კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ შეიძლება დაისაჯოს ბიზნესმენი ან სხვა ნებისმიერი საქონლის მიმწოდებელი პირი მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის, კონკრეტულად კი, მომხმარებელთა მოტყუებისთვის? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ მომხმარებლის მოტყუება ზომაში, წონაში, ანგარიშში, ანდა მისთვის მცდარი წარმოდგენის შექმნა საქონლის სამომხმარებლო თვისების ან ხარისხის შესახებ, აგრეთვე მისი სხვაგვარი მოტყუება მომსახურებისას, რამაც მომხმარებელი მნიშვნელოვნად დააზიანა, წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე. ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ან ასეთი დანაშაულისთვის ადრე ნასამართლევი პირის მიერ, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. აღსანიშნავია, რომ დიდი ოდენობით მომხმარებლის მოტყუებად ჩაითვლება თუ მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება მომხმარებლის მიერ გადასახდელი ღირებულების 20 პროცენტს.

კითხვა: მაინტერესებს და გთხოვთ, მაცნობოთ, ისჯება თუ არა პიროვნება იმ შემთხვევაში, თუ მან იცოდა და შეიძინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული უძრავი ქონება. თუ ისჯება, როგორ? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ  წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება, იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ისჯება  ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით – ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი – ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით – ვადით ორ წლამდე.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა შემთხვევაში იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სხვისი ქონების განზრახ დაზიანება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ  ქონების ან  ნივთის დაზიანება ან განადგურება, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს იმ შემთხვევაში, თუ მან  მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ანუ პირის განზრახი მოქმედებით გამოწვეულმა ზიანმა შეადგინა 150 ლარზე მეტი.

კითხვა: მაინტერესებს, რა სახის პასუხისმგებლობას და შედეგებს იწვევს  ქართული კულტურის ძეგლის ან განძის საქართველოდან გატანის შემთხვევაში, მისი დაუბრუნებლობა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ უცხოეთში გატანილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კულტურის ძეგლის ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის დადგენილ ვადაში საქართველოში დაუბრუნებლობა, იწვევს სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ითვლება თუ არა კერძო საწარმოში დირექტორის დაუდევარი ქმედება დანაშაულად და თუ ასეა, რა შემთხვევაში შეიძლება, იყოს საწარმოში დირექტორის დაუდევარი მოქმედება სისხლისსამართლებრივად დასჯადი?

პასუხი: გაცნობებთ, რომ საწარმოში დირექტორის დაუდევარი ქმედება, იგივე გულგრილობაა. კერძოდ, გულგრილობად მიიჩნევა საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობის, წარმომადგენლობითი, ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება  მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო. ამგვარი ქმედება ითვლება დანაშაულად და ისჯება სისხლისსამართლებრივი წესით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარმა ქმედებამ სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

კითხვა: მაინტერესებს, რას ნიშნავს კომერციული მოსყიდვა, რა სახის ქმედება შეიძლება, ჩაითვალოს კომერციულ მოსყიდვად და დაისაჯოს სისხლისსამართლებრივი წესით?

პასუხი: გაცნობებთ, კომერციული მოსყიდვა პირისთვის, რომელიც საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელის, წარმომადგენლობით ან სხვა სპეციალურ უფლებამოსილებას, ან რომელიც მუშაობს ამ ორგანიზაციაში, არის პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი მომსახურების, ანდა სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა მის ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის ან სხვა პირის ინტერესებისათვის. 

скачать dle 11.3