კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“ა სტუდიოს„ კონცერტი და “აფთერ ფართი„ განახლებულ “ბოჰემაში„

 

 როგორც იქნა, თბილისში ჯგუფ „ა სტუდიოს“ კონცერტი გაიმართა, რომელსაც ამდენი წელია, ქართველი მაყურებელი – „ა სტუდიოს“ თაყვანისმცემლები და ქეთა თოფურიას გულშემატკივრები, ელოდებიან. 11 ივნისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ორსაათიან კონცერტზე ჯგუფმა, რომელიც ოცდახუთ წელზე მეტია, სცენაზე დგას, ბევრი ცნობილი ჰიტი და ახალი სიმღერაც შეასრულა. ქეთა არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, დარბაზში რაღაც მშობლიური და ნაცნობი გარემო იყო, რომელმაც ყველა ერთიანად განსაკუთრებული ემოციებით მოიცვა. არაჩვეულებრივი კონცერტის შემდეგ, ჯგუფმა „ემსი ლაბის“ მიერ გამართულ კონცერტის შემდგომ წვეულებაზე გადაინაცვლა განახლებულ „ბოჰემაში“, სადაც სტუმრები მხოლოდ მოწვევით იყვნენ. მათ შორის ძალიან ბევრი საზოგადოებისთვის ცნობილი სახე გახლდათ. კონცერტზეც და „აფთერ ფართიზეც“ ქეთას ჩოხის ელემენტებით გაფორმებული მოკლე შავი კაბა ეცვა. კაბამ მაყურებელზე ნამდვილად დიდი ეფექტი მოახდინა. ქეთამ ჩვეული იუმორით, ბავშვურობითა და უბრალოებით, კიდევ ერთხელ დაასევდიანა ქართველი საზოგადოება ერთადერთი მიზეზის გამო, რომ მას ასე იშვიათად ვხედავთ. 

скачать dle 11.3