კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ყველაზე მდიდარი მილიარდერი „ფორბსის” მოდის სფეროს წარმომადგენელთა შორის

გზა მილიარდიან კაპიტალამდე მოდის სფეროში მოღვაწე ბიზნესმენებისთვის „ზარას”, „ტოპშოპისა” და „გეპის” მსგავს არაძვირიანი ტანსაცმლის მაღაზიებზე გადის. მოდის მილიარდერებისთვის „ფორბსმა” ცალკე რეიტინგი გააკეთა, რომელსაც ამ ნომერში გთავაზობთ.

 

ამანსიო ორტეგა – კაპიტალი: 57 მილიარდი; „ფორბსის” რეიტინგში ¹3; ასაკი: 77 წლის; კაპიტალის წყარო: „ზარა”

ესპანელი ამანსიო ორტეგას კაპიტალი წლის განმავლობაში რეკორდულ ციფრამდე – 19,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ორტეგა პირველად მოხვდა მილიარდერების პირველ სამეულში, კარლოს სლიმ ელუსა და ბილ გეითსის შემდეგ. ორტეგამ თვით უორენ ბაფეტი ჩაანაცვლა პრესტიჟული პოზიციიდან. ორტეგა კომპანია „ინდიტექსის” აქციების 60 პროცენტს ფლობს. გარდა ამისა, ორტეგა 4 მილიარდ დოლარად შეფასებული უძრავი ქონების მფლობელია, მათ შორის, მადრიდში მდებარე 43-სართულიანი ცათამბჯენის, საკულტო „ტორე პიკასოსი”. ის, აგრეთვე, ფლობს სახლებსა და ოფისებს ლონდონში, ჩიკაგოში, სან-ფრანცისკოსა და ნიუ-იორკში.

ბერნარ არნო – კაპიტალი: 29 მილიარდი; „ფორბსის” რეიტინგში ¹10; ასაკი: 64 წლის; კაპიტალის წყარო: „LVMH“

ბერნარ არნო – ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი მოდის სამყაროში, მეოთხედან მეათე პოზიციამდე დაქვეითდა. გასული წლის განმავლობაში არნო არაერთი სკანდალის მონაწილე გახდა. ჯერ იყო და ბელგიის მოქალაქის პასპორტის მიღებას ცდილობდა, რათა თავი აერიდებინა საფრანგეთში მაღალი გადასახადებისთვის. შემდგომ გავრცელდა ცნობა, რომ ის ბრიტანეთის იმპერიის რაინდის წოდებას მიიღებდა. ასევე, ცნობილია, რომ არნო საკუთარი მუზეუმის „ლუი ვიტონ ფაუნდეიშენ ფორ ქრიეიშენის” გახსნას აპირებს წლის ბოლოს.

სტეფან პერსონი – კაპიტალი: 28 მილიარდი; „ფორბსის” რეიტინგში ¹12; ასაკი: 65 წლის; კაპიტალის წყარო: „H&M”

სტეფან პერსონი „H&M-ის“ მაღაზიების ქსელის მფლობელია. გარდა ამისა, ინვესტიციებს ახორციელებს უძრავ ქონებაში. პერსონის საკუთრებაშია: სოფელი ლინკეჰოლტი ჰემფშირში (ინგლისი) და ასევე 219 მილიონად შეფასებული კვარტალი პარიზში, სადაც განთავსებულია „ბარბერის”, „მოშინოსა” და „ბელის” ფეშენებელური ოფისები. 

ლეონარდო დელ ვეკიო – კაპიტალი: 15,3 მილიარდი; „ფორბსის” რეიტინგში ¹49; ასაკი: 77 წლის; კაპიტალის წყარო: „Luxottica”

ბავშვთა სახლში გაზრდილმა დელ ვეკიომ 1961 წელს დააარსა კომპანია „Luxottica” და დღეს მას იტალიაში „სათვალეების მეფეს” უწოდებენ. კომპანია მზისა  და დიოპტრიული სათვალეების უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. დელვეკიოს საკუთრებაშია ბრენდები „რეიბანი” და „ორაკლი”.

ფრანსუა პინო – კაპიტალი: 15 მილიარდი; „ფორბსის” რეიტინგში ¹53; ასაკი: 76 წლის; კაპიტალის წყარო: „PPR”

ფრანსუა პინო ფლობს აქტივებს „გუჩის”, „სტელა მაკარტნის”, „ალექსანდრ მაკქუინის” და „ივ სენ ლორანის” სამოდელო სახლებში. მისი საკუთრებაა ცნობილი „კრისტის” აუქციონი. პინო ხელოვნების ნიმუშების დიდი მოყვარულიც გახლავთ და მის პირად კოლექციაში თქვენ შეხვდებით პიკასოს, მოდილიანის და ჯეფ კუნსის ნამუშევრებს. ფრანსუას მეუღლე ცნობილი ჰოლივუდელი დივა – სელმა ჰაიეკია. 

მიუჩა პრადა – კაპიტალი: 12,4 მილიარდი; „ფორბსის” რეიტინგში ¹78; ასაკი: 63 წლის; კაპიტალის წყარო: „პრადა”

მიუჩა პრადა, რომელსაც მოდის ლეგენდად მოიხსენიებენ, მეუღლესთან, პატრიციო ბერტელისთან ერთად, ფლობს კომპანია „პრადას”. მიუჩა კომპანიის დამაარსებლის შვილიშვილი და მთავარი დიზაინერია, ბერტელი კი – კომპანიის საქმეებს უძღვება აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე. მიუჩას და ბერტელის საერთო აქტივები 19,1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. კომპანიის აქციების ფასმა 75 პროცენტით მოიმატა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამჟამად „პრადა” ინდური ბაზრის ათვისებაზე მუშაობს. გასული წელს კი კომპანიამ რამდენიმე ბუტიკი აბუ-დაბიში და ქუვეითშიც გახსნა.

ჯორჯო არმანი – კაპიტალი: 8,5  მილიარდი; „ფორბსის” რეიტინგში ¹131; ასაკი: 78 წლის; კაპიტალის წყარო: „არმანი გროუპი”

ჯორჯო არმანის საკუთრებაში არსებული კომპანიის შემოსავალი წლის განმავლობაში 14 პროცენტით გაიზარდა და 2,35 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. კაპიტალის ზრდა ჩინეთის ბაზარზე წარმატებულმა გასვლამ გამოიწვია. ჩინელებმა ტანსაცმელზე, პარფიუმსა და „არმანის” ექსკლუზიურ საათებზე ორჯერ მეტი დახარჯეს, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. გარდა ამისა, ლეონარდო დელ ვეკიოსთან ერთად, არმანი მზის სათვალეების წარმოებითაც არის დაკავებული. ის ასევე, ფლობს ლუქსის ტიპის ორ სასტუმროს, მსოფლიოს ყველაზე მაღალ ცათამბჯენ დუბაის „ბურჯ-ჰალიფაში:” „არმანი ჰოტელს” და 96 ნომრისგან შემდგარ „არმანი მილან ჰოტელს”.

скачать dle 11.3