კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებს რუსეთის იმპერიასთან ჰოლივუდის ვარსკვლავ სტივენ სიგალს და რატომ არის უცნობი დედამისის წარმომავლობა

მსოფლიო კინოს ისტორიაში 1980-იანი წლების ამერიკული მძაფრსიუჟეტიანი ფილმები სილვესტერ სტალონეს, ჩაკ ნორისის, არნოლდ შვარცენეგერის, ჟან-კლოდ ვანდამისა და დოლფ ლუნდგრენის პაექრობად ჩაიწერა. „ბოევიკების” ვარსკვლავები მაღალბიუჯეტიან ფილმებში   „სუპერმენობისა” და „ზეადამიანების” სტატუსს აყალიბებდნენ. ამ პაექრობაში თავისი ნიშა ეკავა სტივენ სიგალს, „ნიკოდ” ცნობილ ამერიკელ კინოვარსკვლავს, რომლის ფილმები ვიდეოკასეტების ეპოქაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც.

* სტივენ სიგალის წარმომავლობის რამდენიმე ვერსია არსებობს. სხვადასხვა ცნობით, მამამისი ებრაელი, ხოლო დედა ირლანდიელია. ბაბუა მამის მხრიდან ბავშვობაში ოჯახთან ერთად სანკტ-პეტერბურგიდან გადმოსახლებულა შეერთებულ შტატებში. თავად სიგალი ირწმუნება, რომ ბაბუა რუსეთის იმპერიის ბუდისტური რაიონიდან იყო წარმოშობით და მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. სიგალი იხსენებს, რომ ბავშვობაში მას ეუბნებოდნენ, ბაბუა „მონღოლიაო”, თუმცა დაზუსტებით მონღოლი იყო, ყალმუხი თუ ბურიატი, უცნობია. ძველი ფოტოების მიხედვით, სიგალის წინაპრები ბურიატებს ჰგვანან, თუმცა მათ თავზე მონღოლური ქუდები ახურავთ. გარდა ამისა, სიგალი ირწმუნება, რომ მისი ბებია ვლადივოსტოკიდან იყო და ასევე, შორეული ნათესავები ჰყავს სანკტ-პეტერბურგსა და უკრაინაში. რაც შეეხება დედის ირლანდიურ წარმომავლობას, ეს მხოლოდ ვარაუდია. სტივენ სიგალის თქმით, დედა ჩვილობისას ფეხსაცმლის ყუთში იპოვეს და შემდეგ ბავშვთა სახლში იზრდებოდა. 

* სტივენი მეორე შვილია ოჯახში. მას ჰყავს უფროსი და და ორი უმცროსი და. 1957 წელს ოჯახი ფულერტონში გადასახლდა. დედა – პეტ სიგალი პოლიკლინიკაში მიმღებ-ადმინისტრატორად მუშაობდა, ხოლო მამა მათემატიკას ასწავლიდა სკოლაში. 

* შვიდი წლის ასაკიდან სტივენი კარატეში ემზადებოდა. 15 წლისა ტიპური ქუჩის ბიჭი იყო, რომელიც ჩხუბიდან ჩხუბამდე ცხოვრობდა. ამ პერიოდში სტივენის ცხოვრებაში ნამდვილი გადატრიალება მოხდა. მან გაიცნო აიკიდოს ოსტატი სიჰანი კესი ისისაკი. სტივენი მალევე გახდა ისისაკის მოსწავლე და არაერთ საჩვენებელ გამოსვლაში მიიღო მონაწილეობა ფესტივალებზე „იაპონურ სოფელში”. ასე ეწოდებოდა ლოს-ანჯელესის გარეუბანს, ორანჯს. იმ პერიოდში აიკიდო მაინცდამაინც არ იყო პოპულარული შეერთებულ შტატებში.

* 17 წლის სტივენი იაპონიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც იქაურ ოსტატებთან დაიწყო მომზადება აიკიდოში. 1970-იანი წლების დასაწყისში ის შეხვდა იაპონელ მიაკო ფუძიტანის, რომელიც მისი შვილების: ვაჟის – კენტაროსა და ქალიშვილის – აიაკოს დედაა.

* 1974 წლის ზაფხულში სტივენ სიგალმა კოიტი ტოჰეის პირველი დანი მიიღო. 1975 წელს ის გახდა პირველი ამერიკელი იაპონიაში, რომელმაც გახსნა აიკიდოს სკოლა „დოდზე” ოსაკაში. „დოდზეს” სიგალმა „ტენსინი” უწოდა, რაც თარგმანში „ციურ სულს” ნიშნავს. 

* სიგალი აიკიდოს უმაღლეს ოსტატებთან ვარჯიშობდა – კოიტი ტოჰეასთან, ისოიამასთან, სეოსთან და აბესთან. ის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული მოსწავლე იყო და საბოლოოდ, მეშვიდე დანისა და სიჰანის წოდების მფლობელი გახდა. თავის საუკეთესო მასწავლებლად სტივენ სიგალი მეათე დანის მფლობელს, აიკიდოს ოსტატს, სეისეკი აბეს მიიჩნევს, რომელმაც ის აიკიდოს ფილოსოფიას აზიარა. აბესთან ერთად სიგალი მსოფლიოს მასშტაბით არაერთ სემინარში მონაწილეობდა აიკიდოს თემაზე.

