კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ჟღენტი

ჟღენტი გურული წარმოშობის გვარია. ამ გვარის ხალხი ჩოხატაურში, ოზურგეთსა და თბილისში ცხოვრობს. ადრე აზნაურები იყვნენ.

გადმოცემის მიხედვით, გვარი რომაული წარმოშობისაა. მეფე გუბაზმა ბიზანტიელთა დახმარებით სპარსელთა ლაშქარი მოიგერია. ზოგი რომაელი ლეგიონერი საქართველოში დაქორწინდა და საცხოვრებლად აქვე დარჩა. მათ გვარად ჯღენტი დაირქვეს. შემდეგ გვარის პირველი ასო შეიცვალა და ჟღენტი გახდა.

ჯერჯერობით უცნობია, რას ნიშნავს გვარის ფუძე ჟღენტ.

ზოგიერთმა რომაელმა ლეგიონერმა კი გვარად ღლონტი და ჯიბუტი აიღო.

საქართველოში 3 335 ჟღენტი ცხოვრობს: თბილისში – 1 154, ჩოხატაურში – 480, ოზურგეთში – 378. არიან სხვაგანაც.

თაყაიშვილი

მამაკაცის საკუთარი სახელი თაყა შუა საუკუნეებიდან გვხვდება.

„თაყა-ნაზირი, მოწმე იარალის მიერ მელიქსეთაშვილისთვის მიცემული ყმების ნასყიდობის წიგნისა“ (1683 წელი).

„თაყასგან ნასყიდი პარტახტი ვახუშტი აბაშიძემ შესწირა კაცხის მონასტერს“ (1550-1570 წლები).

თავადი (მებატონეები) თაყაიშვილები სათავეს იღებენ ბარათაშვილებიდან. ბარათაშვილები – თაყაიშვილები იხსენიებიან 1661 წლიდან.

თაყაიშვილები ჩანან ანდრონიკაშვილებთანაც: „თაყაიშვილი-ანდრონიკაშვილი ანდრია“.

თაყაიშვილებიდან წარმოშობილებად ჩანან ქვემო ქართლში თაყინაშვილები, თაყნიაშვილები. ასევე, თაყაიშვილებიდან გაჩნდა გვარი თაყაძე.

სალუქვაძეების გვარიდან მომდინარეობენ თაყაიშვილები. გურიაში თაყაიშვილები სახაზინო აზნაურები ყოფილან.

დაფიქსირებულია, ასევე, გვარები: თაყოშვილი, თაყუაშვილი.

საქართველოში 197 თაყაიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 126, ბორჯომში – 18, კასპში – 10. არიან სხვაგანაც.

გადაბაძე

გადაბაძე მცირერიცხოვანი გვარია. 1840 წელს, საბჭოს აღწერაში, რაიონსა და სოფლებში გვარი გადაბაძე დაფიქსირებული არ არის.

წინაპართა გადმოცემით, გადაბაძის წინარე გვარი ყოფილა გარდაფხაძე. სვანეთიდან მათი წინაპარი მესისხლეობას გამოჰქცევია, სოფელ ტვიშში დასახლებულა და გვარის ფორმა შეუცვლია.

გარდაფხაძე დიდებული გვარია. სუფიქსი ფხა/ფხე ქალის სახელზე მიანიშნებს. გვხვდება სხვა გვარებშიც.

საქართველოში 112 გადაბაძე ცხოვრობს: თბილისში – 52, ამბროლაურში – 23, ლანჩხუთში – 15. არიან სხვაგანაც.

პავლიაშვილი

გვარის ფუძეა ეპონიმური სახელი პავლე. პავლე წინაპრებს „უსესხებიათ“ და მისგან შექმნილა გვარები: პავლაშვილი, პავლაძე, პავლიაშვილი. ეს სახელი სხვა ხალხებშიც გვხვდება და მათგან ნაწარმოებია გვარები: პავლევანოვი, პავლიადი, პავლენკო, პავლიუკი, პავლოვი, პავლოვსკი. სხვა ფორმები იმიტომ მოვიხმეთ, რომ ქართველი მკითხველი დავარწმუნოთ, რომ არა მარტო ქართველები სესხულობენ სახელებს (სიტყვებს) სხვებისგან, არამედ, სხვებსაც აქვს ნასესხები ქართველებისგან.

პავლე ლათინურად პატარას, მცირეს ნიშნავს. ფუძეა პაულუსი, რომელიც ევროპის ხალხებში სახელადაც გვხვდება და გვარადაც. მისგანაა წარმოქმნილი ქალის სახელები პავლა და პოლინა.

ქართულში გვხვდება პავლეს კნინობითი ფორმები – პალიკო, პავლია. ამ უკანასკნელისგან მოდის გვარი – პავლიაშვილი.

1521 წლის ქვემო ქართლის აღწერაში გვხვდება გვარები პავლესშვილი და პავლიაშვილი.

