კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ტრაგედია გადაიტანა ტარიელ მაისურაძემ და როგორ გახდა ის ლუკაშენკოს ერთ-ერთი საყვარელი შემსრულებელი

ტარიელ მაისურაძე ბელორუსში ძალიან ცნობილი მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი და ტელეწამყვანია, თუმცა, სამწუხაროდ, მას ქართული პუბლიკა ნაკლებად იცნობს. ტარიელი გუდაუთიდან ლტოლვილია და ომის საშინელმა ქარტეხილმა მისი ოჯახიც ძალიან დააზარალა... მის სახელს უკავშირდება სკანდალური განქორწინების პროცესი, რომელიც მან სასამართლოში მოიგო. 

ტარიელ მაისურაძე: ძირითადად, რუსულად ვმღერი. ამიტომ, რუსული პროგრამა უფრო აქტუალურია. ვაპირებ ქართული სიმღერების შესრულებას ახლებური ჟღერადობით. სექტემბრიდან მექნება გასტროლები ასევე უკრაინაში, ორი ინგლისურენოვანი სიმღერა უნდა გადავცე ბელგიურ რადიოსადგურებს, რომ დაატრიალონ... ბელორუსის მოქალაქეობა კურიოზულად მივიღე – მე ვარ როგორც საქართველოს, ასევე ბელორუსის მოქალაქე. კონკურსზე უნდა წავსულიყავი პოლონეთში, სადაც სხვათა შორის, გრანპრი ავიღე. საბჭოთა პასპორტი მქონდა. აფხაზეთში გაგანია ომი მიდიოდა, მე კი აქ სტუდენტი ვიყავი. ჩემი ოჯახი უკვე ლტოლვილი იყო. იძულებული გახდნენ, მეორე მოქალაქეობა მოეცათ. ადრე არ იყო ასეთი მკაცრი კანონები, ყველანი საბჭოთა მოქალაქეები ვიყავით.

– თბილისში არაფერი გაქვთ, ტარიელ?

– არაფერი, სამწუხაროდ. 14 წელია ლტოლვილების სიაში ვარ, შევხვდი დიასპორის მინისტრსაც 2010-ში, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს, ყველა რაღაცას მპირდება, მაგრამ აქამდე არაფერი მოუციათ. ეგ ყველაფერი სპორტლოტოა (იცინის). მშობლები ჩემს დაბადებამდე თბილისში ცხოვრობდნენ, მერე მამამ ბინა გაყიდა და გუდაუთაში გადავიდნენ, ზღვისპირას. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა...ერთმანეთისგან 30 ნაბიჯში იყო ქართული და აფხაზურ-რუსული სკოლები... ერთად ვთამაშობდით, ხან შეხლა-შემოხლაც გვქონდა, მაგრამ სერიოზული არაფერი. ჩვენს სამეზობლოში ინციდენტები არ ყოფილა. ომი რომ დაიწყო, სოხუმიდან ბანდფორმირებები შემოვიდნენ, მარადიორობდნენ, ხალხს ხოცავდნენ... ჩემმა ოჯახმა ბევრი ტკივილი გადაიტანა. ჩვენ საერთოდ ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავით. მოდიოდა ხალხი და ყვებოდნენ ხან აფხაზებზე, ხან მხედრიონზე... ჩვენც შემოგვიცვივდნენ სახლში. ჩვენს სახლთან დიდი სატვირთო გაჩერდა – 20 კაცი იქნებოდა, გზიდან სახლებს ესროდნენ. სახლი გაჩხრიკეს, მე და მამაჩემს სასტიკად გვცემეს, მანქანის გასაღები წაგვართვეს, ფეხებში გვესროდნენ. დაგვემუქრნენ, ხვალაც მოვალთ  და ფული რომ გაქვთ შენახული, გაამზადეთო. ჩემი აფხაზი ნათლია გამოვიდა ჩვენს დასაცავად – აფხაზურად უყვიროდა, რას აკეთებთო. იმასაც ფეხებში ესროლეს დასაშინებლად... სახლში შედი და სხვის საქმეში ნუ ეჩრებიო. მერე მე ბელორუსში წამოვედი, აქ ჯარში ვმსახურობდი და დავბრუნდი. მშობლები დარჩნენ, ჩვენ მოხუცები ვართ, ხელს არ გვახლებენო. ჩემს ძმას ოჯახი ბიჭვინთაში ჰყავდა, ძლივს მოახერხა მათი ტყვეობიდან გამოხსნა – აფხაზ ტყვეებში გაცვალა. ჩემი შუათანა ძმა – ფრიდონი, ამ ომში დაიღუპა. მანდარინის პლანტაციაში ვიპოვეთ, 21 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, თავი – კონდახით გატეხილი... ვინც ომში წასვლაზე უარს ამბობდა, ყველას ხოცავდნენ... ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ეს პერიოდი, წვერი მოშვებული მქონდა, ძმას ვგლოვობდი და მუსიკალურ კონკურსზე მომიწია გასვლა. მეც ჩავფრინდი სოხუმში, მინდოდა ომში წასვლა, მაგრამ გამომაგდეს, პატარა ხარო... აფხაზებთან ახლა მიმოწერაც კი არ მაქვს, საშიშია, უკრძალავს მთავრობა ქართველებთან კონტაქტს. 

