კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს ორ ადამიანს შორის ენერგეტიკული შეუთავსებლობა

ენერგეტიკული თვალსაზრისით, ბედნიერი ქორწინების საფუძველია პარტნიორების ენერგეტიკული ველის ისეთი შერწყმა, როცა ორ ადამიანს შორის ერთი საერთო ენერგოველი წარმოიქმნება, რომელიც მათ კიდევ უფრო აახლოებს და იცავს გარშემო მიმდინარე ნეგატიური ენერგიების ზემოქმედებისგან. ამიტომ, ჯობია, სანამ მარტო დარჩებით, ანუ, გიღალატებენ და საყვარელი ადამიანისგან მიტოვებულს გული გეტკინებათ, ყურადღებით შეისწავლოთ მომავალი სასიყვარულო პარტნიორის ენერგეტიკული ველი. იმის მისახვედრად, თუ რომელი ადამიანია თქვენთვის ენერგეტიკულად მისაღები სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, გამძაფრებული ინტუიცია და წინათგრძნობები დაგეხმარებათ, რაც არც ისე რთული საქმეა. ერთ-ერთი საშიში სიმპტომია, როცა თქვენს რჩეულთან ურთიერთობისას იღლებით, გუნება-განწყობა ხშირად გეცვლებათ ან შინაგანი ფორიაქი გეწყებათ. თუ ეს სიტუაცია სისტემატურ ხასიათს მიიღებს, აუცილებლად დაფიქრდით, რა იწვევს ამას. ეს იმაზე მიუთითებს, რომ თქვენი პარტნიორი ენერგეტიკულად აბსოლუტურად განსხვავდება თქვენგან. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენი რჩეული თქვენგან გაცილებით მეტ ენერგიას იღებს, იმაზე მეტს, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ, რომ გაუზიაროთ. მისგან წამოსული ენერგია კი იმაზე მეტია, ვიდრე შეგიძლიათ, მიიღოთ, რაც თქვენში არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. დროთა განმავლობაში, ორ ადამიანს შორის ენერგეტიკულ დონეზე შეუთავსებლობა იწვევს კონფლიქტებს, გაუგებრობებს, დაძაბულ სიტუაციებს და ამიტომაც იზრდება ასე კატასტროფულად განქორწინებათა რიცხვი. შეყვარებულთა შორის შეუთავსებლობის მეორე მიზეზი კარმაა და ამ დროს საქმე უფრო რთულადაა. თუ ერთ-ერთს წინაპართა კარმული ვალი გადმოეცა მემკვიდრეობით, მას უიღბლობის კოდი აქვს ჩართული, რაც გამუდმებით უქმნის პრობლემას სიყვარულში. ზოგადად, კარმულად ცოდვილი ადამიანების შთამომავლები უიღბლოები და წარუმატებლები არიან. ენერგეტიკული თვალსაზრისით, ბედნიერი ქორწინების საფუძველია პარტნიორების ენერგეტიკული ველის ისეთი შერწყმა, რომლის დროსაც საერთო ენერგოველი, საერთო აურა წარმოიქმნება, რომელიც მათ კიდევ უფრო იზიდავს და აახლოებს. ასეთ შემთხვევაში ოჯახიც მყარია და მეუღლეებიც მშვიდად და დაცულად გრძნობენ თავს ერთმანეთის გვერდით. 

საკუთარ თავს რომ დაეხმაროთ და ცხოვრების ორი ძირითადი სფერო – სიყვარული და მატერიალური კეთილდღეობა მოიწესრიგოთ, ასტროლოგიური რჩევები უნდა გაითვალისწინოთ. საცხოვრებლისა და სამუშაო ადგილის მოწყობის ძველი ჩინური ხელოვნება – ფენ-შუი, ბევრ რეკომენდაციას იძლევა, რომლებიც პრაქტიკულ ცხოვრებაში ძალიან წაგადგებათ და დაგეხმარებათ უკეთესი მომავლის დაგეგმვაში.

„ფენ-შუი“ სიტყვასიტყვით „ქარსა და წყალს“ ნიშნავს. ეს ხელოვნება ხუთი ათას წელს ითვლის. მას საფუძვლად უდევს უხილავი და უხმო, ყოვლის შემქმნელი კოსმიური ენერგიის – „ცის“ შესწავლა. „ცი“ კი ყველაფერშია, ბალახით დაწყებული, კოსმოსით დამთავრებული. ის ჩვენამდე მზის შუქით, სითბოთი, ქარითა და წყლით აღწევს. რაც უფრო მაღალია „ცის“ კონცენტრაცია, მით უფრო ჯანსაღია ჩვენი ცხოვრების წესი, ანუ, გვაქვს წარმატებული კარიერა, სიყვარული, ურთიერთობა და ასე შემდეგ.