გვარი პავლიაშვილი მოხსენიებულია 1523 წელს, ბარათაშვილთა გაყრის წიგნში. „ერთწილად, 1523 წელს მიხუდა გერმანოზს...“ – ლაპარაკია ფეოდალ გერმანოზ ბარათაშვილზე. გერმანოზმა აწარმოა გვარი გერმანოზიშვილი:  „გერმანოზის და მისი ძმათა პავლიაშვილთა...“

1718 წელს პავლიასშვილი წმინდა ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნშიცაა მოხსენიებული.

პავლიაშვილები ენაგეთში (სოფელი თეთრი წყაროს რაიონში) და სხვაგანაც აზნაურიშვილებად მოიხსენიებიან.

1818 წელს წინწყაროში მოიხსენიება მღვდელი დიმიტრი პავლიაშვილი.

საქართველოში 2 895 პავლიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 777, გორში – 681, სიღნაღში – 189. არიან სხვაგანაც.

კუჭაიძე

გვარი მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – კუჭა.

ჩვენს ხელთ არსებული მასალების მიხედვით, გვარი მეთხუთმეტე საუკუნიდან ჩანს, მაგრამ, არქიტექტონიკის მიხედვით, ის მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებს უნდა განეკუთვნებოდეს.

მეთხუთმეტე საუკუნის ერთ საბუთში, რომელიც „მეჭურჭლედ წოდებულ ხელისუფალს“ ეხება, ვკითხულობთ: „... დაგიწერეთ და მოგახსენეთ დაწერილი ესე მე, კუჭაისძემან მიქაელ და ჩემმან ძმისწულმან და ჩემმან შვილმან ცოტნე და გოგიამან, შვილთა და მომავალთა ჩემთათა, თქვენ ხევსა და ბალსა ზემოცა და ატკვერს ქვემოთაც, მას ჟამსა, ოდეს სეტიასა მოვედი... და მოგახსენეთ და შევწირეთ უფნაშის მონასტერი სეტისა მთავარმოწამესა, მისითა შესავლითა ყოვლითა, მთითა, ბარითა, გლეხითა, ველითა, სამართლიანითა მზღვრითა, მკვიდრად და სამამულოდ... აწ რაგვარიც თქუენგან შეწყალებულსა მართებდეს, თქუენსა მეჭურჭლესა მართებდეს... არა გავნოთ, არა გიღალატოთ, და თუ ესე დაწერილი საქმეთა არ გაგითავდეთ – თქვენი ხელი და მეჭურჭლეობა, რაიცა მთავარმოწამისათვის შემომიწირავს თქუენ ხევსა დაგრჩომოდეს“ („სვანეთის საისტორიო ძეგლები“).

მეთხუთმეტე საუკუნის ერთ „დაწერილში“ ჩანს, რომ გლეხები ჰყოლია უფნაშის (სოფელ აცის) მონასტერს, რომელიც კუჭაისძეთა კუთვნილებას შეადგენდა.

ივანე ჯავახიშვილს საყურადღებო საბუთი აქვს აღწერილი, რომელიც იმერეთის მეფე ალექსანდრეს ეხება. იქ მოთხრობილია, რომ რაჭა-ლეჩხუმის თავადს, სარგის ჯაფარიძეს, კუჭაისძესა და ლაშხიშვილს, სვანეთის მცხოვრებთათვის, შურისძიების მიზნით, შვიდი წლით სრული გზა შეუკრავთ. უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდნილ სვანებს დადიანის შუამავლობით მეფე ალექსანდრესთვის დახმარება და შველა უთხოვიათ.

მეორე საბუთის მიხედვით, სვანეთში კუჭაიძეთა და ჯაფარიძეთა შორის მტრობა ჩამოვარდნილა. სრულიად საქართველოს დაყოფამ ცუდად იმოქმედა მხარეებზე: გაწყდა ეკონომიკური კავშირები, მოიშალა სავაჭრო გზები. მესხეთის ჩამოშორებამ დანარჩენ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა შეუსუსტა, ხოლო სვანეთივით მიყრუებულ კუთხესაც კი, როგორც სვან ჯაფარიძეთა და კუჭაიძეთა მტრობის შესახებ ცნობებიდან ცხადი შეიქმნა, იმერეთ-გურიისა და ქართლ-კახეთის გარეშე, ადამიანური ცხოვრება არ შეეძლო.

კუჭაიძე მოიხსენიება სვანთა და ჯაფარიძეთა შორის სასისხლო დავის გარიგების წიგნში, 1503 წელს.

„კუჭაიძე კაციასგან უყიდია გაენათელ ნიკოლოზწმინდელ გედეონ ლორთქიფანიძეს მაჭუტოური მამული“, – აღნიშნულია გედეონის მიერ გაენათის ღმრთისმშობლისთვის მიცემულ შეწირულობის საბუთში, 1664 წელს.

საქართველოში 170 კუჭაიძე ცხოვრობს: თბილისში – 102, დუშეთში – 15, თეთრი წყაროში – 10. არიან სხვაგანაც.

 აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3