კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უწინასწარმეტყველა ანა შელიას ცნობილმა ამერიკელმა დიზაინერმა „ვარსკვლავობა“ და რა შემოთავაზება მიიღო მან პარიზული სააგენტოებიდან

მურთაზ და ლიკა შელიების უფროსი შვილი‚ 14 წლის ანა შელია‚ მიუხედავად პატარა ასაკისა, სამოდელი სფეროში საკმაოდ პოპულარულია და ამ კუთხით უკვე არაერთ წარმატებას მიაღწია. მშვენიერი გარეგნობის ანა საყვარელი, ხალისიანი გოგონაა და მასთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა. 

ანა შელია:  მერვე კლასში ვსწავლობ, ვარ 14 წლის. დილით ვდგები, მივდივარ სკოლაში და ვრჩები 4 საათამდე. მერე მივდივარ ინგლისურზე. დიღომში ვცხოვრობთ, მთელი დღე ქალაქში მიწევს ყოფნა. ამიტომ, დილის 8 საათზე რომ გავდივართ, საღამოს 8 ან 10 საათზე ვბრუნდებით სახლში. მოკლედ‚ მთელი დღე ქუჩაში ვარ. პლუს ამას‚ ვმეცადინეობ. დავდიოდი თაკო ჩხეიძის სააგენტოში, ახლა უკვე გადავედი ძირითად მოდელებში და ყოველდღე სიარული აღარ მჭირდება. „ჯეო მოდელსში“ ბევრ რამეს გვასწავლიან. საინტერესო გაკვეთილები გვაქვს მეტყველების, ფსიქოლოგიის, ცეკვის. ბავშვობაში ძალიან ბევრ რამეზე დავდიოდი: ჩოგბურთზე, ბალეტზე. ძალიან მიყვარს ბალეტი, თან‚ პუანტებზე არასდროს ვმდგარვარ და მინდა, დავდგე. სიმღერაზეც დავდიოდი ჭოხონელიძეებთან. როგორც ბებიაჩემი ამბობს: ყველაფერში მაქვს ნიჭი, მაგრამ ზარმაცი ვარ, თან ძალიან. 

– განსაკუთრებით, სწავლასთან დაკავშირებით?

– არდადეგებზე დედა მეჯდა გვერდით და მასწავლიდა გეოგრაფიას. კონსპექტებს მაწერინებს. ბოლო დროს გადაღებები მქონდა, პარიზში ვიყავი. ამიტომ, სკოლაში ბევრი გაცდენა დამიგროვდა. არ ვიცი‚ მაპატიებენ თუ არა, უნდა ჩავაბარო. ამიტომ დამსვა დედამ და მამეცადინა. ახლა ისტორია უნდა მამეცადინოს. 

– რა ხდებოდა პარიზში – დასასვენებლად იყავით თუ საქმეებზე?

– მამაჩემი პარიზში წავიდა საქართველო-საფრანგეთის თამაშის საყურებლად, დედაც გაჰყვა. თაკო ჩხეიძემ უთხრა დედას: ბარემ ანაც წავიყვანოთ, სააგენტოებში მივიყვანოთო. ძალიან ბევრ ცნობილ და წარმატებულ სააგენტოში ვიყავით. 16 წლამდე იქ მოდელობა არ შეიძლება. თუმცა‚ მე ძალიან მოვეწონე და ასე მითხრეს: 16 წლის, რომ გახდები, ჩამოდი, გელოდებითო. მერე იაპონიაში უნდა წავსულიყავი. უბრალოდ‚ ძალიან პატარა ვარ და 3 თვე იაპონიაში ძალიან გამიჭირდება. ან როგორ უნდა ვიარო, არაფერი ვიცი. ალბათ‚ უფრო მომავალ წელს წავალ. მაისში ერთ-ერთი სააგენტოს წარმომადგენელი აპირებს ჩამოსვლას და არ ვიცი, რას იზამენ. იაპონიაში ძალიან კარგია, მანქანას მიჰყავხარ-მოჰყავხარ. პარიზში უფრო რთულია, მეტროთი უნდა ვიარო, თან‚ ძალიან ცივი ხალხია და უფრო იაპონიაში მირჩევნია წასვლა. 

– ასეთ პატარას მშობლები მარტოს გიშვებენ? 

– კი, დედა ძალიან მეხმარება, გვერდში მიდგას. მამას უხარია‚ ჩემს წარმატებებს რომ ხედავს. 

