კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მინდა, შევიძინო ავტომობილი დიზელზე, დაახლოებით 5 000-6 000 დოლარის ფარგლებში, გამძლე და პრაქტიკული, ძალიან მომწონს „სააბი”, რომელსაც, ამბობენ, რომ კარგი ძრავა აქვს. თქვენ რას მირჩევთ?  

პასუხი: „სააბი” საკმაოდ კომფორტული, არასტანდარტული და თავისებური დიზაინის ავტომობილია. მისი ძრავა მართლაც გამძლეა, რადგან, საავიაციო ქარხანა ამზადებს, რაც ნიშნავს, რომ, გამორიცხულია, გიმტყუნოთ. მაგრამ, საკმაოდ რთული იქნება საქართველოში მისი სერვისი. ჩვენში ამ ავტომობილის შესახებ ნაკლებად თუ იცის ვინმემ. ამიტომ სათუოა დააინტერესოს ვინმეს კონკრეტულად ამ ავტომობილისთვის ნაწილების შემოტანა, რადგან აქ ცოტა დადის და ბიზნესის კუთხით არ არის გამართლებული. თუმცა, უნდა ითქვას, კონსტრუქციულად ძალიან ახლოს არის გერმანულ ავტომობილებთან და, რიგ შემთხვევებში, ზოგჯერ პირდაპირ, ზოგჯერ გადაკეთებით, მათი დეტალები ერთმანეთზე მიდის. პრობლემა ისეთი ადამიანის პოვნაა, რომელიც ამას მოახერხებს. ამიტომ, თუ ახირებული არ გაქვთ ამ მოდელის შეძენა, უმჯობესია, ისეთ ავტომობილებზე იფიქროთ, რომელიც საქართველოში ხშირია. რაც შეეხება დიზელის ძრავას, ვერაფერი შეცვლის იაპონურ დიზელს, მაგრამ, საკმაოდ რთული საშოვნელია და, თან, შედარებით ძვირი ღირს. ევროპაში იაპონური დიზელისძრავიანი ავტომობილები თითქმის არასდროს ფუჭდება, ამიტომ, ბოლომდე „წურავენ“ მის სიცოცხლეს, ამერიკაში კი დიზელის მსუბუქი ავტომობილები არავის სჭირდება და, შესაბამისად, შეძენა გაგიჭირდებათ. ამიტომ მივედით იმ დასკვნამდე, რომ უნდა მივადგეთ გერმანულ დიზელებს, რომელთა შორისაც ამ შემთხვევაში გირჩევდით „გოლფის” ან „აუდის” რომელიმე მოდელს. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ მათ შორისაც არსებობს უფრო კარგი და ნაკლებად გამომდგარი მოდელები, გამომდინარე კუბატურის და საწვავის მიწოდების სისტემიდან. თუ თქვენს გემოვნებას მოერგება შედარებით დიდი ხნის მანქანა, მაშინ, იდეალური ვარიანტი იქნებოდა „მერსედესის” რომელიმე მოდელი. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „გოლფ 4” „ჯეტეი” სისტემით, რომელზეც შევცვალე დისკები და საბურავები – ეყენა თხუთმეტიანები და  დავაყენე ჩვიდმეტიანები. მეჩვენება ან მართლა მოხდა, რომ ავტომობილის სიმძლავრემ გაცილებით დაიკლო. ეს რამე დამთხვევაა თუ, შეიძლება, საბურავებისა და დისკების შეცვლა სიმძლავრესთან იყოს კავშირში?

პასუხი: საბურავების დიამეტრი პირდაპირპროპორციულად უკავშირდება ავტომობილის სიმძლავრესა და აჩქარებას. რაც უფრო დიდი დიამეტრისაა დისკი (მით უმეტეს, თუ წონაშიც მძიმეა), მით უფრო უჭირს ძრავას მისი ბრუნვაში მოყვანა, შესაბამისად, უარესდება აჩქარება და გვექმნება შეგრძნება, რომ სიმძლავრე არ გვყოფნის. თუ გინდათ, აჩქარება იგივე ჰქონდეს, უნდა დაუბრუნოთ პირვანდელი ზომის დისკები, ხოლო, თუ პრიორიტეტს სილამაზესა და უკეთეს მანევრზე აკეთებთ, კომპრომისი სიმძლავრეში უნდა გააკეთოთ.

კითხვა: მყავს „აუდი ა3”, რომელიც აღჭურვილია დაკიდების სპორტული სისტემით და ძალიან დაბალი და უხეშია. ამიტომ, თითქმის ყველგან ვედები და ზოგადად ძალიან მიჭირს თბილისში სიარული. რა შეიძლება გავაკეთო, რომ ძალიან ძვირი არ დამიჯდეს და ჩვენს გზებს მოერგოს, ანუ, რა და როგორ შევცვალო?

