კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ ახლომხედველი,  ვატარებ სათვალეს.  კარგა ხანია, მაწუხებს ეგრეთ წოდებული თვალების ციმციმი: ხან მარცხენა თვალის ზედა ქუთუთო მითამაშებს, ხან მარჯვენა თვალის ქვედა ქუთუთო. მაინტერესებს, რა იწვევს ამას? 

პასუხი: ეს არის ბლეფაროსპაზმი, ანუ ქუთუთოს ირგვლივი კუნთის კლონური კრუნჩხვითი გამოვლინდება. ეს შეიძლება, გამოწვეული იყოს კონიუნქტივიტით, ბლეფარიტით, რეფრაქციის ამა თუ იმ ანომალიით, ნევრასთენიით, ბავშვებში – ჭიებით ინვაზიით. მკურნალობა ძირითადი დაავადების წინააღმდეგ არის მიმართული. ასე რომ, უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს, რომელიც გაარკვევს მიზეზს და ამის მიხედვით დანიშნავს მკურნალობას. 

კითხვა: ვარ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული (I ტიპი), წნევა მაქვს 130/80 – ჩემთვის ნორმა, მაგრამ პულსი ამ ბოლო დროს მაქვს 100-110. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: აუცილებელია, მიმართოთ თქვენს მკურნალ ენდოკრინოლოგს, რათა გადაამოწმოთ სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა დონე. 

კითხვა: შეიძლება თუ არა საკვერცხეების ანთებას  ხანგრძლივი დაბალი სიცხე 37,2 გამოეწვია?

პასუხი:  დიახ, ადნექსიტი (დანამატების ანთება) შეიძლება გახდეს ტემპერატურის მომატების მიზეზი.  

კითხვა: საშვილოსნოს ყელის წყლულის მოყინვიდან, რამდენ ხანშია შესაძლებელი დაფეხმძიმება?

პასუხი: ეროზიის მოყინვის შემდეგ სქესობრივი კონტაქტის აღდგენა ერთი თვის შემდეგ შეიძლება, რათა ამ პერიოდში მოხდეს საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის აღდგენა. რაც შეეხება დაორსულებას, მთავარია, მოხდეს წყლულის გამომწვევი მიზეზის დაძლევა და მისგან განკურნება. თუ სხვა პრობლემა არ გაქვთ, ამის შემდეგ შეგიძლიათ დაგეგმოთ ორსულობა 

კითხვა: რამდენად უსაფრთხოა ხალის მოსაცილებლად იოდის გამოყენება?

პასუხი: ხალის სახლის პირობებში მოშორება დაუშვებელია!

კითხვა: არის თუ არა სიმსივნე გენეტიკურად გარდამავალი დაავადება?

პასუხი:  სიმსივნე გენეტიკური პათოლოგია არ არის, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ არსებობს მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა გარკვეული სახის სიმსივნური პათოლოგიის დროს. ამიტომ, როდესაც გენეტიკა დატვირთულია, საჭიროა ყურადღება ამ მიმართულებით. 

კითხვა: ვარ ახალი ნამშობიარები მეძუძური დედა.  რა საკვების მიღება შეიძლება ჩემთვის? 

პასუხი: მეძუძურ ქალს მრავალფეროვანი საკვები სჭირდება. რაციონიდან უნდა გამორიცხოს ცხიმიანი საკვები, ტკბილეული, ცომეული, ტკბილი გაზიანი სასმელი, მზესუმზირა. შემწვარი საკვები სასურველი არ არის. ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს: 200 გრამი ხორცი (უმეტესად მოხარშული და მჭლე); 100-150 გრამი ხაჭო;  20-30 გრამი ყველი;1 მოხარშული კვერცხი (კვირაში 2-3 დღე); 600 გრამი ბოსტნეული (აქედან კარტოფილი – არაუმეტეს 200 გრამისა); 200-300 გრამი ხილი; პური - არაუმეტეს 400 გრამისა (ამ ოდენობაში შედის სხვა ცომეული და საკონდიტრო ნაწარმი); სითხე – არაუმეტეს 2 ლიტრისა, აქედან 1 ლიტრი საკვების, ხოლო 1 ლიტრი წყლის სახით. 

კითხვა: რა მიზეზით შეიძლება, გაიღუნოს ფეხები გარდატეხის ასაკში და შესაძლებელია თუ არა მათი გასწორება?

პასუხი: ფეხების დეფორმაციის მიზეზი შეიძლება იყოს ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადება. უნდა მიმართოთ ორთოპედს, მისგანვე მიიღებთ ინფორმაციას შესაძლო კორექციის შესახებ.

скачать dle 11.3