კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოქალაქეობას მოწყურებულები

და კონსტიტუციაზე კისერწატეხილები

სანამ ჩვენ იმას ვარკვევთ (ჯერჯერობით მხოლოდ მახვილი მზერის იმედად), რომელია ჩვენ გარშემო მოძალადე, 20 ივნისს შევიტყვეთ, რომ მესხეთელი თურქებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება.

სიმარტივე კი შემდეგით გამოიხატება: საკონსულოებში პრეტენდენტებს ქართულ ენაზე შესაბამისი დოკუმენტების შევსებაში დაეხმარებიან. ჯერჯერობით, გავრცელებული ინფორმაციით, 1053 ადამიანისგან, ვისაც რეპატრიანტის სტატუსი მიენიჭა, საქართველოს მოქალაქეობა არც ერთს არ მიუღია (იმიტომ რომ დოკუმენტებს ვერც ქართულად ავსებენ უშეცდომოდ და ვერც ინგლისურად – თუმცა აი, ინგლისური რა შუაშია, მომკალით და ვერ გავიგე).

ერთი სიტყვით, განაცხადი რეპატრიანტის სტატუსის მისაღებად 8 900 ადამიანს აქვს შემოტანილი, საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად კი, გარდა იმისა, რომ 1944 წელს უნდა იყვნენ გასახლებულნი საქართველოდან შუა აზიისკენ, საქართველოს კონსტიტუციის ცოდნაც ევალებათ და ქართული ენისაც.

დოკუმენტაციის შევსებისას წარმოქმნილი სირთულეები მოწმობს, რომ ჩვენი მომავალი თანამოქალაქეები ქართულთან მწყრალად არიან, თუმცა, თუ საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების ოდენობას გავიხსენებთ და, ზედაც, დავამატებთ, რომ კიდევ ერთი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია უნდა შეიქმნას, რათა წინა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები შეცვალოს, ქართულს კიდევ ისწავლიდა საქართველოს მოქალაქეობას დაწყურებული ადამიანი, ოღონდ აი, „საქართველოს კონსტიტუციას“ კი ვერ გადაურჩები კისერწაუტეხავი.

скачать dle 11.3