– როგორ დაიწყო ბელორუსში თქვენი კარიერის აღმავლობა?

– თავიდან პრობლემა მქონდა, საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, აქაც იყო ნაციონალისტური მოძრაობის ტალღა და მაიძულებდნენ, ბელორუსული მესწავლა. თუ არ გინდა, წადი შენს საქართველოშიო, მეუბნებოდნენ. მთელ ჯგუფში მარტო მე ვიცოდი ბელორუსული, დანარჩენი ყველა რუსულად ლაპარაკობდა. ის კი არა, მუსიკალური ტერმინებიც თავიანთ ენაზე შემოიღეს, სანოტო ნიშნები (იცინის). სწავლის დამთავრების შემდეგ, წასასვლელი არსად მქონდა, არც თბილისში, არც აფხაზეთში... აქაც საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი, ლტოლვილის სტატუსს ვერ ვეღირსე. მოხდა ისე, რომ ორკესტრთან დავიწყე მუშაობა, როგორც უმაღლესი რანგის შემსრულებელმა – სადაც ჯაზკონცერტები იყო, ყველგან ვმღეროდი. „სლავიანსკი ბაზრის“ და ბევრი კონკურსის ლაურეატი ვარ. „სლავიანსკი ბაზარზე” ტაისია პავალისთან ერთად ვმღეროდი, კონკურსანტები ვიყავით. სურათიც მაქვს (იცინის). მე მეკუთვნის სიმღერა – რომელსაც საკმაოდ ბევრი ცნობილი შემსრულებელი ასრულებს, ასრულებენ კონკურსებზეც. ასევე, მაქვს დაწერილი სიმღერა, რომელსაც, თქვენ წარმოიდგინეთ, ბრაზილიელი გოგონა მღერის და თან, რაღაც ეროვნულ საკრავზე უკრავს (იცინის). არადა თავიდან სულ პრობლემა მქონდა – ჯერ აქცენტი, მერე აქ ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ, ცუდი თვალით მიყურებდნენ. ერთი მომღერალია, ბელორუსის სახალხო არტისტი, კონცერტისას კულისებში მოვიდა და მითხრა, ეს სიმღერა არ იმღერო, ეგ ჩვენ უნდა შევასრულოთო. მას მერე ბევრი დრო გავიდა,  თითქოს ვმეგობრობთ კიდეც, მაგრამ მაშინდელი ამბავი მაინც ხინჯად დგას ჩვენს შორის. ვიყავი ასევე რადიოწამყვანი და ლექტორი უნივერსიტეტში, სადაც გავრცელდა პირველად კომპიუტერული არანჟირება ჩვენს წრეში. ის სიმღერა, ზემოთ რომ ვახსენე, საკმაოდ ცნობილი პოეტის ლექსზეა შექმნილი. მე, ძირითადად, ჩემ მიერ დაწერილ სიმღერებს ვასრულებ. ვარ მსახიობი და შესრულებული მაქვს კინოროლები. ასევე, რამდენიმე წლის წინ მიმყავდა ტელეეთერით გასართობი გადაცემები. 

– პირად ცხოვრებაზე მინდა, გკითხოთ და სკანდალურ პროცესზე, რომელიც თქვენს სახელთანაა დაკავშირებული..

– სასამართლო პროცესი 2009 წელს მქონდა... მეუღლესთან მანამდე დიდი ხნით ადრე დამეწყო პრობლემები. არ ვიცი, შემთხვევით მოხდა თუ არა, ჩემი სიდედრის დაქალი ოსი იყო, ადრე პროკურორად ნამუშევარი. ამ ქალმაც ერთ-ერთი როლი ითამაშა ჩვენი ურთიერთობის დაძაბვაში, მას შემდეგ, რაც ოსეთში ომი დაიწყო... ბევრ სერიოზულ თანამდებობის პირთან მომიწია „ჭიდაობა“. 2001 წლიდან ერთად ვცხოვრობდით, სამოქალაქო ქორწინებაში. 110 სასამართლო სხდომა გაიმართა ამ საქმეზე.

– მართალია, რომ თქვენ ტატიანას გამო მიატოვეთ პირველი მეუღლე?