გირჩევთ, გაითვალისწინოთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები და თავადვე დაეხმაროთ საკუთარ თავს უკეთესი მომავლის მოწყობაში: პირველ ყოვლისა, იზრუნეთ თავისუფალ სივრცეზე, რათა „ციმ“ ლაღად იმოძრაოს. ამისთვის თავიდან მოიშორეთ უსარგებლო ნივთები – ისინი ბოჭავს სივრცეს და აკავებს „ცის“ ენერგიის შემოდინებასა და ცირკულაციას ბინასა თუ ოფისში.

არ ვარგა შემოსასვლელში, კარის წინ სარკის დაკიდება ან დადგმა – ეს „ცის“ არეკვლას გამოიწვევს და ენერგია სახლში ვერ შემოვა.

ასევე, „გაანეიტრალეთ“ სახლში ბასრი კუთხეები, რომლებიც „ცის“ მჭრელ ენერგიად გადააქცევს. ასეთ ადგილებში კარგია ყვავილების დადგმა.

ეცადეთ, სახლის ყველა კუთხე-კუნჭულში შუქი იღვრებოდეს და ყველა ადგილი განათებული იყოს.

ტუალეტის ან აბაზანის კარი, ასევე, უნიტაზის სახურავი, დახურული უნდა იყოს, თორემ, მთელი დადებითი ენერგია ჩაირეცხება.

საცხოვრებელ ბინაში დადებითი ენერგიის დაგროვების საწინდარია ლამაზი მცენარეები –  ისინი დიდი რაოდენობით შეიცავს კარგ ენერგიებს.

ბევრი ჩვენგანი დღეში დაახლოებით 7-8 საათს სამსახურში ატარებს. ფენ-შუის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მინიმალური დანახარჯებით შეძლებთ სამუშაო გარემოს გაჯანსაღებასა და პოზიტიური ენერგიებით ავსებას. მაგალითად:

არ მიადგათ მაგიდა კედელს; დადგით ის შემოსასვლელი კარის პირდაპირ; 

არ დაჯდეთ ზურგით ფანჯარასთან; მიაქციეთ ყურადღება სამუშაო მაგიდის ზომას. თუ მაგიდა დიდი ზომის არის, ის წარმატებული კარიერის შექმნაში ვერ დაგეხმარებათ; სამუშაო მაგიდაზე „ცის“ მოსაზიდად დააწყვეთ კრისტალის პატარა ფიგურები; მაგიდაზე ნუ გექნებათ უსარგებლო ნივთები, რადგან ისინი მნიშვნელოვნად აბრკოლებენ დადებითი, ანუ, „ცის“ ენერგიების შემოდინებას;

აუცილებლად მუდამ წესრიგში და მილაგებული გქონდეთ სამუშაო კუთხე და მაგიდა. ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ, ფაქტია, რომ ფენ-შუის შეუძლია, წარმატება მოგიტანოთ კარიერაში, სიყვარულში და მნიშვნელოვნად გაზარდოს თქვენი შემოსავლები. ამისთვის კი შემდეგი წესები გაითვალისწინეთ:

* ძილის წინ წყლით დაისველეთ თავი – ეს მშვიდ ძილსა და წარმატებულ მომავალ დღეს გპირდებათ.

* საცხოვრებელი სახლის დასავლეთ ნაწილში დადგით ყულაბა და შიგ ჩაყარეთ ხურდა ფული.

* ვისაც სიყვარულში გაქვთ პრობლემები, გირჩევთ, გაააქტიუროთ და გააძლიეროთ სახლში სიყვარულის ენერგიის შემოდინება: ოთახში დადგით ლამაზი, გამჭვირვალე მინის ჭურჭელი და შიგ ჩაყარეთ წითელი და თეთრი ფერის ქვები, ჩაასხით წყალი და მუდმივად იქონიეთ წითელი ფერის ცოცხალი ყვავილები. წყალი ხშირად ცვალეთ, რათა არ აიმღვრეს და მუდმივად სუფთა იყოს.

* გადახედეთ თქვენს საცხოვრებელ და სამუშაო ადგილს; დააკვირდით, რა არ არის წესრიგში, რა გიშლით ხელს წარმატებული და ბედნიერი ცხოვრების მოწყობაში და იმოქმედეთ ადეკვატურად, ზოგადი ასტროლოგიური რჩევების გათვალისწინებით.

скачать dle 11.3