კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს იაპონური წარმოების „ჰონდა HRV“, მარჯვენა საჭით, მექანიკა, 1.6 ძრავით, ბენზინზე, 2000 წლის მოდელი. მაინტერესებს, ძრავას „ზუბჩატი ღვედის” გაწყვეტის შემთხვევაში, ძრავასაც უნდა შეკეთება თუ მარტო ღვედის გამოცვლა იქნება საკმარისი? ანუ, ამ დროს ძრავაც დაზიანდებოდა თუ არა?

პასუხი: საბედნიეროდ, თქვენი ძრავა გადარჩენილია. „ჰონდას” დიდი უპირატესობა სხვა მარკის ავტომობილებთან შედარებით, სწორედ ესაა – ძრავას სექტორში ეს სისტემა ისეა მოწყობილი, რომ, ეგრეთ წოდებული „ზუბჩატი” ღვედის გაწყვეტის შემთხვევაში, ძრავა არ ზიანდება და პრობლემას მხოლოდ ღვედის შეცვლით აღმოფხვრით. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „მაზდა 6”, 2006 წლის, 2.3-იანი ძრავით, ტიპტრონიკის ტიპის გადაცემათა კოლოფით (ამერიკული ვარიანტი). უკვე ერთი წელია, ვამჩნევ, რომ, მას შემდეგ, რაც მანქანით დაახლოებით 30-45 წუთს ვმოძრაობ, მესამიდან მეოთხე სიჩქარეში ჩაგდებისას, გადართვა საკმაოდ უხეშად ხდება, იგრძნობა მკვეთრი დარტყმა. ცივზე კი ეს პრობლემა არ აქვს. თან, ეს მხოლოდ მესამიდან მეოთხეში გადართვისას ხდება, სხვა სიჩქარეებში უპრობლემოდ გადადის. ბოლოს, როდესაც უკვე საგრძნობლად მოიმატა კოლოფის დარტყმამ, ზეთი მთლიანად გამოვცვალე კოლოფში, „მაზდას” „ატეეფი” ჩავასხი, ერთ-ერთ ბრენდ კომპანიაში შეძენილი, მაგრამ, არ უშველა. ხომ ვერ მეტყვით, რა შეიძლება იყოს ამის გამომწვევი მიზეზი და, საერთოდ, თუ შეგიძლიათ, დამიხასიათოთ, როგორია ეს მოდელი საქართველოს პირობებში? 

პასუხი: შეიძლება ითქვას, რომ უკვე ისეთ სიტუაციაში ხართ, როდესაც კოლოფი სერიოზულად დაზიანებულია. დაზიანება შეიძლება იყოს რამდენიმე სახის: რთული, მაგრამ, მარტივად მოსაგვარებელი; მარტივი დაზიანება, მაგრამ, რთულად მოსაგვარებელი, ან – რთული დაზიანება რთულად მოსაგვარებელი. კოლოფში არაფერია ისეთი, რისი შველა და გამოსწორებაც არ შეიძლება, თუმცა, კოლოფის დაშლა აუცილებლად მოგიწევთ, თქვენს ავტომობილს ავტომატური კოლოფის კარგი სპეციალისტი სჭირდება. ზოგადად, „მაზდა” გამოირჩევა ამტანობით, საკმაოდ კარგი მანქანაა, მაგრამ, საქართველოში ცოტა დადის, რაც ნიშნავს, რომ ნაწილის შოვნაც რთულია და ხელოსნებსაც ნაკლები შეხება და, შესაბამისად, ცოდნა აქვთ. სულ ცოტა ხანში „მაზდას” ოფიციალური წარმომადგენლობა იხსნება საქართველოში, რასაც, რა თქმა უნდა, სერვისიც მოჰყვება, თუმცა, ჩვეულებრივი მოდელებისთვის, შესაძლოა, სერვისი საკმაოდ ძვირი დაჯდეს. გირჩევთ, იქნებ დაშლილებში მოიძიოთ მთლიანად კოლოფი და გამოცვალოთ. მოხსნა, გაკეთება და აწყობა, შესაძლოა, ახალი კოლოფის ფასი დაჯდეს. თუმცა, თუ ვერ იშოვეთ, მისი გადაკეთება მაინც მოგიწევთ. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „მერსედეს ემელ 320”, მართვის ავტომატური კოლოფით, ბენზინის ძრავით. ნებისმიერ სიჩქარეში ჩაგდებისას, განსაკუთრებით კი – დე-ში, ავტომობილი თავისით იწყებს მოძრაობას და პატარა აღმართზეც კი შეუძლია ასვლა. წარმოადგენს თუ არა ეს პრობლემას, რა არის დაზიანებული და როგორ შემიძლია გამოვასწორო?

პასუხი: ეს მართვის ავტომატური კოლოფის თვისებაა, აბსოლუტური ნორმა. თუკი ეს მდგომარეობა დისკომფორტს გიქმნით და არ გინდათ, ავტომობილი ოდნავაც კი დაიძრას, ვიდრე გაზის პედალს ფეხს არ დააჭერთ, მაშინ ხელოსანს ძრავას ბრუნები დააკლებინეთ და ეს „პრობლემაც” დამთავრდება. თუმცა, ამის საჭიროებას პირადად მე ვერ ვხედავ. 