პასუხი: სპორტული დაკიდების სისტემა სხვადასხვანაირი არსებობს. თუ კარგი სისტემაა, მინიმუმ, მას სიმაღლეების დასარეგულირებელი ექნება. ეს არის ზამბარის ქვეშ მოთავსებული რგოლი, რომელიც ბრუნვით იცვლის სიმაღლეებს ან სპეციალური ქვერგოლი, რომელიც, ასევე, იცვლის სიმაღლეებს, მაგრამ, არა ბრუნვით, არამედ, ამ ქვერგოლის ფიქსაციით. თუ კიდევ უფრო უკეთესი დაკიდების სისტემაა, მას უნდა ჰქონდეს სირბილისა და სიუხეშის დასარეგულირებელი სპეციალური გადასართველი. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ სპორტული დაკიდების სისტემა მხოლოდ მოკლე და უხეში ზამბარებით შემოიფარგლება (რაც ხშირ შემთხვევაში გვხვდება), მაშინ, მხოლოდ ზამბარების შეცვლა დაუბრუნებს მას ქარხნულ ინსტალაციას. ზამბარების შეძენა შესაძლებელია საკმაოდ იაფად, მეორადი ნაწილების ბაზრობაზე და არც მათი შეცვლა ჯდება ძალიან ძვირი. 

კითხვა: როგორ მივხვდე, ავტომობილის ძრავას პრობლემების დროს, რა სიმპტომები აჩვენებს მის გაუმართავ მუშაობას?

პასუხი: პირველი ნიშანი: თუ დილით ავტომობილს ქოქავთ და ზეთის მაჩვენებელი ინდიკატორი არა მაშინვე, არამედ, რამდენიმე წამის შემდეგ ჩაქრა, ეს იმას ნიშნავს, რომ ძრავა, მისი შიდა დეტალები უკვე საკმაოდ გაცვეთილია; მეორე ნიშანი: დილით დაქოქვისას, როდესაც ძრავა ცივია, ის გამოსცემს ცივი წკრიალის ხმას, ეს ხმა სულ რამდენიმე წამს გრძელდება, მერე კი იდეალურად იწყებს მუშაობას და მთელი დღე არანაირ ხმას აღარ უშვებს. ეს ნიშნავს, რომ ძრავა სულ მალე გამოვა მწყობრიდან, თუკი დროულად არ მიხედავთ. დროული მიხედვა კი კარგი ხარისხის ზეთის ჩასხმაა. მესამე ნიშანი: უკვე იმ დროს იჩენს თავს, როდესაც ძრავას სერიოზული პრობლემა აქვს და ეს ხდება უკვე ავტომობილის, ანუ ძრავას გათბობის შემდეგ ამ დროს ზეთი თხელდება, გათხელებული ზეთი ვეღარ ავსებს გარკვეულ დეტალებში გაჩენილ ღრიჭოებს, ამ ღრიჭოების არსებობა კი უკვე სერიოზული პრობლემაა და საშუალო ბრუნებზე (2 500-დან 3 500 ბრუნამდე) აქვს ყრუ წკრიალის, არა ცივი, არამედ, მოგუდული კაკუნის ხმა. რაც უკვე ნიშნავს, რომ ძრავა მწყობრიდანაა გამოსული და სხვა რაღაცაზე დაბრალება აღარ გამოვა. ავტომობილი იმწამსვე უნდა გააჩეროთ და გადაიყვანოთ პროფილაქტიკაში.

კითხვა: მყავს „სუბარუ ფორესტერი”. კომპიუტერზე შევაერთებინე და დიაგნოსტიკაზე მაჩვენა, რომ დეტონაციის სენსორი მწყობრიდან იყო გამოსული. სად დგას ეს დეტონაციის სენსორი, რას აკეთებს, რამდენად მნიშვნელოვანია მისი შეცვლა? ხელსაწყოების დაფაზე არც ერთი ნიშანი არ ინთება და ავტომობილიც ჩვეულებრივად დადის.

პასუხი: დეტონაციის სენსორი არის მოწყობილობა, რომელიც კომპიუტერს აწვდის ინფორმაციას, რამდენად სუფთად ხდება წვა ავტომობილის ძრავაში, რის მიხედვითაც კომპიუტერი განსაზღვრავს, რა დოზით მიაწოდოს საწვავი ძრავას და რა რეჟიმით შეცვალოს ნაპერწკლის მიწოდება. ანუ, საწვავის ხარისხიდან გამომდინარე, კომპიუტერი ცდილობს, მიიღოს მაქსიმალური ეფექტი და არ მოხდეს ძრავაში დეტონაცია, რაც ძრავას დეტალების დაზიანებას იწვევს. უკეთ აღქმისთვის, თუ რა არის დეტონაცია, აგიხსნით, რომ ეს არის ის წკრიალის ხმა, რასაც ცუდი საწვავის ჩასხმის დროს „კლაპნების ხმას” ვეძახით. ზემოჩამოთვლილიდან გამომდინარე, ავტომობილი, სრულად ან ნაწილობრივ, ავარიულ რეჟიმში იმუშავებს და, შესაბამისად, მინიმუმ, უფრო მეტ საწვავს მოიხმარს, ვიდრე მოიხმარდა. ანუ, ამ სენსორის გამოცვლა კარგი იქნებოდა. ხოლო, რაც შეეხება მის ადგილს, სენსორი განთავსებულია ძრავას ქვედა ნაწილის უკანა მხარეს, სადაც ის ერთი ჭანჭიკით („ბოლტით”) არის მიმაგრებული და მისი მოხსნის დროს არც წყალი დაიღვრება, არც ზეთი და, ამიტომ, მისი მოხსნა არ გაგიჭირდებათ.   

скачать dle 11.3