შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1979 წლის 9 მაისს, საღამოს საათებში. უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები და ასტროლოგიურად რომელი სფეროებია წარმატების მომტანი?
პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია ნამდვილად არ არის. ის თქვენთვის საშუალოა. ქვეყნებიდან კი შედარებით უკეთესია: ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, ინგლისი, ბელგია, კანადა, ეგვიპტე, საბერძნეთი, ნორვეგია, არგენტინა, მონაკო, ჩინეთი, ლატვია, ესპანეთი, ავსტრალია, იტალია, გერმანია და რუსეთი. პროფესიებიდან წარმატების მომტანია: ჟურნალისტიკა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, ხელოვნების ფართო სპექტრი, სადალაქო ინდუსტრია, არქიტექტურა, ტურისტული ბიზნესი, პროფესიონალური დიპლომატია, ავიაციის ბიზნესი, ქორეოგრაფია, საკონდიტრო ინდუსტრია, სოციოლოგია, ფოტოგრაფია, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური სფერო.
კითხვა: დავიბადე 1983 წლის 2 ნოემბერს. უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები და რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია?
პასუხი: თქვენი კარმული მისია უკავშირდება იმას, რომ იყოთ პატრიოტი, დაიცვათ ტრადიციები. უნდა დაასტაბილუროთ საოჯახო და სამეგობრო ურთიერთობები. უცხოეთი თქვენი კარმული მისია არ არის, თუმცა, იქ დროებით ყოფნა მისაღებია. იქ დაგროვილი კაპიტალი, ცოდნა და გამოცდილება სამშობლოში უნდა მოიხმაროთ. ქვეყნებიდან კი შედარებით უკეთესია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილი, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის ქვეყნები, ჰოლანდია, პარაგვაი, შოტლანდია, თურქეთი, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, ჩინეთი, ინდოეთი, იტალიის ვენეციის მხარე, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ნეპალი, არგენტინა, ბირმა, ტიბეტი, სან-მარინო, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები ავსტრია, გვატემალა.