კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შემოპარულები

ანუ „გაპარულან, ვირები“

მართალია, უკვე ვიცით, რომ ჩვენებური ძალოვნები წამების ისეთ მეთოდებს იგონებდნენ, თვით ჰიჩკოკიც კი მორცხვად თავდახრილია. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სამეგრელოში აღმოჩენილი წამების ამსახველი კადრები ყველა დანარჩენს ჩრდილავს (ციხე რომ არ ელოდეთ მოუთმენლად, მათ უკუღმართ ნიჭსა და შესაძლებლობებზე ფულის შოვნაც კი შეიძლებოდა).

თავის მხრივ, პრეზიდენტი კვლავ იმ ვერსიაზეა, რომ საქმე არა სისტემურ დანაშაულთან, არამედ ცალკეული პირების თვითშემოქმედებასთან გვაქვს. სახელდობრ, ბ-ნი სააკაშვილი გასათეთრებლად კვლავაც შევარდნაძეს იშველიებს: „ორი მთავარი ფიგურა - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ვინმე ჩხატარაშვილი და კუდ-ის ფაქტობრივი უფროსი ლევან ქარდავა, რომელიც ჩვენს მთავრობას გადმოჰყვა შევარდნაძის მთავრობიდან (არადა, ლევან ქარდავა ისეთი უასაკოა, რომ საეჭვოა, შევარდნაძის პერიოდში მოესწრო დაფრთიანება).

ადრეა თუ გვიან დაფრთიანებული, პრეზიდენტმა ამ ორთან ნაცნობობაც კი უარყო, თუმცა, რაკი გამჭვირვალებაა, უმალ დადგინდა, რომ ორივენიცა ღირსების ორდენებით ჰყავს დაჯილდოებული, ხოლო გადმოყოლილ ქარდავასთვის კი ორიოდე წლის წინათ ერთიოდ ლარად კოჯორში გვარიანი ფართობის მიწაც უფეშქაშებია.

პრეზიდენტს საპარლამენტო ფრთიდან უმცირესობაც შეეშველა. სახელდობრ, ყველა დროის დეპუტატმა ბ-ნმა მაჭავარიანმა განაცხადა, რომ კუდის ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა (მეგის ქარდავას ძმა) უმცირესობის წევრებს „ნაცმოძრაობის“ დატოვებას აიძულებდა (როგორც ჩანს, მთლად იმ მეთოდებითაც არა, როგორც ეს ცნობილ ჩანაწერებშია, თორემ ახლა „ნაცმოძრაობელს“ დღისით-მზისით სანთლითაც ვერ მოძებნიდი). ანუ ბ-ნი მაჭავარიანის განმარტების პათოსია, ამ საქმეში უბრალონი ვართო.

სახელდობრ, დავით დარჩიაშვილი კი გვარწმუნებს, რომ ეს კომპრომატების ომია (თორემ ჭეშმარიტ „ნაციონალს“ ჭიანჭველა რაა, მისთვისაც კი არ დაუბიჯებია ფეხი) და ხელისუფლებას ადამიანის უფლებები საერთოდაც არ აინტერესებს. მეტიც, ზენაარსს სთხოვს დახმარებას: „ღმერთმა დაიფაროს საქართველო, პოლიტიკური არენიდან „ნაციონალური მოძრაობა“ გაქრეს! … ქვეყანაში სიმართლის მთქმელიც არ დარჩება (მააშ!)“.

ნაპროკურორალი, აწ კი ხალხის რჩეული ბ-ნი საყვარელიძე კი განგაშის ზარებს არისხებს, რომ მსგავსი ჩანაწერების შენახვა ევროკონვენციის ნორმების დარღვევაა (ჩაწერა და წამება რა მოსატანია, მთავარია, არ შევინახოთ ).

რაც შეეხება ხალხის რჩეულ ბ-ნ ხაჩიძეს, ბუნებრივია, ისიც აღშფოთებულია. „როგორც ირკვევა, ეს მანიაკები იწერდნენ ყველას (მოგეხსენებათ, შსს-ში არსებულ არქივში თვით „ნაცმოძრაობელებზე“ თვალთვალის ჩანაწერებიცაა).“

ერთი სიტყვით, ტრაგედია ისე ჩაიხლართა, რიჩარდსაც რომ შეშურდებოდა და, სავარაუდოდ, კვანძის გახსნაც ახლოვდება: „ო, ცხენი, ცხენი, ჩემს სამეფოს ერთ ცხენში ვაძლევ (ოღონდ ეჭვი მაქვს, რომ ეს „სამეფო“ ამდენ ცხენს ვერ ეყოფა)!“ 

скачать dle 11.3