კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ურთიერთობა ჰქონდა ბერასთან ნინა სუბლატს და რა გამოცდილება მიიღო მან ჯერ კიდევ პატარა ასაკში

პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ ერთ-ერთმა მონაწილემ, ნინა სუბლატმა პირველივე გამოსვლისთანავე შეძლო მსმენელის მოხიბვლა. ნინა 18 წლისაა. ახლახან დაამთავრა სკოლა და მომავალში სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას გეგმავს. ვისაც გსურთ, მისი პროექტში დარჩენა, დაუმესიჯეთ ტელეფონის ნომერზე: 093 700 008.

ნინა სუბლატი: უპირველეს ყოვლისა‚ ამ პროექტმა დიდი გამოცდილება მომცა. ძალიან დატვირთული რეჟიმით ვმუშაობთ, რაც მომავალში ბევრ რამეში შემიწყობს ხელს. დილიდან საღამომდე ვშრომობთ, ვშრომობთ და მერე კონცერტი გარკვეული შეჯამებაცაა, სადაც ვსწავლობთ საკუთარი თავის სწორად წარდგენას, რადგან‚ შეიძლება‚ ერთი ისეთი შეცდომა დაუშვა, მთლიანად ჩაგძიროს, აუტსაიდერში მოხვდე, ან საერთოდ გავარდე. 

– ანუ, ფიქრობ, აუტსაიდერში მოხვედრა ხშირად თქვენს შეცდომებზეა დამოკიდებული? 

– ხალხი იმ შეცდომებსაც კი ხედავს, რაც არ დაგიშვია და მით უმეტეს‚ ერთი შეცდომაც თუ დაუშვი, ეს ისე მოქმედებს, შეიძლება, მთელი კვირის ნაშრომი წყალში ჩაგეყაროს. ამ პროექტმა მომცა გამოცდილება, პოპულარობა, რომელზეც დიდად არ ვოცნებობდი, მაგრამ მაინც ძალიან კარგია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხალხს ვუყვარვარ, მაფასებენ და რაღაცას ელოდებიან ჩემგან. ვისწავლე საკუთარი თავის ფასი, რადგან აქამდე არ მქონია ასეთი გამოცდილება, იმის საშუალება, დიდ სცენაზე დავმდგარიყავი. ახლა, შედარებით, კარგად ვიცი ყველაფერი და შეცდომებიც უფრო ნაკლებად მომდის. ზოგადად, კი ვიყავი თავდაჯერებული, მაგრამ არ ვიცოდი‚ ამდენი შესაძლებლობა თუ მქონდა. 

– ანუ‚ ამ აჩქარებულმა რიტმმა გარკვეული რეჟიმი ჩამოგიყალიბა? 

– კი. თუმცა ის, რომ არაპუნქტუალური ვარ, ვერ გამოვასწორე – ყველგან, ყველასთან ვაგვიანებ. ამასთან დაკავშირებით სულ პრობლემაა. მაგრამ, მივეჩვიე უფრო მეტ მუშაობას და როცა ვისვენებ, არ მჯერა, მგონია, რომ კიდევ რაღაც უნდა გავაკეთო. კარგია რეჟიმში ყოფნა, რადგან ძირითადად, გაზარმაცებულები ვართ და ეს ხელს შემიწყობს, პროექტის შემდეგაც არ მოვდუნდე და იმავე რიტმში გავაგრძელო ჩემი საქმე. 

– დაახლოებით წარმოდგენილი გაქვს‚ როგორი იქნება პროექტის მერე შენი ცხოვრება? 

– კონკრეტული გეგმები არა, თუმცა‚ რაღაც იდეები მაქვს. მინდა‚ საკუთარი ბენდი შევქმნა, საინტერესო მუსიკა გავაკეთო. მერე‚ ყოველ შემთხვევაში‚ ვეცდები‚ რამენაირად უცხოეთში მოვხვდე. რა თქმა უნდა‚ ეს მუსიკალურ სფეროს ეხება, რადგან სხვა არაფერი მეხერხება ისე კარგად, როგორც მუსიკა. 

– კარგად არა, მაგრამ საშუალო დონეზე სხვა რის კეთება გეხერხება? 

