კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიიღო ბერიამ საყვედური სტალინის დაკარგული ჩიბუხის გამო და რატომ ჩაუკაკუნა ბელადმა ხრუშჩოვს თავში

ლავრენტი ბერია უმაღლესი დონის პროფესიონალი, ჭკვიანი და ძალიან გაქნილი ადამიანი იყო, მაგრამ, ზოგჯერ ამლაშებდა ხოლმე, რითაც დიდ ბელადს უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა. 1946 წლის 15 იანვარს, როგორც კი პოლიტბიუროს სხდომა დამთავრდა, სტალინმა ბერია დაიტოვა და უთხრა: „ლავრენტი, შენ, როგორც მთავარ ჟანდარმს, – ზოგჯერ ასე მიმართავდა ხოლმე მას სტალინი პირადი საუბრისას, – გავალებ, იპოვო ჩემი ჩიბუხი, რომელიც ამ დილით საძინებელში ვერ ვნახე. ღამით ვეწეოდი და, სად გაქრა, წარმოდგენა არ მაქვს. სტალინს ჩერჩილის ნაჩუქარი, „დანჰილის“ ფირმის ორი ჩიბუხი ჰქონდა, მაგრამ, მხოლოდ ერთს ხმარობდა. დიდი ბელადის საძინებელში არავინ შედიოდა დამლაგებლისა და თავად სტალინის ან მის მიერ იქ მიწვეული სტუმრის გარდა. ჩიბუხის მოპარვის ფაქტი თითქმის გამორიცხული იყო, რადგან, ყველა, ვისაც კი შეხება ჰქონდა სტალინის დაცვასთან ან მომსახურებასთან, შემოწმებული იყო. ერთი სიტყვით, ჩიბუხი სადღაც იქვე იყო, მაგრამ, ვერ პოულობდა. თუმცა, ბერია ასე არ ფიქრობდა და, მისი ბრძანებით, იმავე საღამოს, სტალინის დამლაგებელი ევგენია მატვეევნა, 60 წელს მიტანებული ქალი, დაკითხეს. მან ქურდობის ფაქტი აღიარა, მაგრამ, ვერ ახსნა, სად წაიღო ნაქურდალი. ბერია სტალინის საამებლად ავანტიურაზე წავიდა და, საბჭოთა დაზვერვის ინგლისური რეზიდენტურის მეშვეობით, მეორე დილას, სტალინს ჩიბუხი მიუტანა, თანაც, დამლაგებლის აღიარებაც დაურთო, სადაც ეწერა, რომ ჩიბუხი იმ ქალს სახლში ჰქონდა გადამალული. სტალინს რომ ეს მოახსენა, სტალინმა უნდობლად გადააქნია თავი, ჩიბუხი შეათვალიერა და თქვა: „ეს ჩემი ნივთი არაა. ნამდვილად „დანჰილის“ ფირმისაა და სათანადოდაც მოგიძველებიათ, მაგრამ, მაინც არაა ჩემი ჩიბუხი“. ბერია გაფითრდა, თუმცა, შეკამათება ვერ გაბედა. ბელადმა კი განაგრძო: „ლავრენტი, ეგ მოხუცი ქალი რომ დაგიპატიმრებია და გამოგიტეხავს ქურდობაში, ხომ არ გგონია, დაგიჯერებ? ის ჩემი ერთგულია, ან, ჩიბუხი რად უნდოდა?! ახლავე დააბრუნე უკან და ეს საზიზღრობები შეწყვიტე!“ ბერია უხმოდ გავიდა კაბინეტიდან, თუმცა, დანა პირს არ უხსნიდა. იმავე საღამოს დამლაგებელი ქალი კრემლში დააბრუნეს, სტალინმა კი მეორე ჩიბუხი გააბოლა (ბერიას მოტანილი მასვე გაატანა უკან). გავიდა ორი დღე, სტალინი საკმაოდ მწყრალად იყო ბერიაზე, არ იძახებდა და ტელეფონითაც აღარ ელაპარაკებოდა.

