კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეხმარება აღმზრდელი დედა ციხეში მყოფ შვილს ბიოლოგიური დედის მოძებნაში

23 წლის ნოდარ ნოდარის ძე გოგატიშვილი ეძებს: დაახლოებით 40-45 წლის ლარისა ვოლკოვას (ზუსტი ასაკი უცნობია).

ისტორია: ვეძებ ჩემს ბიოლოგიურ დედას: დაახლოებით 40-45 წლის ლარისა ვოლკოვას (მისი ზუსტი ასაკი ჩემთვის უცნობია). დედის ვინაობა ჩემი აღმზრდელი მშობლისგან გავიგე, რომელიც ბიოლოგიური დედის მოძებნაში მხარში მიდგას. ამჟამად მე სასჯელს ვიხდი ¹7 საპყრობილეში. თავისუფლებამდე სამწელიწად-ნახევარი  დამრჩა. ძალიან გთხოვთ, დედის პოვნაში დამეხმაროთ.

ჟურნალისტის შენიშვნა: ნოდარი ბიოლოგიურ დედას უკრაინაში ეძებს. ის ჩვენ ტელეფონით დაგვიკავშირდა და დედის პოვნაში დახმარების გაწევა გვთხოვა. ლარისა ვოლკოვას მოძებნაში პატიმარს მისი აღმზრდელი დედა, საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულში მცხოვრები, 75 წლის ჟენია აბრამიშვილი ეხმარება. არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ბიოლოგიური დედის მოძებნაში აღმზრდელის აქტიური მონაწილეობა ჩემს პრაქტიკაში იშვიათი შემთხვევაა. ქალბატონი ჟენია ამბობს: „ჩემს შვილს დედის პოვნა უნდა და ამ საქმეში, რითაც შემიძლია, დავეხმარები“.

– როგორ ან ვისგან გაიგე, რომ ნაშვილები ხარ და რატომ გადაწყვიტე ბიოლოგიური დედის მოძებნა?

– პირველად იმის შესახებ, რომ აყვანილი ვარ, შემთხვევით გავიგე მეზობლისგან. შემდგომ ჩემს აღმზრდელ დედას ჩავეძიე და მან სიმართლე მითხრა. მე მიშვილეს წყნეთის ბავშვთა სახლიდან. ჩემი დაბადების თარიღია 1989 წლის 26 ივნისი. ბიოლოგიური დედის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ მას ლარისა ვოლკოვა ჰქვია და ის უკრაინაში უნდა იყოს (ყოველ შემთხვევაში, იქიდან ყოფილა). არ მინდა, ვინმემ იფიქროს, თითქოს მე აღმზრდელი დედის მადლობელი არ ვარ, იმისთვის, რომ გამზარდა და შვილივით მექცეოდა, მაგრამ, ბიოლოგიური დედის მოძებნა მაინც ძალიან მინდა. მაინტერესებს, როგორი ადამიანია დედაჩემი, ან რა იყო იმის მიზეზი, რომ ბავშვთა სახლში დამტოვა. სასჯელს ვიხდი ქურდობისთვის, მისჯილი მაქვს 12 წელი. ამჟამად სამწელიწად-ნახევარი მრჩება პატიმრობის ვადის ამოწურვამდე. აქ დიდი დრო მქონდა იმისთვის, რომ მეფიქრა ჩემს ცხოვრებაზე და გადავწყვიტე ბიოლოგიური დედის მოძებნა.

– აღმზრდელი მამა თუ გყავს, ის რას ფიქრობს შენს ამ სურვილზე?

– აღმზრდელი მამა, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის. ღვთის წყალობით, აღმზრდელი დედა უკეთ არის (ის ავადმყოფობდა), მეტი არავინ მყავს. სავსებით შესაძლებელია, ჩემს ბიოლოგიურ დედას ჰქონდეს თავისი ოჯახი და მე მყავდეს ნახევარძმა ან ნახევარდა. ჩემთვის დიდი სიხარული იქნებოდა მათი პოვნა. მათ ისე მივიღებდი, როგორც ღვიძლ და-ძმას.

– მაინც, რა მიზეზით გინდა ბიოლოგიური დედის პოვნა?

– მაინტერესებს მისი გაცნობა. მინდა ვიცოდე, რა მიზეზით მიმატოვა. არ იფიქროთ, რომ მე მასზე წყენა მაქვს გულში ჩადებული. უბრალოდ, მართლა მინდა მისი მოძებნა. კიდევ გადაწყვეტილი მაქვს, ციხიდან გამოსვლისთანავე ეკლესიის აშენება და, მინდა, გვერდში დამიდგეთ ამ საკითხთან დაკავშირებითაც. ძალიან მინდა, ავაშენო პატარა ტაძარი. ჯერ გარკვეულიც არ ვარ, თუ როგორ უნდა მოვაგვარო ეს ყველაფერი, მაგრამ, ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ეკლესია ავაშენო.

– როგორ ფიქრობ, ბიოლოგიური დედის პოვნის შემთხვევაში, ის თუ მოინდომებს შენთან დაკავშირებას?

– დაზუსტებით არ ვიცი, რას მოიმოქმედებს, მაგრამ, წესით, მასაც უნდა აინტერესებდეს თავისი შვილი. ვერ დავიჯერებ, რომ მას მთელი ამ წლების განმავლობაში მე ერთხელაც არ გავხსენებივარ. იმედი მაქვს, რომ ის დამიკავშირდება, თუკი ვიპოვი. მაგრამ, თუ არ მოინდომა ჩემთან დაკავშირება, არც ეს იქნება ჩემთვის გაუგებარი (ყველას თავისი ცხოვრება აქვს). ნათქვამია, ცდა ბედის მონახევრეაო და მეც მინდა ვცადო მისი პოვნა.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3