– ხატვა მეხერხება, ოღონდ ცუდად ვხატავ და არ ვიცი‚ საერთოდ მოვხვდები თუ არა აკადემიაში. კონსერვატორიაში ვერ ჩავაბარებ, რადგან ოპერის მომღერალი მე ვერ ვიქნები, პიანისტი გამოვიდე? – არც ეს მინდა. მოკლედ‚ ყველაზე ახლოს; რაც იყო ხელოვნებასთან, ეს ხატვაა და სამხატვრო აკადემია. საბოლოოდ ვარჩიე ხატვა, რადგან მახსოვდა, ბავშვობაში ვხატავდი. ყოველ შემთხვევაში‚ ნორმალურად ვხატავ, ძალიან კოშმარულად  არა. 

– როგორ ცხოვრობდი კონკურსამდე? 

– ერთი წელი საკმაოდ დაკავებული გრაფიკი მქონდა, შემდეგ გავხდი აბიტურიენტი და მაშინაც დაკავებული ვიყავი. ბერასთან რომ ვიყავი სტუდიაში, მაშინ ყოველდღე გვქონდა მეცადინეობა. მერე ისევ მოვეშვი, გართობაზე გადავერთე. მაგრამ, ახლა ისევ ჩავჯექი რეჟიმში. ბერასთან სტუდიაში გვყავდა პედაგოგები, რომლებთანაც მასტერ-კლასებს გავდიოდით, გვასწავლიდნენ ვოკალს, ქორეოგრაფიას. ბერასთანაც ყველას მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. სხვათა შორის‚ მარიკო ლეჟავაც ჩვენთან ერთად იყო. მერვე თუ მეცხრე კლასიდან ვიცნობთ ერთმანეთს და იმის მერე ერთად ვართ.  

– გუშინ იან გილანს შეხვდით (ინტერვიუ ჩაწერილია 5 ივნისს – ავტორი)...

– იქიდან გამომდინარე, რომ დედაჩემი და მამაჩემი მელომანები იყვნენ, ბავშვობაში სულ მესმოდა ასეთი მუსიკა. რომ შევხვდი, ვიფიქრე‚ დედაჩემს წავუღებ ავტოგრაფს-მეთქი. მერე, რომ გამოვედი შეხვედრიდან, იმდენი ხალხი ელოდებოდა ავტოგრაფებს, თან საათობით, აეროპორტში დახვდნენ... მაშინ ვიფიქრე: ვის შევხვდი-მეთქი... „დი ფარფლის“ ტური გვაქვს და ყველას სათითაოდ მოგვიყვა სიმღერებთან დაკავშირებით თუ რამე ისტორია ჰქონდა, ან როგორ უნდა იმღერო და ასე შემდეგ. ექვსივეს სათითაოდ გაგვესაუბრა. 

– თავისუფლების მოყვარული და მებრძოლი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ.

– თავისუფლება ძალიან მიყვარს, ყოველთვის ვცდილობ‚ რაღაცეები ვაკეთო, მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ ეს რაღაცეები თავისუფლებაში გადადის. ვფიქრობ: ძლიერი ვარ და მიყვარს დაბრკოლებები. ისეთი ხასიათი მაქვს‚ ყველაფერს ვეგუები, შესაბამისად‚ როცა დაბრკოლება მხვდება, მას დაბრკოლებად აღარ აღვიქვამ. ძალიან თავისუფალი ვარ, მიყვარს‚ როცა რაღაცეებს ვაგვარებ, რადგან ძირითადად, სწორად ვჭრი პრობლემებს. 

– მითხარი‚ ყოველთვის ვცდილობ‚ რაღაცეები გავაკეთო, მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ ეს რაღაცეები თავისუფლებაში გადადისო. რას გულისხმობდი? 

– ზღვარს დიდად არ გადავდივარ, ყველაფერი ისე გავაკეთე‚ როგორც უნდა გამეკეთებინა. შეიძლება‚ ცოტა ადრე მომიწია ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ კმაყოფილი ვარ, რადგან დიდი გამოცდილება მივიღე. 

– რას გულისხმობ – ყველაფერში? 