1946 წლის 19 იანვარს პოლიტბიუროს მორიგი სხდომა იმართებოდა, რომელზეც ბერიაც უნდა მისულიყო. პოლიტბიუროს წევრები ადრე მივიდნენ და სტალინს ელოდნენ. მათ შორის იყო ბერიაც. დიდი ბელადი რომ შემოვიდა, თავისი ადგილი დაიკავა და სხდომაც დაიწყო. სულ რამდენიმე განსახილველი საკითხი იყო და სხდომა მალე დამთავრდა, დასასრულს კი სტალინმა აიღო სიტყვა, მცირე შესავალი გააკეთა და თქვა: „რამდენიმე დღის წინ ჩიბუხი დავკარგე და მისი პოვნა ბერიას დავავალე, მან კი ახალი ჩიბუხი ჩამომიტანა ინგლისიდან და თან უდანაშაულო დამლაგებელი დააპატიმრა „აღიარებით“, რაც ყოვლად შემაძრწუნებელია და ამ საქციელის გამო მას საყვედურს ვუცხადებ თქვენ წინაშე, – შემდეგ სტალინმა ჯიბიდან ჩიბუხი ამოიღო, პოლიტბიუროს წევრებს დაანახვა და განაგრძო – აი, ამხანაგებო, ის „მოპარული“ ჩიბუხი, რის გამოც ბერიამ „აღიარება“ მოიპოვა! ეს ნივთი ჩემი ტახტის უკან შემთხვევით აღმოვაჩინე ამ დილით – როგორც ჩანს, იქ ჩამივარდა“. ბერია თავჩაღუნული იჯდა, ხოლო პოლიტბიუროს დანარჩენი წევრები გასუსულები ისხდნენ. სტალინის წასვლის შემდეგ ყველანი დაიშალნენ. ისე მოხდა, რომ იმ დღეს სტალინთან ვიყავი დაბარებული. დიდ ბელადთან რომ შევედი, ჩემს საქმეს მოვრჩი და გამოსვლას ვაპირებდი, მაგრამ, სტალინმა შემაყოვნა და მითხრა: „არ გაინტერესებს, რას ფიქრობენ შენზე შენი ხელქვეითები?“ სიტყვის თქმაც არ მაცალა, რომ იქვე დასძინა: „მე ეს ძალიან მაინტერესებს და სათანადოდაც ვარ აღჭურვილი“. მე ხმა არ ამომიღია, თუმცა, მშვენივრად ვიცოდი, რომ ოციან წლებში, პირადად სტალინის დავალებით, ერთმა ჩეხმა ინჟინერმა კრემლის  ყველა კაბინეტი (სტალინის კაბინეტის გარდა) და კრემლის მთელი სატელეფონო ქსელი მოსასმენი აპარატურით აღჭურვა, რომლის ცენტრიც სტალინის პატარა ოთახში იყო და მას შეეძლო თავისი ქვეშევრდომების საუბრების მოსმენა როგორც ტელეფონში, ასევე მათ სამუშაო ოთახებშიც. პატარა ოთახში გავედით. სტალინი მოზრდილ მაგიდასთან მივიდა და სკამზე დაჯდა, მე კი იქვე, მეორე სკამზე ჩამოვჯექი. სტალინს გაეღიმა, შემომხედა და მითხრა: „უწესობად კი ითვლება ასეთი რამ, მაგრამ, მათთან სხვაგვარად არაფერი გამოვა. მოდი, გავიგოთ, რა ხდება პოლიტბიუროს წევრების თავში, როდესაც ისინი მარტო ან სანდო ადამიანებთან ერთად არიან, – შემდეგ სტალინმა რაღაც ღილაკს დააჭირა ხელი და თქვა: – აი, თუნდაც, რას აკეთებს ახლა ხრუშჩოვი“. დინამიკში მკაფიოდ გაისმა ნიკიტა ხრუშჩოვის ხმა, რომელიც მკვეთრად გამოხატული ქართული აქცენტით ლაპარაკობდა – აშკარა იყო, რომ სტალინს ჰბაძავდა. სტალინმა ჯერ წარბები ასწია გაოცებისგან, შემდეგ გაეცინა, დინამიკი გამორთო და მითხრა: წამო, ერთი სეირი ვუჩვენოთ მაგ მასხარასო და კაბინეტიდან გავედით. ბელადი ხრუშჩოვის კაბინეტთან შეჩერდა, მომიტრიალდა და მითხრა: ჩუმად მომყევი, არ დავაფრთხოთ და ფაქტზე დავიჭიროთო. სტალინმა მალულად შეაღო კარი და შევედით. ხრუშჩოვი მარჯვენა კუთხეში, დიდ სარკესთან იდგა, მარცხენა ხელი სტალინივით იდაყვში ჰქონდა მოხრილი, მარჯვენაში კი ვითომ ჩიბუხი ეჭირა, თან, საულვაშეზე ისვამდა და სტალინის მანერით, მკვეთრად გამოხატული ქართული აქცენტით ამბობდა: „ყველას დაგხვრეტთ, ყველას, ვინც კი ჩემს ნებას არ დაემორჩილება და წინ გადამიდგება!“ ერთხანს ხრუშჩოვის მატრაბაზობას ვუცქერდით, რომელიც ისე იყო გართული ამ მაიმუნობით, რომ ვერ გვამჩნევდა. სტალინმა უცებ ხმა ამოიღო: „მაინც, ვის დახვრეტას აპირებ ასე სასტიკად, ნიკიტა?“ ხრუშჩოვი მოულოდნელობისგან შეხტა, გაფითრებული შემოტრიალდა და ოფლის სქელ-სქელმა წვეთებმა დაასხა, შემდეგ უეცრად აკანკალდა, თან პატიებას სთხოვდა. სტალინს გაეცინა, ჩიბუხი თავში ჩაუკაკუნა ხრუშჩოვს და უთხრა: „ნიკიტა, სულელო, კიდევ კარგი, რომ სტალინი არ ხარ, თორემ, ვინ იცის, რა საშინელებებს ჩაიდენდი...“

 

სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის, მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით

скачать dle 11.3