– არა, მე პირველ მეუღლესთან უკვე გაცილებული ვიყავი და ეგ ჟურნალისტების მოგონილია. მე და ტატიანა ერთად ვმუშაობდით, ის რადიოში პროგრამების დირექტორი იყო, მე – მუსიკალური დირექტორი. საერთო საქმემ, კორპორატიულმა წვეულებებმა, თემებმა დაგვაახლოვა.. მას უკვე ჰყავდა პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი – ანია. არასოდეს მიკითხავს, სად იყო მამამისი, შვილს მარტო ვზრდიო, გამომიცხადა. ნელ-ნელა შემაჩვია ბავშვი, მიმყავდა-მომყავდა, მამას მეძახდა მისი შვილი უკვე...  მერე მითხრა, ასე როდემდე უნდა ვიაროთო და გადავედით ერთად საცხოვრებლად. მის შვილს საკუთარი შვილივით ვზრდიდი. იმ პერიოდში გასტროლებზე ხშირად დავდიოდი ესპანეთში, პორტუგალიაში... რომ ჩამოვედი, ვნახე, რომ ჩემს ცოლს და მის დაქალს ერთობლივი ბიზნესი წამოუწყიათ – საქორწინო სააგენტო ჰქონდათ გახსნილი. გვიანობამდე არ ბრუნდებოდა სახლში,  იკარგებოდა. ასეა საჭიროო, – გამომიცხადა. მერე მითხრა: თანამედროვე ევროპელი ქალი ვარ, როცა მინდა წავალ და მოვალ, შენ ვინ ხარო. გავგიჟდი! მერე აღმოჩდა, რომ ვიღაც იტალიელთან ჰქონდა რომანი და იტალიაში წავიდა. გამაფრთხილა, ჩემს შვილს არ გაეკარო, თორემ პედოფილიაში დაგდებ ბრალსო. არადა ბავშვს ძალიან ვუყვარდი. ორი წლის შემდეგ წერილების წერა დაიწყო, ბოდიშებს მიხდიდა, მაპატიეო, ხალხს მიგზავნიდა, მაგრამ არავის ვიკარებდი. ერთხელ შუა ზამთარში მანქანის წინ გზა გადამიკეტა და მუხლებზე დაიჩოქა, თუ გინდა, გამიტანე, მაგრამ მომისმინეო. მერე ღამის 12 საათზე მომადგა ბავშვით... დილამდე მუხლებზე ფორთხავდა, ტირილით. მოკლედ, ვაპატიე... პირადს რაც შეეხება, გუდაუთაში მყავდა ქართველი შეყვარებული... შემომთავაზა, დავქორწინდეთო. კრასნოდარში სამედიცინოზე აბარებდა. უარი ვთქვი, სწავლა მინდოდა. მერე ჩემს ჯიბრზე გათხოვდა. მთელი კლასი იყო ქორწილში ჩემ გარდა (იცინის). რაღაც დროის მერე დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. იტირა, ლოთია ჩემი ქმარი, მის სუნსაც კი ვერ ვიტანო. მთხოვა, გავიქცეთო. რა უნდა მექნა, ისევ უარი ვუთხარი... რომელი სრულ ჭკუაზე მყოფი კაცი მოსტაცებს სხვა კაცს ცოლს და შვილს. მაინც გასცილდა ქმარს, გალოთდა და განარკომანდა. მე სოხუმში წავედი გაბრაზებული, ავღანეთში საომრად წასვლა მინდა-მეთქი. ბიძაჩემი რაიკომის მეორე მდივანი იყო და გაგიჟდა, შენ ხომ არ გასულელდი. თუ ჯარში გინდა, ბელორუსში წადი იქ იმსახურეო. ასე აღმოვჩნდი ბელორუსში. 

– ლუკაშენკოს კარგად იცნობ?

– კი, საკმაოდ. ხშირად მპატიჟებენ კონცერტებსა და პრივატულ წვეულებებზე, სადაც თავად ბატონ ლუკაშენკოსაც შეუძლია, თავს უფლება მისცეს, თავისუფლად იყოს, გაერთოს, იცეკვოს... კარგი და ცუდი ყველა ადამიანს აქვს. მას ძალიან უყვარს და აინტერესებს კულტურული ცხოვრება.

– თქვენს შვილებზე მიამბეთ, უფროსს გიორგი ჰქვია, გოგონას – თინათინი.

– უფროსი ვაჟი უნივერსიტეტში სწავლობს, საკმაოდ პრესტიჟულ ფაკულტეტზე. ქართული არ იცის, სამწუხაროდ. არც თინათინმა იცის ქართული, თუმცა სურვილს გამოთქვამს, ისწავლოს. გიჟდება ჩემზე. მეც განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ. ალბათ, გიორგი რომ გაჩნდა, მაშინ ასაკით პატარა ვიყავი და იმდენად ვერ აღვიქვამდი, რა იყო მამობა. სხვათა შორის, მშვენივრად მეხერხება კულინარობა და ჩემი შვილისთვის სიამოვნებით ვამზადებ ხოლმე. ლამაზი და ნაზი გოგოა ჩემი თინათინი.

скачать dle 11.3