაჩერების მოთხოვნაზე არდამორჩილების შემთხვევაში? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა ოდენობის ჯარიმა დაეკისრება პირს, ავტოსაგზაო შემთხვევის მოხდენის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემთხვევაში? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა ვადებია დადგენილი კანონით ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის გამოწერილი ჯარიმების გადასახდელად და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს დადგენილ ვადებში ჯარიმის თანხის გადაუხდელობას?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ დამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის მისთვის ჩაბარებიდან, ადგილზე დაჯარიმების შემთხვევაში – საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღეში; ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის ან  აღნიშნულ მისამართზე მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრისათვის საჯარიმო ქვითრის ფოსტით ჩაბარებიდან – 30 დღეში. აღნიშნული ვადის დინება შეჩერდება დადგენილების, განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ან გაპროტესტების შემთხვევაში – საჩივრის ან პროტესტის განუხილველად დატოვების თაობაზე, შეტყობინების ჩაბარებამდე.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რამდენია ჯარიმა მოტოციკლით მოძრაობისას ჩაფხუტის არგამოყენებისათვის? 

პასუხი: მოტოციკლით მოძრაობისას მძღოლის, ანდა მგზავრის მიერ შეკრული მოტოჩაფხუტის გამოუყენებლობა გამოიწვევს  დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. 

скачать dle 11.3