კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N12-23(649) 

 

ნათელი იდეები

თვითმფრინავი ნელა დაიძრა და თანაბრად უმატა სიჩქარეს. ვახო სავარძლის საზურგეს მიეყრდნო, გაიზმორა და თვალები დახუჭა.

– უჰ, არ მჯერა, რომ ის ქალი თავიდან მოვიშორეთ. მთელი სიამოვნება ჩაგვაშხამა... ბოლო ორი დღე მაინც, ნერვებზე თამაშობდა.

– რა დააშავა? იქაც გითხარი – უბრალოდ, ძალიან მხიარული და უკომპლექსოა. მგონი, შენი უხეშობა ეწყინა კიდეც.

ვახომ ცოლს ირონიულად გახედა:

– ეწყინა და ცივი წყალი პარიზშიც იშოვება. აბა, მაგას რომ ბილეთი გადაეცვალა და თვითმფრინავში დამენახა, ნამდვილად გავგიჟდებოდი.

– კარგი, რა... ჩვენთან ერთად უნდოდა მგზავრობა, რა არის ამაში ცუდი?

– ცუდი ის არის, რომ ტვინი გაბურღა. ვერ ვიტან ასეთ ქალებს-მეთქი, ხომ გითხარი! ენა არ გაუჩერებია, გაუჩერებლად ლაპარაკობდა, თანაც – სულ სისულელეებს. გეუბნები, მაგას ქმარი მარტო იმიტომ უშვებს უცხოეთში, რომ თვითონ ცოტა დაისვენოს. საცოდავი. არ ვისურვებდი მის  ადგილას ყოფნას. ლამის გადავირიე. შენ რომ მაგას ჰგავდე... ეგრევე გაგეყრებოდი.

– გეხვეწები, არ გინდა. მართლა ნუ ჩამაშხამებ, რაც ვისიამოვნე. მისი შერჩეული პერანგები და ფეხსაცმელები ხომ ძალიან მოგეწონა და ულაპარაკოდაც იყიდე?! რაღაც, არ შემინიშნავს, რომ გაგეპროტესტებინოს.

– იმიტომ, რომ მასთან კამათის თავი არ მქონდა. ისე, ცუდი გემოვნება ნამდვილად არა აქვს – ამასაც ვაღიარებ სამართლიანობისთვის.

ქეთიმ წყრომით შეხედა:

– მაინც არ უნდა გეთქვა ასე უხეშად. რატომ უნდა იფიქროს ჩვენზე ცუდი?!

– ვაიმე, რაც უნდა, ის იფიქროს. საერთოდ არ მადარდებს. ჩვენ იმაზე ვიფიქროთ, რას მოგვართმევენ თვითმფრინავში და რას დავლევთ. მე შამპანურს შევუკვეთავ. შენ?!

– ყავას დავჯერდები. სულაც არ მინდა, თვითმფრინავში გამოვთვრე და არც შენ გირჩევ.

– ნუ გეშინია, თვითმფრინავში უფასო შამპანურს გამოსათრობად არავინ მოგცემს და ეგეთი ტონითაც ნუ მელაპარაკები. ნუ ვიჩხუბებთ ვიღაც ჩერჩეტი ქალისთვის და, კიდევ, თბილისში თუ არ მოძებნი და არ დაუმეგობრდები, ძალიან გამახარებ.

ქეთიმ მხრები აიჩეჩა და არაფერი უპასუხა. კაცი მისკენ გადაიხარა, ლოყაზე აკოცა და ყურში უთხრა: 

– ნუ იბერები... პარიზში ხომ იყავი? ერთი წელი ხომ გეყოფა სატრაბახოდ?!

ქეთის ეწყინა:

– ეგ რაღა სათქმელი იყო? რა შუაშია ტრაბახი? რატომ არ შეგიძლია, გული არ მატკინო?! ბოლოს მაინც ყველაფერი უნდა გააფუჭო.