– თაკოც გეხმარება წარმატებების მიღწევაში?

– თაკოს მეუღლე, რუსლან აბაშიძე – ჩემი ნათლია‚ სულ ახერხებს ჩემს ნახვას, ტალინშიც ჩავდივართ ხოლმე. ერთი-ორჯერ კონცერტზეც ვიყავით ერთად: ჯერ მადონას, შემდეგ ლედი გაგასი. პარიზში როცა ვიყავი‚ ჯასტინ ბიბერის კონცერტზე წავედი. თან‚ სულ მარტო ვიყავი, დედაჩემმა გამიშვა. თავიდან ძალიან დავიბენი და მერე ჩვეულებრივ ვიჯექი, ძალიან მომეწონა‚ ისეთი ლამაზი შოუ ჰქონდა. მადონას კონცერტზე ტალინში ვიყავით: მე, დედაჩემი, ჩემი და ელენა, თაკო, თაკოს მეუღლე, მათი შვილი სერგი და ჩემი ბიცოლა – ანა კოშაძე. ლედი გაგას კონცერტზე მე, ელენა, სერგი, თაკო და ლიკა ვიყავით, ძალიან კარგად გავერთეთ. 

– როგორ გარემოში იზრდებოდი, ალბათ‚ ხშირად გიწევდა მამის, დედის მეგობრების გარემოცვაში ყოფნა?

– ცალკე მამაჩემის მეგობრები მოდიოდნენ, ცალკე – დედაჩემის. თემურ ქეცბაია ხშირად არის ჩვენთან, ირგვლივ ყველას ვიცნობთ. სამოდელო სააგენტოშიც ძალიან ბევრი ნაცნობი გვყავს და ყველას უნდოდა‚ მოდელი ვყოფილიყავი. ბავშვობაში არ მინდოდა, არ მომწონდა, მაგრამ მერე შევეჩვიე. ძალიან რთულია. სანამ „ფეშენ ვიქი“ დაიწყებოდა, წინა დღეს „პრიმერკები“ გვქონდა. დილის 7 საათზე „იმედის დილაში“ ვიყავი, 12 საათზე – „პრიმერკაზე“, მერე ქასთინგზე, მერე ისევ „პრიმერკაზე“, მერე რეპეტიციაზე და ბოლოს სახლში სამ საათზე მოვედი. მეორე დილას „ფეშენ ვიქი“ იწყებოდა. 

– ძმაც გყავს არა?

– მე ვარ უფროსი, 12 წლის და მყავს და 6 წლის – ძმა. მამას უნდა‚ რომ ფეხბურთელი გამოვიდეს. ერთხელ ასეთი ამბავი მოყვა: ბაღში მივაკითხე, მასწავლებელმა მითხრა‚ ფეხბურთს თამაშობენო. მივედი, ყველა თამაშობდა და მარტო ეს იჯდაო... კინაღამ გული გაუსკდა. ელენაზე ამბობდნენ, რომ ბიჭი დაიბადებოდა და მამაჩემსაც ბიჭი ეგონა, მაგრამ გოგო დაიბადა. რა თქმა უნდა‚ ძალიან გაუხარდა. ჩემს ძმაზეც ამბობს – მომავალი ფეხბურთელიაო, მაგრამ ერთი ადგილიდან არ დგება. სულ ზის, ან ტელევიზორს უყურებს, ან აიპედშია ჩართული. 

– როგორია მურთაზ შელია, როგორც მამა?

