კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებს თემო რცხილაძეს მარბეასთან და რით არის დაკავებული ის ღამღამობით

მომღერალი და კომპოზიტორი თემო რცხილაძე ყოველთვის გამოირჩევა ჰიტების მრავალფეროვნებით. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მისი დაწერილი სიმღერების უმეტესობა მსმენელში დიდი პოპულარობით სარგებლობს და გაჟღერებისთანავე ჰიტდება. ჩვენი რესპონდენტი ამჟამადაც, ტრადიციულად, ახალ სიმღერებზე მუშაობს. მართალია, ბოლო დროს ახალი სიმღერა არ შეუთავაზებია ქართველი მსმენელისთვის, მაგრამ, აქტიურად მუშაობს ქვეყნის გარეთ.

– რაღაც პერიოდი საქართველოში არ ჩანდი. რომელ ქვეყანაში იყავი?

– ესპანეთში ვიყავი, სადაც კიდევ ვგეგმავ წასვლას. მარბეაში ყოველწლიურად ტარდება კონკურსი, რეალითი სთარი, სადაც ჟიურის წევრი ვარ. როგორც მითხრეს, რამდენი ხანიც იარსებებს ეს ფესტივალი, სულ უნდა ვიყო მისი ჟიურის წევრი. პარალელურად, იქ კონცერტებსაც ვატარებ ხოლმე. ასევე, ყაზახეთისკენაც მიწევს გამგზავრება, კერძოდ, მარტში მქონდა რამდენიმე კონცერტი. ასე დავდივარ ხან იქით და ხან აქეთ, ვწერ სიმღერებს, ვმღერი და ვარ ასეთ შემოქმედებით წვაში.

– სიმღერები კი უნდა წერო ხშირად, რადგან, ყველა ის სიმღერა, რომელიც თემო რცხილაძეს ეკუთვნის, გაჟღერებისთანავე ჰიტდება. წლების წინ დაწერილი სიმღერა „ჟელანნაია მაია” შენი უკვდავი ჰიტია, უფრო მეტიც – სავიზიტო ბარათი. მსმენელს ის ძალიან უყვარს, რადგან, ყველასთვის სასიამოვნო მოგონებებს უკავშირდება.

– სწორად აღნიშნე – ამ სიმღერასთან ყველას ძალიან კარგი და ლამაზი გასახსენებელი აქვს. ამიტომ, როგორც კი „ჟელანნაია” გაიჟღერებს, მაშინვე თავის ტკბილ მოგონებებში გადადიან. თუმცა არის კიდევ ერთი სიმღერა – „ჩერუიშა,” რომელმაც, მართალია, ვერ ჩაანაცვლა, მაგრამ, „ჟელანნაია მაიას” ღირსეული კონკურენცია გაუწია. ისიც, ისევე, როგორც „მულატკა” და „ჟელანნაია,” უკლიპოდ გაჰიტდა.

– რა რეაქცია გაქვს, როცა საკუთარ სიმღერას სხვისი შესრულებით ისმენ, თუნდაც რესტორანში?

– ის, რაც აქ შეიძლება მოხდეს, არსად არ ხდება – ყველამ შეიძლება ფული იშოვოს შენი სიმღერით, შენ გარდა. თან, ხშირად ისეთი ტექსტით მღერიან, ვგიჟდები, მე თვითონ მიკვირდა – ასეთი რამ მე არ დამიწერია-მეთქი.

– წესით, გასულ წელს ყველა მომღერლის საავტორო უფლება დაცული უნდა ყოფილიყო – როგორც ითქვა, შემსრულებელს საკუთარი სიმღერის ყოველ გაჟღერებაზე გარკვეული პროცენტი უნდა ჩარიცხვოდა ანგარიშზე. შენს ანგარიშზე თუ დარიცხულა თანხა?

– მოსკოვში ვიყავი საავტოროში გაწევრიანებული, მაგრამ, რადგან აქეთ დავბრუნდი, საქართველოში გავწევრიანდი. ერთ თვეში დამირეკეს – თქვენს ანგარიშზე საკმაოდ სოლიდური თანხაა დარიცხულიო. გამიხარდა, მაგრამ, როგორც გაირკვა, ეს თანხა რუსეთის საავტოროდან გადმოურიცხავთ. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ საქართველოშიც გააქტიურდნენ ამ მხრივო, ვერაფერს ვიტყვი. გააქტიურდნენ ვისთვის – თავისთვის?! მე ამ გააქტიურების არც ერთი თეთრი არ მიმიღია. საერთოდ, ყველა ავტორი უნდა იყოს თავისი საავტორო ნამუშევრით დაკმაყოფილებული.