– გეხუმრე, გოგო, გეხუმრე... – ვახომ ამოიოხრა, ზოგჯერ მგონია, რომ მართლა ასეთი ხასიათი გაქვს.

– მაინც, როგორი „ასეთი“?! – გამოაჯავრა ქალმა, – ახლავე შეწყვიტე. არავითარი კამათი, რომელიც ჩხუბამდე მიგვიყვანს. შევირგოთ.

– კარგი აზრია – შევირგოთ! აი, ამისთვის ღირს დალევა!

***

... თიკომ ოთახის კარი ფეხით შეაღო და ყავის ფინჯნებიანი ლანგარი ფრთხილად დადგა მაგიდაზე.

– ვახო, არა, ბატონო ვახო! – შეუსწორა გიგიმ დამცინავად და ყავით სავსე ფინჯნისკენ ხელი გაიწოდა.

თიკოს არ სწყენია.

– იყოს ბატონი ვახო, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ჰოდა, ამ ბატონმა ვახომ დარეკა, ჩამოვედი და დღის მეორე ნახევარში გეახლებითო... ყველას ჩამოგიტანეთ სუვენირები და არსად წახვიდეთო.

– ვა, შეფიც ასეთი უნდა! – ხელები მოიფშვნიტა გიგიმ, – ასწორებს, როცა უფროსობა შენზე ზრუნავს.

– მე კი ვფიქრობ, რომ ჩვენთვის საჩუქრების ყიდვის იდეა მის ცოლს ეკუთვნის. კაცები ამდენს ვერ ფიქრობენ, – განაცხადა თიკომ და იქვე დასძინა. – ძალიან კარგი გოგოა, ტყუილად კი არ მომეწონა.

– ოჰო, ამისი ვერსია ნახეთ, რა – ქალები ჭკვიანები ვართ, კაცები – სულელებიო...

თიკომ ენა გამოუყო.

– შენ ის ამბავი მოყევი, ჩვენს კლიენტს რომ „აბამდი“, ისე, ვახოს ეს ამბავი არ მოეწონება, – „უკბინა“ გიგიმ.

თიკო გაშრა. გიგიმ ხმამაღლა გაიცინა და თითის ქნევით განაგრძო:

– გეგონა, ვერ შეგნიშნე, თვალებს რომ უჟუჟუნებდი? გადარიე კაცი... ეჰ, ჩემო თიკო, შენ კი გგონივართ მამაკაცები სულელები, მაგრამ, რაღაც-რაღაცეებს ჩვენც ვამჩნევთ. გემოვნება კი გქონია: ფული ბევრი აქვს, შესახედავაც არა უშავს. ნუ, ცოტა გოიმურად კი ეცვა, მაგრამ, ეგ ნაკლი არ არის. მით უმეტეს, ისეთი რესტორნის ფონზე, როგორშიც დაგვპატიჟა. რა თქვა, სხვა ბიზნესებიც მაქვსო?

– ყოჩაღ, საღად აზროვნებ! აბა, უფულო და არავისი ზუკაა და, თანაც, ცხვირწინ გყავს, – ახარხარდა გიგი. 

თიკო გაწითლდა, რაღაც ჩაიბურტყუნა. ოთახიდან უკანმოუხედავად გავარდა. რამდენიმე წუთის შემდეგ უკანვე შემოვარდა, თავის ყავას დაავლო ხელი და კარი გაიჯახუნა.

– ეს ახლა ვახოს ეტყვის ყველაფერს, – თქვა გიგიმ.

– მერე, შენც რას აღიზიანებ. შეეშვი, რა... – ხელი ჩაიქნია ზუკამ, – მით უმეტეს, გთხოვე, ჩემზე ასე ნუ ხუმრობ-მეთქი.

– მერე ვინ გითხრა, რომ ვხუმრობ? თავგამოდებით გმაჭანკლობ – მინდა, ორივე გაგაბედნიეროთ, მაგრამ, ვერ ხედავთ ჩემს სიკეთეს.