* 1982 წელს იაპონიაში სტივენ სიგალი პირველად მოხვდა კინობიზნესში. სიგალი ფილმ „გამოძახების” გადასაღებ მოედანზე მიიწვიეს, სადაც მას კატანებით (იაპონური ხმლის ნაირსახეობა) ბრძოლა უნდა დაედგა. გარდა ამისა, ფილმის მასიურ სცენებში სიგალის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.

* იაპონიაში ცხოვრების პერიოდში სტივენ სიგალმა გაიცნო ამერიკელი კინოვარსკვლავი ჯეიმს კობურნი, რომელიც ბრიუს ლის მეგობარი იყო და მასთან ერთად ვარჯიშობდა კარატეში. კობურნი კმაყოფილი იყო სიგალის სავარჯიშო მეთოდებით და მისი რჩევით, სიგალმა კალიფორნიაში აიკიდოს სკოლა გახსნა. მას შემდეგ სტივენ სიგალი ცნობილი სახე გახდა ჰოლივუდში და აქტიურად დაიწყო საუბარი მის შესაძლო კინოკარიერაზე.

* 1986 წელს ჰოლივუდური სააგენტოს „ნიჭიერი მსახიობების” მფლობელმა მაიკ ოვიცმა, იმ დროის ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა აგენტმა, სიგალთან დაიწყო ვარჯიში აიკიდოში. ოვიცი იმდენად დაინტერესდა სიგალის პერსონით, რომ დამწყებ რეჟისორ ენდრიუ დევისთან ერთად, სცენარის დაწერა დაიწყო ფილმისთვის, სადაც მთავარი როლი სიგალს უნდა ეთამაშა. კომპანია „უორნერ ბრაზერსმა” დააფინანსა პროექტი და ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „კანონზე მაღლა” – პირველი ფილმი „ნიკოს” სერიიდან, რომელმაც სტივენ სიგალს მსოფლიო აღიარება, ხოლო პროდიუსერებს, შვიდმილიონიანი ბიუჯეტის მქონე ფილმიდან 30 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა.

* 1985 წელს, იაპონიაში ყოფნის პერიოდში სტივენ სიგალმა გაიცნო მოდელი და მსახიობი კელი ლებროკი. 1987 წლის სექტემბერში წყვილი დაქორწინდა. ცერემონია სან-ფერნანდოს ველში ჩატარდა ერთ-ერთ იტალიურ რესტორანში, სტუმრების რაოდენობა 100 კაცს შეადგენდა. სტივენი და კელი 1994 წელს დაშორდნენ ერთმანეთს. დაშორების მიზეზი კი, სტივენის რომანი გახდა 16 წლის ძიძასთან, რომელიც მათ შვილებს უვლიდა.

1995 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა სტივენ სიგალის, ალბათ, ყველაზე ცნობილი ფილმი „ალყაში 2”, სადაც მან გადამდგარი საზღვაო მედესანტისა და კოკის – კეისი რაიბეკის როლი შეასრულა. ტერორისტების მიერ გატაცებული მატარებლის შესახებ გადაღებული ფილმი იმ წლის ბლოკბასტერი გახდა. იმავე წელს სიგალის ფეხის ანაბეჭდი გაკეთდა ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის ხეივანში. 

* 1998 წელს სტივენ სიგალი ბუდიზმში „გადავარდა“ და დიდ დროს ატარებდა ტიბეტის მონასტრებში. მინდროლინგის მონასტერში ლამა პენორ რინჩოპემ სიგალი მეჩვიდმეტე საუკუნის ცნობილი ტიბეტელი მასწავლებლის, ჩორდენა დორდჟეს რეინკარნაციად გამოაცხადა. სამი წლის განმავლობაში სტივენ სიგალზე მწირი ცნობები მოიპოვებოდა. ცნობილია, რომ ის ბევრს მოგზაურობდა ტიბეტში, ნეპალში, ინდოეთსა და ტაილანდში. 

* 2001 წელს სიგალის სახელს დაუკავშირდა სკანდალი. იტალიური მაფიოზური კლანი – გამბინოს ოჯახი მსახიობისგან ფულის გამოძალვას ცდილობდა სიგალთან დაახლოებული პირების საშუალებით. ისტორია იმით დასრულდა, რომ ფედერალურმა სამსახურმა მაფიოზური კლანის 17 წევრი დააკავა, მათ შორის მაფიის კლანის მეთაურები.

* 2000-იანი წლების დასაწყისიდან სტივენ სიგალი თითქმის გაუჩინარდა ეკრანებიდან – რამდენიმე წარუმატებელი დაბალბიუჯეტიანი ფილმის შემდეგ, ის წასული იყო კინემატოგრაფიდან, როცა 2010 წელს, რობერტ როდრიგესმა უარყოფითი პერსონაჟის როლი შესთავაზა ბლოკბასტერ „მაჩეტეში”. სიგალის თქმით, უარყოფითი პერსონაჟის განსახიერება მისი დიდი ხნის ოცნება იყო და საინტერესო გახლდათ ასევე, მთავარი როლის შემსრულებელ, დენი ტრეხოსთან ერთად მუშაობა. 

скачать dle 11.3