კითხვა: როგორ გავარკვიო, როდის არის ავტომობილში მცველის პრობლემა და როდის – სხვა რომელიმე სერიოზული დეტალის? ვთქვათ, მანქანა არ დაიქოქა, შეიძლება, რომ ეს მხოლოდ მცველის მიზეზით მოხდეს?

პასუხი: რა თქმა უნდა. ამ პატარა ნაწილს საკმაოდ დიდი დატვირთვა აქვს ჩვენს ავტომობილებში. შეიძლება, გასაღები გადავატრიალოთ, მაჩვენებელმა არ იმუშაოს, მაგრამ, მანქანა მაინც დაიქოქოს. რა ხდება ამ დროს? გენერატორს, ისევე, როგორც ხელსაწყოების დაფას, არ მიეწოდება სიგნალი იმის შესახებ, რომ აკუმულატორი დასამუხტია. ის არ იწყებს მუშაობას, შესაბამისად, აკუმულატორის რესურსი იწურება, რის შედეგადაც ავტომობილი ჩაქრება ან თავად ჩავაქრობთ და ვეღარ დავქოქავთ. ამ დროს იწყება პანიკა და ძებნა იმ მიზეზებისა, რამაც ავტომობილი გააჩერა, რეალურად კი, სულ პატარა მცველია დამწვარი. მცველის დაწვა ძალიან იოლია – ის პირველივე გაუმართაობას საკუთარ თავზე იღებს, რაც წვავს მას ან უმიზეზოდ გამოჰყავს მწყობრიდან. ყველა მძღოლისთვის სავალდებულოა, იცოდეს, მანქანაში კონკრეტულად რა ადგილას არის განთავსებული მცველების ბუდე, სადაც ყველა ერთადაა თავმოყრილი. უმრავლეს შემთხვევაში, ის ხელსაწყოების დაფის ქვეშაა. სხვადასხვა მცველს სხვადასხვა წინაღობა აქვს. თუ დაბალი წინაღობის მცველს მაღალი დაწოლის დასაცავად ჩავდებთ, ის, რა თქმა უნდა, ძალიან მალე დაიწვება.

კითხვა: ვერაფრით ვერ ვიშოვე ჩემი ავტომობილის ამორტიზატორები. მითხრეს, რომ, ჯობია, ხელოსანს დავატენინო. საიმედოა თუ არა დატენილი ამორტიზატორები? ხომ არ ჯობია, გამოვიწერო რომელიმე უცხოური საიტიდან?

პასუხი: ნებისმიერი ტიპის ამორტიზატორის აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ, ძალიან ცოტა ხელოსანს შეუძლია საქართველოში ამის კარგად გაკეთება. თუმცა, თავიდანვე უნდა იცოდეთ, რომ ნებისმიერი აღდგენილი ამორტიზატორი ვერასდროს იმუშავებს ისე, როგორც ორიგინალი. კატასტროფაა, თუ ერთი ამორტიზატორი აღდგენილია და მეორე – ორიგინალი, რადგან, ისინი შესაბამისობაში ვერანაირად ვერ მოვლენ. დატენილი ამორტიზატორი, მით უმეტეს, თუ სისწრაფე გიყვართ, დამატებით საფრთხეს ქმნის. თუ მაინც გიწევთ ამორტიზატორის აღდგენა, უმჯობესია, ორი წინა ან ორი უკანა ერთდროულად აღადგინოთ. ერთნაირები მაინც ვერ იქნება, მაგრამ შედარებით უფრო უკეთ მოერგება, ვიდრე ერთი დატენილი  და ერთი ორიგინალი. ასე, ავტომობილი უფრო კარგი სამართავი იქნება. არ გაგიკვირდეთ, აღდგენილი ამორტიზატორის შემთხვევაში, ავტომობილი საერთოდ სხვანაირად თუ „მოიქცევა“, რადგან, ის, შეიძლება, უფრო ხისტი იყოს ან უფრო რბილი და ამიტომ სხვანაირად მოუხვევს. ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ხელოსანი აღადგენს მას. საერთოდ, რისკის გაწევას, გირჩევნიათ, თუნდაც იაფიანი, დაბალი ხარისხის, მაგრამ, მაინც ქარხნული ამორტიზატორი შეიძინოთ. ამ დეტალში, მინიმუმ, ის ქარხნული სტანდარტები იქნება გათვალისწინებული, რაც კონკრეტულად, იმ მოდელს სჭირდება. ძალიან ბევრი გათვლა სჭირდება ამორტიზატორს, რომ ზუსტად მოერგოს ავტომობილს, მისი ზამბარებიდან, ავტომობილის სიმძიმიდან და სხვა გასათვალისწინებელი ფაქტორებიდან გამომდინარე. მწარმოებელი იცავს ქარხნულ პარამეტრებს, რასაც ვერც ერთი ძალიან მაგარი ხელოსანიც კი ვერ დაიცავს ამორტიზატორის დატენისას. რაც შეეხება გამოწერას, თუ ამის საშუალება და დალოდების დრო გაქვთ, ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია, ორიგინალი ნაწილის გამოწერა. 

скачать dle 11.3