– გიგი, არ გინდა, რა! კიდევ ერთხელ გთხოვ, საერთოდ მორჩი ამაზე ლაპარაკს, გაიგე?

– ჰო, გავიგე, გავიგე... – გიგიმ საათს დახედა, – მე რომ ორი საათით გავიდე და მოვიდე, რამე დაშავდება?

ზუკამ მხრები აიჩეჩა:

– მე რას მეკითხები? შენი უფროსი წუთი-წუთზე მოვა.

– ჩემი უფროსი საღამომდე არ მოვა. ჯერ ხომ უნდა გამოიძინოს, თან, მხოლოდ თორმეტი საათია. ის ტიპი თუ მოვა, ჩემი შემკვეთი, ლოგო გავუკეთე და აჩვენე, კომპიუტერს ჩართულს ვტოვებ.

– სად მიდიხარ, ნინის უნდა შეხვდე?

გიგიმ თვალები მინაბა:

– ოო.. ნინის არა, ერთ მაგარ ნაშას. უჰ, ძალიან მაგარია. ორი თვე დამჭირდა შესაბმელად...

– თუ, იმან შეგაბა?

– აუ, ეგრეც არ არის, რა... იცი, რა მაგარი ვინმეა? თუ გინდა, ფოტოებს განახვებ.

ზუკამ ჩაიცინა:

– შენ არ ამბობდი, ფოტოზე ყველა ლამაზიაო? დაგავიწყდა?

– ჰო, უმეტეს შემთხვევაში, ფოტოშოპი ქაჩავს, მაგრამ ეს განსხვავებული ვინმეა. შენც ხომ გაგიმართლა, რას წუწუნებ?

– არ ვწუწუნებ, უბრალოდ, საშინელ გუნებაზე ვარ.

– საყვარელმა გამოგაგდო?

– გეყოფა. ლიზა თბილისში საერთოდ არ არის.

– აჰა, ყველაფერი გასაგებია – ზნაჩიტ, მოგენატრა, არა უშავს, მონატრება ვნებას ამძაფრებს. თუ, შენ ისედაც არ უჩივი ვნების ნაკლებობას?

– ძალიან მივქარე, რომ საერთოდ გითხარი. მომავალში გავითვალისწინებ... შენ კი წადი იმ შენს ნაშასთან, არ დაიღალოს ლოდინით და არ გაგექცეს.

გიგიმ ამოიოხრა:

– ჰო, კარგი. შენი წყენინება არ მიფიქრია. შევრიგდეთ, ხომ იცი, ასეთი ვარ, ღადავისტი.

– ნინის ისევ ღალატობ?

– აუ... ნინი ჯერ ჩემი ცოლი არ არის და როგორ ვუღალატებ?

– შეყვარებული ხომ არის? ერთად ხომ ცხოვრობთ?

– ნუ დამაკონკრეტებინებ, დაკმაყოფილდი მოწოდებული ინფორმაციით – ჩვენ თავისუფალი ურთიერთობა გვაქვს.

– ნინიც რომ შეხვდეს ვინმე მაგარ ტიპს?!

გიგიმ მობილური აიღო და დარწმუნებით ჩაილაპარაკა:

– ნინი არავის შეხვდება.

– ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ? თუ გაიგებს, რომ ასე უპატივცემულოდ იქცევი და ფეხებზე გკიდია... რას იფიქრებს, შენი გართობების შესახებ რომ ეტყვიან? მეეჭვება, მშვიდად შეხვდეს ამ ყველაფერს.

 – ძალიან ნაკლები შანსია, ვინმემ უთხრას, თუ შენ არ გამოიჩენ შემოქმედებით ინიციატივას.

