კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ავბედითი პრელუდია

პარლამენტარი  – ექსტრემალური პროფესია 

მართალია, მეორედ მოსვლა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა პარლამენტის ქუთაისურ შენობაში განვითარებული მოვლენები ამის მცირე პრელუდიად შეგვიძლია, განვიხილოთ. მაგალითად, რამდენიმე თვის წინათ თვით ბიუროს დარბაზშიც კი სახანძრო მილი გასკდა და ავეჯიც დააზიანა და აპარატურაც (ერთი ისაა, რომ ჩვენი რჩეულები გადაურჩნენ მარცხს და კიდევ კარგი, მთლად კანალიზაციის მილი არ დაასკდათ თავებზე). 

სულ ახლახან ეს ავბედითი სახანძრო მილი კვლავ დაზიანდა, ამჯერად ნულ სართულზე, ოღონდ ჭერი მაინც ჩამოანგრია. ბუნებრივია, მუშებმა იხსნეს საკანონმდებლო ორგანო მინი-წარღვნისგან, ანუ ეს ინციდენტიც მშვიდობიანად დასრულდა (აღარაფერს ვიტყვი კარის ჩაკეტვებსა და ჭერიდან სანათების ცვენაზე).

რაც მთავარია, რაკი შენობა ტრიალ მინდორზეა და, ზედაც, მოშუშული, ოღონდ სავენტილაციო სისტემის გარეშე, სახელდობრ, დახურულ აივანზე 53-გრადუსიანი სიცხე დაფიქსირდა (ცნობას წყალი არ გაუვა, რადგან ის პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა).

უფრო მეტიც, მაგალითად, რამდენიმე დღით ადრე მეექვსე სართულის აივანზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტია, თერმომეტრმა 63-გრადუსიან ნიშნულს მიაღწია.

უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ამგვარ პირობებში აქლემიც ვერ გაძლებდა (მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი რჩეულები უძლებენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ, სულ მცირე, აქლემები მაინც არ არიან, ოღონდ აი, ექსტრემალობას კი ვერ ჩამოვართმევთ).  

ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს რჩეულთა აზრი ორადაა გაყოფილი: კერძოდ, უმცირესობა შენობის ხარისხით კმაყოფილია, უმრავლესობა – არა, იქნებ, კამათის აღკვეთის მიზნით, კმაყოფილები მეექვსე სართულის დახურულ აივანზე განეთავსებინათ, ბუნებრივია, ერთადერთი მიზნით – კმაყოფილების რაც შეიძლება, ძალუმად შესაგრძნობად, ხოლო დროდადრო კი გამსკდარი სახანძრო მილების წყლითაც გაეგრილებინათ?!

скачать dle 11.3