კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მომავალი დიდი მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა

ოქროსფერ სამოსში გამოწყობილი ჭაბუკი მოცეკვავეების როკვა, უწმიდესის სევდიანი სახე და  ქართული ეკლესია-მონასტრები, ყვავილები მინდორზე  და კიდევ არაერთი ბავშვური, მაგრამ მართლაც რომ ვირტუოზული  ხედვა და სახეები პატარა მხატვრის შემოქმედებაში. ეს დიმიტრი დუმბაძის პირველი პერსონალური გამოფენაა კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში. დიმიტრი ჯერ მხოლოდ 8 წლისაა, თუმცა მისი  შემხედვარე, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ  საქართველოს  მისი  სახით ნიჭიერი მხატვარი ეზრდება. 

კონსერვატორიაში პერსონალურ გამოფენამდე ცოტა ხნით ადრე, დიმიტრი სცენაზე იდგა.  ის  ფოლკლორულ ანსამბლ „უნივერსალის“ წევრია. კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში მათმა საიუბილეო კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა განსაკუთრებულად მაღალი შეფასება მისცა პატარა მომღერლების  რეპერტუარსა და შესრულების მანერას. ანსამბლს ბატონი თამაზ ბლუაშვილი ხელმძღვანელობს.  

დიმიტრი ხატავს, მღერის, 5 თვეა, თამაშობს ჩოგბურთს, თანაც არცთუ ურიგოდ.  უკვე გახლავთ სოლომონ თუხარელის სახელობის საკმაოდ სერიოზული საჩოგბურთო ტურნირის გამარჯვებული. უკრავს  ფორტეპიანოზე და თანაც, სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ასევე არის ნიჭიერ პიანისტთა  პრეზიდენტის სტიპენდიანტი. უკრავს დოლზეც, ფესტივალების წარმატებული მონაწილეა. თამაშობს ფეხბურთს და მოკლედ,  ნამდვილი პატარა უნივერსალია. ალბათ, ამიტომაც ანსამბლ „უნივერსალის“  წევრი ქართული ფოლკლორის უბადლო ნიმუშებსაც ისეთივე ოსტატობით მღერის, როგორც ხატავს. ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლე უკვე რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია: ჩეხეთში  პატარა ნიჭიერი  მხატვრების გამოფენაზე მან სპეციალური პრიზი დაიმსახურა, რაც გარკვეულწილად, პედაგოგ მზექალა ბერძენიშვილის დამსახურებაცაა. ჯილდო დიმიტრის პირადად ჩეხეთის ელჩმა გადასცა. უამრავ კონკურსში გამარჯვებულისთვის ყველაზე გამორჩეული მაინც სამების საკათედრო ტაძართან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების   ცენტრსა და საგამოფენო დარბაზში მოწყობილი  სურათების გამოფენაა.  დიმიტრიმ კონკურსში – „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ პერსონალური სიგელიც დაიმსახურა საპატრიარქოსგან.  ჯილდო ცაგერისა და  ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა მეუფე სტეფანემ გადასცა.  რელიგიური მხატვრობა მისი შემოქმედების მთავარი ხაზია,  თუმცა არა – ერთადერთი.  ქართული ჯვრისა და რელიგიური სიმბოლიკის გვერდით საოცარი სინატიფითა და კდემამოსილებითაა შეზავებული უწმიდესის სახე. სწორედ ამიტომაც მიეცა დიმიტრის ნახატებს სამების საკათედრო ტაძრის საგამოფენო დარბაზში განსაკუთრებული შეფასება და ის თავად უწმიდესმა დალოცა. 

ფანქრისა და ხატვისადმი განსაკუთრებული სიყვარული 8 წლის დიმიტრის ადრიდანვე შეამჩნიეს და მისი ხატვის გაკვეთილები დაიწყო. ხატავს გუაშით, იყენებს ფანქარს, აქვს განსაკუთრებული პროფესიონალური  გადაწყვეტის უნარი, ლამაზი ოქროსფერი,  გმირები და მისი მეგობარი მოცეკვავე  ბიჭების პლასტიკა. ხელოვნების გამოცდილი ექსპერტები მას უკვე უწინასწარმეტყველებენ  დიდ მომავალს. მაშინ აუცილებლად გავიხსენებთ, რომ  დიმიტრი დუმბაძის პირველი პერსონალური ინტერვიუს  ავტორიც ჩვენ ვართ. თავად კი პატარა დიმიტრი  მოკრძალებულად საუბრობს: „ხატვა მიყვარს. ძალიან მომწონს, როცა ეკლესიას ვხატავ.  მეგობრების ხატვაც მიყვარს, თუმცა სახეებს მხოლოდ მკრთალად ვხატავ.  „ხორუმის“ საცეკვაო ტანსაცმელში გამოწყობილი  ბიჭები ჩემი ანსამბლის წევრების ხათრით დავხატე. 

– დიმიტრი, თემას არჩევ, ფიქრობ, თუ როგორ მოგდის აზრი, რა დახატო?

– თავისით მოდის აზრი. ხანდახან როცა რაღაც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მოახდენს ჩემზე, მისი დახატვის სურვილი მიჩნდება. 

– ყველაფერი  ბრწყინვალედ გამოგდის, მომავალში პროფესია არჩეული გაქვს?

–  რამდენიმე პროფესიაზე ვფიქრობ, მაგრამ ის ვიცი, რომ  ხატვას გავაგრძელებ. ჩემი ნახატები ჩემთვის სულ სხვა სამყაროა. 

– პორტრეტებიდან, უწმიდესის გარდა, სხვისი დახატვა თუ გიცდია?

– კი, ჩემთვის ვხატავ ხანდახან. მაგალითად, დავხატე სულხან-საბა ორბელიანის, თამარ მეფის, კახა ბენდუქიძის პორტრეტები. ხანდახან დედიკოსაც და მამიკოსაც ვხატავ.  

– რომელი ფერები მოგწონს?

– ნათელი. 

– ცნობილი მხატვრებიდან, რომელიმე თუ მოგწონს გამორჩეულად?

– ნიკო ფიროსმანი. 

– დიდი მხატვარი რომ გახდები, რისი დახატვა გინდა? 

– დიდი რომ გავხდები, იურუსალიმში მინდა წასვლა და იმ ტაძრის დახატვა, სადაც იესო ქრისტეს საფლავია. 

ინგა ზეიკიძე ¸¸(დიმიტრი დუმბაძის დედა): „ბავშვს ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან ეტყობოდა გამორჩეული სიყვარული  ფანქრისადმი. ყველგან, სადაც მოიხელთებდა, ხატავდა. ახლაც ასეა. მანქანაშიც კი ხატავს. ამიტომაც გადავწყვიტეთ მისი შეყვანა  სამხატვრო სკოლაში, თუმცა დიმიტრი  მრავალმხრივ  ნიჭიერი ბავშვია. ძალიან მუყაითია, ყველაფერს ერთნაირი ინტერესით ეკიდება და საკუთარ თავზე დიდი ადამიანივით მუშაობს.

скачать dle 11.3