– რა სისულელეა! – ზუკა უსიამოვნოდ შეიჭმუხნა, – ფუ, ჭორიკნობას ნამდვილად არ დავიწყებ, – უცებ ზუკას მობილურმა უცნაური ხმა გამოსცა და ბიჭმა მაშინვე სტაცა ხელი.

– მოგწერა? ესე იგი, კარგ გუნებაზეც დადგები. წავედი, წავედი, ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ.

ზუკამ თავი გადააქნია – ანუ, რა აზრი აქვს შენთან ლაპარაკსო და კომპიუტერს მიუჯდა... შემოსული თიკო მაშინვე არ დაუნახავს. გოგო გვერდით რომ მიუჯდა და მკლავზე შეახო ხელი, მოულოდნელობისგან შეკრთა.

– რა იყო, თიკო?

– პიცა მოიტანეს. იქით დავჭერი. წამოდი, ვჭამოთ.

– რაღაც, არ მშია...

– აბა, მარტო მე შევჭამო იმხელა პიცა? გიგიც წავიდა.

– ჰო, წავიდა... კარგი, გამოვალ. ლაშასაც დაუძახე. სადღაც აქ ტრიალებდა.

– ვნახე და ვუთხარი კიდეც. ხელებს დაიბანს და მოვა. მაინც ბევრია... შენც ჭამე, რა...

– ისე მთხოვ, უარს ვეღარ გეტყვი. ორ წუთში მოვალ.

 თიკომ გაუღიმა. გოგო გავიდა თუ არა, ზუკამ ხელმეორედ წაიკითხა მესიჯი. „ხვალ საღამოს ჩაგეხუტები... რომ იცოდე, როგორ მომენატრე... იმდენი საჩუქარი გიყიდე... უმაგრესი შმოტკები... მოგეწონება. მოვიწყინე და ერთი სული მაქვს, როდის გნახავ... დაელოდე ჩემს ზარს, საყვარელო...“

ზუკამ მობილური ჯიბეში ჩაიტენა და ოთახიდან გავიდა. თიკოს თავის მაგიდაზე სუფრა უკვე გაეშალა, მაგრამ, რატომღაც შემოსასვლელ კართან იდგა, ზურგით... ვის ელაპარაკებოდა, ოთახიდან არ ჩანდა.

– თიკო, ვახო მოვიდა?

გოგომ არ უპასუხა. რამდენიმე წუთში შემობრუნდა, ერთიანად გაწითლებული, ხელში ვარდების უზარმაზარი თაიგულით.

– ვა, თიკო?! ეგ რა არის? დაბადების დღე გაქვს?

– არა... ისე გამომიგზავნეს... იმ ტიპმა, რესტორანში რომ დაგვპატიჟა. გაოცებული ვარ, ნამდვილად არ ველოდი. ვიღაც ბიჭმა მომიტანა. ყვავილები და კიდევ, აი, ეს... – თიკომ ლამაზად შეფუთული კოლოფი დაანახვა.

– ეგ რაღაა?

– წარმოდგენა არ მაქვს. უნდა გავხსნა?

– რა შეშინებული კითხულობ, ბომბი ხომ არ იდება შიგ? გახსენი. მომეცი, თუ გინდა, მე გავხსნი.

ზუკამ შეფუთული გახსნა და წაუსტვინა:

– მე ამეებში დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ, ძალიან ძვირფასი სუნამო უნდა იყოს.

– აუ... კიი, ბოლოა...

– ბოლო რას ნიშნავს, გოგო, – გაიცინა ზუკამ, – ან, რატომ გიჟდებით ეს ქალები სუნამოებზე... აუცილებლად ბრენდი უნდა გესხას?

– ჰო, აბა, რა, იაფფასიანი სუნამოთი ხომ არ ავყროლდები?! „ბოლო“ იმას ნიშნავს, რომ „ნოუ ჰაუა“. ჯერ მაღაზიებშიც არ შემოუტანიათ წესიერად. რა მაგარია! უხერხული არ იქნება, უკან რომ არ დავუბრუნო და დავიტოვო?!

