კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის „გადაგდება” გაუჭირდა კახა ახვლედიანს და ვისთან ერთად უნდა მას ცხოვრება დიდ და კომფორტულ სახლში

მსახიობი კახა ახვლედიანი მაყურებელმა რეალითი შოუ „დასიდან” გაიცნო. ამჟამად ის ტელეკომპანია „მაესტროს” წამყვანია. ამ ამპლუაში თავს კარგად გრძნობს, თუმცა მსახიობის პროფესია მისთვის შეუცვლელია. როგორც თავად ამბობს, სიზარმაცე ბევრ რამეში უშლის ხელს. ამ ეტაპზე იმდენად გადაღლილია, რომ გვერდით სჭირდება ლაბრადორი, რომელიც მას გაართობს.

კახა ახვლედიანი: პროფესიით მსახიობი ვარ, თუმცა აქტიურად არ ვარ დაკავებული სპეკტაკლებით და ფილმებით. სურვილი, რა თქმა უნდა, მაქვს. რამდენიმე სპეკტაკლში ვითამაშე. თუმცა ბოლომდე ვერ მოვახდინე ჩემი თავის რეალიზება მსახიობური კუთხით. ჩემი ამოცანა მხოლოდ ის არ არის, რომ თეატრში ვიყო და მერქვას მსახიობი. მინდა, ბოლომდე დავიცალო შემოქმედებითად. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ რეჟისორთან იმუშავებ. მე მომიწია ნანუკა ხუსკივაძესთან მუშაობა, ძალიან კმაყოფილი ვარ, ანშლაგები იყო ჩვენს სპექტაკლებზე.

– მაყურებელს რეალითი შოუ „დასიდან“ ახსოვხარ.

– კი, „დასში” ვიყავი. საერთოდ, რეალითი შოუები არ მიზიდავს, არ მაინტერესებს, მაგრამ მეგობრების დაჟინებული თხოვნით მივიღე მონაწილეობა. გარდა ამისა, პროექტში მონაწილეობის მთავარი მიზეზი ისიც იყო, რომ დავმდგარიყავი რუსთაველის თეატრის სცენაზე. ეს თეატრი ყოველთვის იყო და არის ერთ-ერთი ნოვატორი. ყოველთვის ჯდებოდა თანამედროვე თეატრის სტანდარტებში და ბატონ რობერტ სტურუაზე ხომ, ლაპარაკი ზედმეტია. ის უდავოდ შესანიშნავი რეჟისორია და მე ბედნიერი ვარ, მასთან რომ ვიმუშავე. სწორედ ამიტომ მივიღე მონაწილეობა „დასში”. ეს ერთგვარი გამოწვევაც იყო. ჩემზე ბევრად დიდი და ნიჭიერი მსახიობების ცხოვრებამ ისე ჩაიარა, რობერტ სტურუასთან შეხება არ ჰქონიათ. ზოგისთვის ოცნებაა რუსთაველის თეატრში თამაში. ზოგადად, რაც შეეხება რეალურ შოუებს, სიმართლე გითხრათ, არ მომწონს. პირადი ცხოვრება უნდა გამოიტანო სააშკარაოზე. ყველა გიყურებს, როგორ ცხოვრობ, რას აკეთებ. ძალიან ადრე, თუ გახსოვთ, „მაესტროს“ არხზე გადიოდა რეალითი შოუ, რომელიც ირაკლი ჩარკვიანის ცხოვრებაზე იყო. იმას დიდი სიამოვნებით ვუყურებდი, იმიტომ, რომ იქ ირაკლი ჩარკვიანი იყო, რომელიც ჩემი კერპია. რატომღაც ზოგს ჰგონია, რომ რადგან მსახიობია, ის ცხოვრებაშიც ითამაშებს და მისთვის პრობლემა არ იქნება. ასე, ნამდვილად არ არის. პროფესიონალი მსახიობი, რომელიც სცენაზე ბოლომდე იცლება და იხარჯება, რეალურ ცხოვრებაში ვეღარ ითამაშებს. სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი დისკომფორტი იყო ჩემთვის დახურულ სივრცეში ყოფნა და ცხოვრება. რამდენჯერმე ჯარიმაც „ავირტყი”. ზედმეტად თავისუფალი და პირდაპირი ადამიანი ვარ, ჩემნაირი ტიპაჟისთვის რეალით შოუში მონაწილეობა ნამდვილად ტანჯვაა (იცინის). თან, ცოტა პასიურიც ვარ. არის ხალხი, დარბიან, ქასთინგებს ეძებენ, მე ასე არ ვარ.

– ყოველთვის ყველაფერში პასიური ხარ?

– კი, უნდა ვაღიარო, რომ პასიური ვარ. თუ ვინმე დამირეკავს და დამიბარებს ქასთინგზე, მაშინ მივალ, თუ არადა, მე თვითონ ნამდვილად არ დავრბივარ და დავეძებ. თუმცა, არც ისე ბევრი ქასთინგი ტარდება. რამდენიმე ფილმზე ისე განაწილდა როლები, ქასთინგი არც ჩატარებულა. არ მესმის, ასე, როგორ უნდა გადაიღოს რეჟისორმა  ფილმი, თუ ტიპაჟებზე არ ფიქრობს და არ არჩევს. მაგალითად, ბოლო დროის ძალიან პოპულარული ფილმი „ქიიფ სმაილინგ” ქართულად – „ანუ გაიღიმეთ”, რომლის რეჟისორი გახლავთ რუსუდან ჭყონია, მსახიობებს დაახლოებით ცხრა თვე არჩევდა. ფიქრობდა თითოეულ როლზე, ტიპაჟზე. ძალიან ბევრი რეჟისორი ასე არ იქცევა, რაც, ჩემი აზრით, არასწორია.