– მიუხედავად იმისა, რომ არასტანდარტული წესებით ცხოვრობ – იძინებ გამთენიისას, იღვიძებ, შესაბამისად, გვიან – ეს ყველაფერი შენს გარეგნობაზე არანაირად არ აისახება. აღიარებული ფაქტია, რომ თემურ რცხილაძეს ასაკი არ ეტყობა. როგორ ახერხებ, გამოიყურებოდე ასე კარგად და ახალგაზრდულად? ალბათ, კეთილი შურითაც შურთ შენი.

– იმედი მაქვს, კეთილი შურით შურთ. ალბათ, ეს მაინც გენეტიკურია, დედაჩემიც ყოველთვის ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, სანამ ცოცხალი მყავდა. 

– თბილისში რამდენი ხნით ხარ ჩამოსული?

– 12 ივნისს უნდა ვიყო მარბეაში. ჯერ ზუსტად არც ვიცი, რამდენიმე დღის წინ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ იქ, კონკურსის პარალელურად, ფესტივალიც ჩატარდება. მერე უკვე აგვისტოში მომიწევს მარბეაში კონცერტის ჩატარება, როგორც შარშან. მართალია „პიკასოს ბიჭი“ არ ვიყავი, მაგრამ, პიკასოს ბაღში კი მქონდა კონცერტი. როგორც ვიცი, მერე უკვე ოქტომბერში დავუბრუნდები ესპანეთს.

– ოჯახის წევრები სხვადასხვა ქვეყანაში ხართ გაფანტული.

– თამუნა ესპანეთში ცხოვრობს უკვე რამდენიმე წელია – გამითხოვდა და ძალიან კარგი ესპანელი სიძე მყავს. ნიკუშა ექვსი წელია, ამერიკაში ცხოვრობს. ნიუ-იორკში სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა და უკვე წელიწად-ნახევარია ნიუ-იორკიდან ჰოლივუდში გადავიდა თავის შვედ მეგობართან და მის მეუღლესთან, ჰეილისთან ერთად, რომელიც ძალიან წარმატებული მსახიობია. ახლა ფილმში იღებენ, სადაც ექვსი ოსკაროსანი ვარსკვლავია დაკავებული, ამ გოგოს კი მთავარი როლი აქვს.

– იმედია, მალე თავად გახდები ჰოლივუდის ვარსკვლავის მამა.

– რაც მთავარია კარგი ადამიანის მამა ვარ და, მნიშვნელობა არ აქვს, ის იქნება თუ არა ჰოლივუდის ვარსკვლავი.

– ბაბუობისთვის ხომ არ ემზადები?

– ვინ გამზადებს, თორემ, ძალიან მინდა. თამუნამ – ჯერ ვსწავლობ და ამის დრო არ არისო. მოკლედ, საკმაოდ აქტიური შვილები მყავს, რაც ძალიან მახარებს.

– რომელიმე თუ მღერის?

– ნიკუშა დაბადებიდან მღერის, თამუნა კი, ისე, როგორც ბევრი ჩვენს შოუ-ბიზნესში, ანუ, ვერ მღერის.

– ნიკუშასთან ერთად დუეტის ჩაწერაზე არ გიფიქრია?

– შეიძლება, რატომაც არა. მთავარია, ამის სურვილი ნიკუშას ჰქონდეს.

– როდის გეგმავს ოჯახი საქართველოში შეკრებას?

– როგორც მპირდებიან, ორივე შემოდგომისთვის ჩამოვა საქართველოში. თამუნა წელიწადში ორჯერ ჩამოდის ხოლმე, ნიკუშა კი თითქმის ორი წელია, აქ არ ყოფილა. 

– იმათთვის, ვისაც თემო რცხილაძის რეპერტუარი ძალიან უყვარს, შექმნი ახალ ჰიტებს?

– მე სიმღერის გარეშე არ შემიძლია. შენი აზრით, აბა, მთელი ღამე რას ვაკეთებ?! ვზივარ ინსტრუმენტთან და რაღაცას ვქმნი, რომელიც, ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ არა, მაგრამ, ყოველდღიური მოღვაწეობის შედეგად მაინც ვაღწევ შედეგს. არის სიმღერები, რომლებიც ხალხმა გაითავისა. 

– კონცერტის ჩატარებას ხომ არ გეგმავ თბილისში, მაგალითად, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში?

– ჯერჯერობით არა. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე დიდი კონცერტის გაკეთება სისულელეა, რადგან, ეს ფუჭად დახარჯული დრო და გადაყრილი ფული იქნება. როცა დრო და ამის ხალისი იქნება, აუცილებლად გავაკეთებ ჩემს სოლო კონცერტს თბილისში.

скачать dle 11.3