– დაბრუნება უფრო უხერხული იქნება. ადამიანს პატივისცემა უნდა და, უკან თუ დაუბრუნებ, იფიქრებს, არ მოეწონა და დამიწუნაო.

თიკო დაფიქრდა.

– თან, აშკარად ძალიან მოგეწონა, – განაგრძო ზუკამ.

– ჰო, ჩემი ნახევარი თვის ხელფასი მაინც ღირს... მაგ კაცს ახლოს იცნობ?

– ჩვენი კლიენტია. რა იყო?!

– ცოლი ჰყავს, ხომ?

– მგონი, ჰყავს. გულახდილად რომ გითხრა, არ დავინტერესებულვარ, კაცებს ასეთი დეტალები არ გვაინტერესებს. რაო, ხომ არ მოგეწონა?

– არა, უბრალოდ, თუ ცოლი ჰყავს, არ უნდა გამოეგზავნა. მე არ მომეწონებოდა, ჩემს ქმარს ვინმესთვის თაიგული და სუნამო რომ გაეგზავნა საჩუქრად.

– ო, ეს ქალები და თქვენი ახირებები! სუნამო და თაიგული რა საჩუქარია, მანქანა  ხომ არ უყიდია? შეგაწუხა რამდენჯერმე და ამით გადაგიხადა მადლობა – სულ ეს არის.

– ვითომ? – თიკომ სუნამო გახსნა, დაყნოსა და სიამოვნებისგან თვალები მინაბა.

– ისე, იქ, რესტორანშიც რაღაცნაირად მიყურებდა.

– თიკო, ნუ იფიქრებ იმაზე, რაც არ ყოფილა. რატომ იცით ქალებმა არაფრისგან რაღაცის შექმნა? საშიშია ეს, დამიჯერე!

– გმადლობ რჩევისთვის, – თიკო ნაწყენი სახით შებრუნდა და მაგიდასთან მივიდა. ზუკა მიუახლოვდა და თმაზე გადაუსვა ხელი:

– ნუ ბრაზობ, ძალიან გთხოვ. შენი წყენინება არც მიფიქრია. მართლა კარგი გოგო ხარ.

– ჰო?! ამას გულწრფელად ამბობ?

– რა თქმა უნდა.

თიკომ ჩანთა აიღო, გახსნა და საფულიდან ორი ბილეთი ამოიღო:

– მაშინ, გულწრფელობისთვის პრიზი გეკუთვნის: კინოში გეპატიჟები საღამოს – პრემიერის მოსაწვევებია. დაქალი მუშაობს ადმინისტრაციაში და გამომიგზავნა. წამოხვალ?

ზუკამ უმწეოდ მიმოიხედა.

– უარს მეუბნები? – გაოცდა თიკა.

– არა, წავიდეთ, რა პრობლემაა... უბრალოდ... – ბიჭს ენა დაება.

– თუ სხვა გეგმები გაქვს საღამოსთვის, მითხარი, არ მეწყინება.

– არა, არა, წავიდეთ.

გოგოს თვალები გაუბრწყინდა:

– შენი მანქანით წავალთ, ხომ?

– ჰო, ოღონდ, გიგის არ უთხრა, კარგი? – სთხოვა ზუკამ.

– არ ვეტყვი, რადგან ასე გინდა. პრინციპში, რატომ უნდა ვუთხრათ, ჩვენი საიდუმლო იყოს.

– საიდუმლო არაფერ შუაშია, უბრალოდ, გიგის ამბავი რომ ვიცი, კუდს გამოაბამს და არ მაქვს მაგისი ღადავის ნერვები.

თიკომ თავი დაუქნია და პიცის მოზრდილი ნაჭერი პირისკენ გააქანა... სიხარულს ვერ მალავდა, ბიჭმა უარი რომ არ უთხრა კინოში გაყოლაზე...

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3