კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

დიდმოწამე ვლადიმირი: აღმზრდელის ძირითადი მისიაა არა მარტო ცუდის დათრგუნვა, იგი უნდა ეცადოს კარგი ჩანერგოს აღსაზრდელის გულში. თვით წმიდა წერილი გვასწავლის, რომ ბავშვს ადრეული ასაკიდანვე ზნეობრიობას უნდა ვუნერგავდეთ. თუ მოზარდმა აირჩია საკუთარი გზა, იგი ამ გზიდან არ გადაუხვევს სიბერემდე. ქრისტიანი მშობლები უნდა ცდილობდნენ, რომ თავიანთი შვილების მცირე ნაკლიც კი არ გამოეპაროთ, რათა შემდეგ ის არ გადაიზარდოს უფრო დიდ სიმახინჯეში, რომლის დათრგუნვაც უკვე მოზარდ ასაკში ძნელი იქნება. მიაჩვიეთ თქვენი ბავშვები ადრეული ასაკიდან ლოცვას, ღვთის სიყვარულს, გულახდილობას, მოთმინებას, თავდადებას, იცოდეთ, რომ ჩვენი ბავშვები თავიდან ჯერ კიდევ გაუთვითცნობიერებლად აკეთებენ სიკეთეს, მოზრდილ ასაკში კი უკვე შეგნებულად გააგრძელებენ ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩვეულებად ქცეულ სიკეთის ქმნას.

არქიმანდრიტი რაფაელი: ადამიანი მოწყობილობას ჰგავს მბრუნავი დისკით: დისკის ცენტრი – ღმერთია, დანარჩენი კი – სამშვინველი, რომელიც გამუდმებით იცვლება, მასში არაფერია მდგრადი და მუდმივი, ის ყოველ წამს რაღაც სხვაგვარი ხდება. ამიტომ ადამიანს, რომელიც გულს სხვა ადამიანს უძღვნის, ავიწყდება, თავისი ბუნებით რისკენ უნდა ისწრაფოდეს და საკუთარ თავს იმედგაცრუებისა და ტანჯვისთვის სწირავს. ის თითქოსდა ბარტყებს კატას უგდებს რბილ თათებში, რომელიც შემდგომ ბრჭყალებს აჩენს და მსხვერპლს სხეულში ასობს. წინასწარმეტყველმა თქვა: „წყეულია კაცზედ მსასოებელი. ჩვენი გული მხოლოდ ღმერთს უნდა ეკუთვნოდეს, სხვაგვარად დავკარგავთ ღმერთსაც და გულსაც.

ალექსი ბერი: ამპარტავნებასაც აქვს განრჩევა თითოეულ კაცში, ზოგი ორთა შუა დგას. რასაკვირველია, აქვს ამპარტავნება, მაგრამ ამასთანავე გრძნობს თავის სიამაყეს, ცნობილობს ამგვარი ხასიათის უშვერებას, ცდილობს, სიმდაბლის გზით ზიზღით განიკითხოს თავის გულის ზვავი თვისება, წუხს და ნანობს. ხოლო არის ისეთი ამპარტავანი, რომელიც მის სიამაყეს საზღვარს არ უდებს, არა აქვს თავის განკითხვა, სრულიად არ ეკარება მას სიმდაბლის ფიქრები, უკადრისობს, თავმოწონებას და დიდ რამედ თავის წარმოდგენას ისე შთაუნთქავს, რომ მისი ბუნებური სისაწყლე და სიგლახაკე ყოვლადვე დავიწყებია და სხვა არსება, რაღაც ცად ამაღლებული ჰგონია თავის თავი. პირველი ადამიანური თვისების სასწორზე დგას და მუშაკია სათნოებისა, ხოლო მეორე ცალმხრივად დამძიმებულა, სწორი მისი ერთ მხარედ ჩაძირულია ქვესკნელად და მას ჰგონია თავის თავი ზეაღფრენილ ყოველ კაცთა უმაღლესად. ესე ვითარი მუშაკი არს საცთურებისა სიბოროტისა; ყოველ ჟამს მოსალოდნელია მის თავზე საფრთხე დასაღუპავი ამპარტავნების საყვარელ ძისაგან, რომელ არს მრისხანება.

скачать dle 11.3