– ძალიან კრიტიკული ჩანხარ, თითქმის ყველას და ყველაფერს აკრიტიკებ.

– ადამიანი კრიტიკული უნდა იყოს. საქართველოში არ არსებობს ჯანსაღი კრიტიკა. ან ლანძღავენ ერთმანეთს, ან საერთოდ, არაფერს ამბობენ. ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის აუცილებელია. მე ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. მაგალითად, თუ არ მომეწონა ვინმეს ჩაცმულობა – ვეუბნები, ეს ამას არ უხდება და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ცუდად კი არ ვამბობ, ეს არის ერთგვარი რჩევა. როდესაც მარაზმი მიდის ზოგიერთ თოქ-შოუში, ან როდესაც ადამიანი ვერ მღერის და ჰგონია, რომ კარგად მღერის, ვიღაცამ უნდა უთხრას, აუხსნას. როდესაც კრიტიკა არ არის, ვერ იქნება ვერც ხარისხი.

– საკუთარი თავის მიმართ თუ ხარ კრიტიკული?

– კი, საკუთარი თავის მიმართაც ანალოგიურად კრიტიკული ვარ. ძალიან ზარმაცი ვარ, რაც მსახიობისთვის დამღუპველია. თუ მსახიობი ზარმაცია, ის წარმატებული ვერასდროს იქნება. იმ დონეზე ვცდილობ „ვიკაიფო” ცხოვრებით, რომ კარიერას გულს ვერ ვუდებ. კარიერისტი არ ვარ. ან ძალიან უნდა გადააკვდე შენს საქმეს და ორმოც წლამდე იშრომო, კარიერის ასაწყობად, ან დაჯდე და უბრალოდ, გაერთო ცხოვრებით.

– მე მგონი, ოქროს შუალედიც არსებობს.

– არა, არ არსებობს, ეგ ძალიან რთულია. მილიონ ადამიანში, ალბათ, ერთს შეუძლია იყოს კარიერისტი და ამავე დროს, მიიღოს სიამოვნება ცხოვრებისგან. ანუ, დაიჭიროს ოქროს შუალედი. ჩემთვის პირადი კომფორტი ყველაზე მნიშვნელოვანია. ვგულისხმობ, შინაგან კომფორტს. ძალიან ბევრს ჰყავს „ჯიპი“, აქვს უზარმაზარი სახლი, მაგრამ საკუთარ თავთან ჰარმონიაში არ არის, არ აქვს შინაგანი კომფორტი.

– რა არის შენთვის შინაგანი კომფორტი, როდის და რა ვითარებაში გრძნობ თავს ჰარმონიულად?

– ამ ეტაპზე ჩემი პირადი კომფორტი იქნება, ჩემს გემოზე მოწყობილი სახლი და ლაბრადორი (იცინის). სახლში უნდა იყოს ძალიან მაგარი სტერეოსისტემა, კედლებში დამონტაჟებული დინამიკები, სადაც ზუსტად იქნება განაწილებული ხმა. კიდევ მინდა შხაპი, რომელიც მასაჟს აკეთებს, ნაკლებს იწუწუნებს მასაჟის კეთებისას. დააწვები და სანამ არ გამორთავ, გააკეთებს მასაჟს (იცინის).

– ამხელა სახლში მარტო ლაბრადორთან ერთად ცხოვრება, მე მგონი, საცოდაობა იქნებოდა. კიდევ ხომ არ არის ვინმე, ვინც ამ სახლში იცხოვრებდა?

– შენ ხომ მკითხე, კიდევ რა იქნებოდა კომფორტიო, ამ ეტაპზე მარტო ლაბრადორი მინდა. ძალიან დაღლილი ვარ და ძაღლი გადასარევია – დაწვება, მოეფერები, ეთამაშები, არ შეგაწუხებს, ნერვებს არ მოგიშლის, საჭმელს დაუყრი, შეჭამს და ჩუმად იქნება. თუმცა, მართალი ხარ, ისეთი პატარა ბიჭიც აღარ ვარ და ვხვდები, რასაც მეკითხები. მაგრამ, ჯერჯერობით, ეგეთი ადამიანი არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში. შინაგანად მაინც პატარა ვარ, ახლაც მიმაჩნია, რომ თინეიჯერი ვარ. რა თქმა უნდა, მინდა, გვერდით ისეთი გოგონა, რომ ვთქვა, ლაბრადორს მირჩევნია-მეთქი (იცინის). გარშემო, რა თქმა უნდა, არიან ასეთი გოგონები, მაგრამ ის, რასაც შენ მეკითხები და ვისაც გულისხმობ, ჯერ არ გამოჩენილა.

– რაც შეეხება შენს ახლანდელ საქმიანობას, როგორ მოხვდი „მაესტროში“ და რამ გადაგაწყვეტინა ტელეწამყვანობა?

– „მაესტროში“ მოვხვდი ქასთინგის საშუალებით, რომელიც ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გავდიოდი ტურებს. მამუკა ღლონტი გვაკვირდებოდა ყველას, ვინ როგორ ვაზროვნებთ. უამრავ დავალებას გვაძლევდა. ჟურნალისტიკა ცოტა გამიჭირდა, კამერებთან მუშაობას შეჩვეული ვიყავი და თავი ადვილად გავართვი, მაგრამ, რაც შეეხება ტექსტების წერას და უშუალოდ, ჟურნალისტიკას, მარტივი არ არის. ჟარგონების „გადაგდება” ცოტა გამიჭირდა. თუმცა, შეუძლებელი არაფერია, როცა ადამიანი მოინდომებს, ყველაფერი გამოუვა.

скачать dle 11.3