კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მშობიარობის შიშის გამო ჩემმა ორსულმა დამ გადაწყვიტა, საკეისრო გაიკეთოს. როგორ უყურებს ამ საკითხს ეკლესია?

პასუხი: ოპერაციული ჩარევა ეკლესიურად მიუღებელი არ არის, თუმცა, გასარკვევია, ასეთი ჩარევა გამოწვეულია უსაფუძვლო შიშის გამო თუ პათოლოგიური ჩვენებებით. ცხადია, უმჯობესი იქნება, მშობიარობა ფიზიოლოგიური გზით მოხდეს, ანუ ისე, როგორც უფალმა დააწესა.

კითხვა: ჩემი მეგობარი ერთ-ერთ სექტაში მოხვდა. გულით მინდა მისი დახმარება, მაგრამ, ვერაფრით ვეხმარები – არაფრის გაგონება არ უნდა. როგორც მოვიქცე?

პასუხი: ეცადეთ, არ შეწყვიტოთ მეგობრობა მასთან; პირიქით, თქვენი ზრუნვა, ყურადღება, სიყვარული, ლოცვა მისი სულის გადარჩენისთვის, დაეხმარება თქვენს მეგობარს რწმენის ჭეშმარიტი ნათელისა და ეკლესიის მადლმოსილების დანახვაში.

კითხვა: ხშირად გამიგია, გაბრაზებულ ადამიანს უთქვამს თავის შეურაცხმყოფებზე: ღმერთი გადაუხდის სამაგიეროსო. სწორია ასეთი საქციელი?

პასუხი: ღმერთს ნუ სთხოვთ შეურაცხმყოფლის დასჯას, ნუ ისურვებთ სხვათათვის იმას, რასაც საკუთარი თავისთვის არ ისურვებდით. თუ ვინმე გაწყენინებთ, მიენდეთ უფლის ბრძნულ განგებას – მან უკეთ იცის, როგორ მიაგოს მწყენინებლებს.

კითხვა: ამაღლდა თუ არა ქრისტე ხორციელი ბუნებითაც?

პასუხი: დიახ, მაცხოვარი ხორციელი ბუნებითაც ამაღლდა – ამაშია მთელი დიდება უფლისა – კაცი განეღმრთო. ღმერთმა ადამიანური ბუნება ზეცაში აიტანა, ადამიანი მარადიულად აქცია – ეს არის ამაღლებისა და აღდგომის მთელი საიდუმლო, თორემ, ღმერთი ისედაც უკვდავია. ქრისტეს ამაღლება ადამიანური ბუნების ამაღლებაა. წმინდა სამებაში ადამიანური ბუნებაც მოიაზრება.

скачать dle 11.3