კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორი წესით და რა ვადებში უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხე მხარისთვის ჩაბარება? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, მოპასუხეს მოსამართლისთვის სარჩელის ან განცხადების გადაცემიდან არაუადრეს 5 და არაუგვიანეს 14 დღისა, მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ან ელექტრონული ფოსტის მისამართებზე ეგზავნებათ შეტყობინება, ან, სასამართლოში გამოცხადების შედეგად ეცნობებათ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ, ან, სასამართლო გზავნილის, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მათ მიერ მოპასუხისთვის ჩაბარების შესახებ. ამ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია, უზრუნველყოს მოპასუხისთვის სასამართლო გზავნილის ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი სასამართლო გზავნილის ჩაბარება დასტურდება ადრესატის მიერ ელექტრონული საშუალებით მიწოდებული დადასტურებით.

კითხვა: მაინტერესებს, როგორ მოვიქცე და, გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ უნდა ჩავაბარო მოსარჩელე მხარემ სარჩელის ასლები თანდართული მასალებითურთ მოპასუხე მხარეს, თუ ამ უკანასკნელის ადგილსამყოფელი ვერ იქნა დადგენილი და საფოსტო გზავნილი ყოველთვის უკან მიბრუნდება? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანოს განჩინება სასამართლო გზავნილის საჯაროდ გავრცელების შესახებ. ანუ, მოცემულ  შემთხვევაში, თქვენი შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლეს გამოაქვს განჩინება თქვენი სარჩელის საჯარო გავრცელების შესახებ და სარჩელი ითვლება ჩაბარებულად.

კითხვა: ვაპირებ, შევიტანო სარჩელი ალიმენტის გადახდევინების მოთხოვნით. გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ უნდა განვსაზღვრო სარჩელის ფასის ოდენობა მოცემულ შემთხვევაში ალიმენტის გადახდევინების საქმეზე?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

კითხვა: მაინტერესებს, რამდენი შეიძლება იყოს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ხელყოფის შემთხვევაში სარჩელის ფასი?

პასუხი: გაცნობებთ, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელის ფასის განსაზღვრა ხდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით. 

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, იმ შემთხვევაში, როდესაც პირს აქვს ყოველთვიური ფულადი ვალდებულება დაწესებული უვადოდ, მაგრამ, არ ასრულებს ამ მოვალეობას, სასამართლოში სარჩელის შეტანის დროს როგორ უნდა განისაზღვროს დავის საგნის ღირებულება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ, უვადო ან სამუდამო (გარდაცვალებამდე) გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელის ფასის და დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა ხდება სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სამი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ჯამი იქნება დავის საგნის ღირებულება.

კითხვა: მაინტერესებს, თუ ქონებრივ დავაში შეუძლებელი ხდება დავის საგნის ფასის დადგენა,  როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრა და გადახდა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ,  თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა, მაშინ, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით და სახელმწიფო ბაჟის ოდენობა იქნება, შესაბამისად, აღნიშნული თანხის 3 პროცენტი.

კითხვა: დადებული მაქვს ვადიანი ქირავნობის ხელშეკრულება, სადაც 500 ლარს ყოველთვიურად  ვიხდი ქირის თანხას. ხელშეკრულება დადებულია 2018 წლამდე. გამქირავებელმა საკუთარი ინიციატივით დაარღვია და შემიწყვიტა  ხელშეკრულება. გთხოვთ, მაცნობოთ, რა ოდენობის სახელმწიფო ბაჟის გადახდა მომიწევს სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, ქონების ქირავნობის ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შესახებ სარჩელის ფასი განისაზღვრება დარჩენილი ვადით, მაგრამ, არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, თქვენი დავის საგნის ფასი უნდა განისაზღვროს სამი წლის განმავლობაში გადასახდელი ქირის თანხის ჯამით, რაც, მოცემულ შემთხვევაში, იქნება 18 000 ლარის 3 პროცენტი, ანუ, 540 ლარი.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, განაჩენთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთის რა მაქსიმალური ვადა შეიძლება, მიესაჯოს პირს?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს. ბუნებრივია, თუ ერთ-ერთი დანაშაულისთვის სასჯელი არ ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, დანაშაულთა რეციდივის შემთხვევაში, ასევე, თუ გვაქვს დანაშაულთა ერთობლიობა, რამდენი შეიძლება იყოს მოსამართლის მიერ დანიშნული სასჯელის მაქსიმალური ზედა ზღვარი?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შეიძლება შთანთქას ნაკლებად მკაცრი, ან, ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბოს. ამასთანავე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს, ანუ, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის მაქსიმალური ზედა ზღვარია 30 წელი, თუ, რა თქმა უნდა, არც ერთი ჩადენილი დანაშაულის სანქცია არ ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას.

скачать dle 11.3