– ამაზე არ მინდა საუბარი. ისეთი რაღაცეები მაქვს გაკეთებული, სხვამ 30 წლის ასაკში რომ გააკეთოს, შუბლში შემოირტყამს ხელს: ეს როგორ გავაკეთეო. მე ახლა გავაკეთე და არც ვნანობ. შეცდომები ისეთია‚ მოდის და მიდის – მისი გადატანა 15 წლის ასაკში ბევრად მარტივია, ვიდრე 30 წლის ასაკში, როცა ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. საერთოდ, არაფერს ვნანობ და მით უმეტეს‚ ისეთ რამეს, რისგანაც რაღაცას ვსწავლობ, გამოცდილებას ვიღებ. ისეთი რაღაცეები ვიცი, დედაჩემი, რომ დაჯდება იტყვის: უიმე, ეს რა გავაკეთე, ამხელა ქალი ვარო. რისკზეც  ყოველთვის მივდივარ და არც ვნანობ. 

– შენს შეყვარებულზეც მომიყევი. დიდი ხანია‚ ერთად ხართ? 

– მარიკო ლეჟავას ივენთზე დავინახეთ ერთმანეთი, ადრე ერთ სკოლაში ვსწავლობდით, 2 წლით არის ჩემზე უფროსი. მაშინ პატარა, ბაჭაჭყანა ბავშვი ვიყავი, არ ვუყურებდი ამ ბიჭს. ივენთზე ვნახე და ვიფიქრე: რა კარგი ბიჭი გამხდარა-მეთქი. იმასაც უფიქრია: უი, რა კარგი გოგოაო. კარგ „ვიდზე“ ვიყავი. მოკლედ‚ საერთო მეგობრები გვყავდა ბევრი, გავიცანით ერთმანეთი. მერე „ფეისბუქში“ მომწერა, შევხვდით მეგობრების წრეში და ბუნებრივად ჩამოყალიბდა ურთიერთობა, რადგან ერთმანეთი ძალიან მოგვწონდა. ერთი წელია‚ ერთად ვართ. 

– როდესაც გვერდით საყვარელი ადამიანი გყავს, ეს ძალიან დიდი სტიმულია. 

– დიდი სტიმულია, მით უმეტეს, ისეთ პერიოდში, როცა შენს საქმეში ცდილობ‚ რაღაცას მიაღწიო. ვფიქრობ‚ განსაკუთრებით ხელოვანს სჭირდება გვერდით საყვარელი ადამიანი, რადგან ბევრ რაღაცას გივსებს, გეხმარება და ენდობი. იცი‚ ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლია‚ რჩევა ჰკითხო. ახლაც ჩემს გვერდითაა, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მცალია, ვერ ვნახულობ, მაინც მხარში მიდგას. 

– ცოტათი მაინც არ აპროტესტებს? 

– ძალიან ცოტათი. თავიდან გააპროტესტა, რადგან სულ ერთად ვიყავით – დილიდან საღამომდე და მიჩვეული არ იყო ასეთ რეჟიმს. რომ მიხვდა: დღეში ერთი საათით თუ ვნახავდი, მერე აღარ მოეწონა. მაგრამ, მიცნობს და იცის, რომ ჩემი საყვარელი საქმისთვის ყველაფერს გადავდებ. მიხარია, არ გაგვიფუჭდა ურთიერთობა, რადგან ცოტა მეშინოდა. ვიცი, ასეთი რაღაცეები ურთიერთობას აფუჭებს, განსაკუთრებით‚ როცა არ გაქვს იმდენი დრო‚ შეყვარებული  ნახო. 

– ისიც მოექცა შენ გამო ყურადღების ცენტრში, ვიღაცეები აკრიტიკებენ...

– ქასთინგზე მასთან ერთად ვიყავი, მერე ჟურნალებშიც იყო, ჩრდილში არ მყავს. კრიტიკაც იყო – თავიდან არ მოეწონა, ვერ მიხვდა, რა ხდებოდა, რატომ აკრიტიკებდნენ. მერე მიხვდა, რომ უნდა „დაეკიდებინა“ და „დაიკიდა“ კიდეც. 

скачать dle 11.3