კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„პატარძლის“ ლოგიკა

„ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა…“

დროებითმა საგამოძიებო საპარლამენტო კომისიამ კონტროლის პალატის საქმიანობის შესწავლაც დაასრულა და თავისი დასკვნაც დადო, რის მიხედვითაც, აწ ხალხის რჩეულის, მაშინ კი კონტროლის პალატის თავკაცის ბ-ნი ბეჟაშვილის მუშაობაში მრავალი, რბილად რომ ვთქვათ, ხარვეზი გამოავლინა.

სახელდობრ, დაადგინეს, რომ ბ-ნ ბეჟაშვილი თავის სამწყსოში ისეთ პრემიებს უხდიდა თანამშრომლებს, საქართველოს დასაქმებულმა და დაუსაქმებელმა მოქალაქეებმა სულ ნერწყვები ყლაპეს, არამიზნობრივად ბლომად თანხებიც დაუხარჯავს და ა. შ. 

ამას გარდა, დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნა სხვა დარღვევებსაც ეხება. ჯერჯერობით უცნობია, როგორ ირეაგირებენ სამართალდამცველები ამ ფაქტებზე, თუმცა უკვე ცნობილია, რომ თავად ბ-ნი ბეჟაშვილი კომენტარს არ აკეთებს. ერთი ისაა, რომ გული მაინც გაგვიკეთა, პრესკონფერენციას მოვიწვევ და, რაც სათქმელია, იქ ვიტყვიო.

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, მაგალითად, „გურია ნიუსს“ განუცხადა, არ ვაპირებ ამ ბოდვის მოსმენასო და, ზედაც, დავამატებთ, კონტროლის პალატის მიერ წინასაარჩევნოდ მოქალაქეების დაწიოკების ფაქტებს (ქ-ნი მოგელაძის შესრულებით), როგორც ჩანს, ყველა თავის „ბოდვებს“ უსმენს.

ანუ ანეკდოტის პატარძლისა არ იყოს, ყველა მხოლოდ თავის გიტარაზე უკრავს. 

скачать dle 11.3