– ძალიან საყვარელია. ოღონდ ჩვენ ვიყოთ კარგად და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. გვერდში მიდგას, უხარია ჩემი წარმატებები და არ მიკრძალავს მოდელობას. ხშირად მივდივართ ერთად. სულ მეუბნება: შენი „ფეისბუქი“ ჩამირთეო, მაინცდამაინც არ მინდა, მაგრამ მაინც ვურთავ. მამას უნდა, რომ ერთად ვიაროთ სადმე: კუს ტბაზე ავდივართ, კაფეში ვსხდებით. ვერ იტანს, როცა კომპიუტერთან ვზივარ. მეჩხუბება: ერთმანეთს ეკონტაქტეთ, ასე ჯობიაო. დედა ძალიან მკაცრია, სულ მამეცადინებს. უნდა, ჭკვიანი ვიყო და ენები ვიცოდე. მაგრამ, ძალიან მეგობრულია, ყველაფერს ვუყვები, ისეთ რაღაცასაც, რასაც მეგობრებსაც ვერ მოვუყვები. ბიჭებზეც ყველაფერი იცის, ბევრ რჩევას მაძლევს: ასე არ მოიქცე, ისე არ მოიქცეო. გატაცების ასაკში ვარ, არის რაღაცეები, მაგრამ სერიოზული არა. მამას ასეთ რაღაცეებს არ ვუყვები, მაგრამ იცის, ვინც მომწონს. ბავშვობაში მეხუმრებოდა‚ აუცილებლად მეგრელს უნდა გაყვე, თან ფეხბურთელსო. ერთხელ, მაგის გამო ვიტირე: არ მინდა მეგრელი ქმარი-მეთქი. ახლანდელი თაობა ძალიან გაფუჭებულია, სიგარეტს ეწევიან და ასე  შემდეგ. ეშინიათ, მეც არ გავაკეთო რამე. მაგრამ არ ვარ ასეთი, არც მაქვს ასეთი რაღაცეების კეთების სურვილი. ახლა ხომ მოდაშია ვაკეში სიარული, ჩემები არ მიშვებენ. დიღმის იქით ვერ გავდივარ. მწერენ მეგობრები: როდის გამოხვალო და მე არ ვიცი. ბოლოს იმდენი მეგობარი მყავს სანახავი, აღარ ვიცი‚ ვინ ვნახო. 

– ალბათ‚ ერთი სული გაქვს‚ როდის გახდები სრულწლოვანი. 

– კი, სულ ვოცნებობ. მაგრამ‚ მგონი‚ არც მაშინ გამიშვებენ. 

– მოდელობა შენი სურვილით გადაწყვიტე?

– კი, მე მინდოდა ძალიან. დედაჩემი ვერ გახდა მოდელი, ავარიაში მოყვა და მთელი ამბები იყო. ამ ამბავს არ იხსენებს, მაგრამ ვამჩნევ, რომ გული სწყდება. თაკომ ხომ გახსნა სამოდელო სააგენტო „ჯეო მოდელსი“ და უნდოდა, მივსულიყავი. ძალიან მომწონს სააგენტოში, ბევრი მეგობარი გავიჩინე, შინაურად ვგრძნობ თავს. 

– უცებ გახდი პოპულარული. „ფეშენ ვიქის“ სახე უკვე ორჯერ იყავი. 

– ეს არ ხდება თაკოს დახმარებით, სხვები გვარჩევენ ქასთინგებით. ძირითადად‚ ქასთინგებით მივდივარ. არ მინდა‚ ვინმემ თქვას‚ ეს ამის შვილია, ამის ნათესავიაო. ჩემით მინდა, მივაღწიო წარმატებას. ამიტომ‚ სულ დავდივარ ქასთინგებზე, რომ ვინმეს თვალში მოვხვდე და მერე გადამიღონ.

– „თბილისი ფეშენ ვიქის“ შემდეგ ცნობილმა დიზაინერმა მარკ ბაუერმა მის შოუში მონაწილეობა შემოგთავაზა.

– ძალიან გამიხარდა. ჯერ ინსტაგრამზე ჩემს სიახლეებს გაეცნო – „დამაფოლოვა“, ამაზე ხომ საერთოდ გავგიჟდი. მანამდე თაკოს უთხრა‚ ძალიან მომწონსო. როგორც გავიგე‚ სულ მაკვირდებოდა. ერთი ჩვენების შემდეგ გარეთ გამოვედი, ვიღაც უცხოელი მოვიდა, არ ვიცოდი‚ როგორ გამოიყურებოდა, მითხრა: შეიძლება‚ ფოტო გადავიღოთო. რა თქმა უნდა‚ დავთანხმდი. მერე მითხრა: ძალიან ლამაზი ხარ და მინდა, ჩემს შოუში მიიღო მონაწილეობაო. ეს თაკოსთვისაც უთქვამს. მერე ჩემი ფოტოებიც მოიწონა და იქაც დამიწერა იგივე: შენ დიდი ვარსკვლავი იქნები და მინდა, ნიუ-იორკში ჩემს შოუში მიიღო მონაწილეობაო. ისე გამიხარდა, ძალიან ცნობილი დიზაინერია, წითელი ხალიჩისთვის აცმევს ბიონსეს, ანჯელინა ჯოლის, შარლიზ ტერონს, ედი კლუმს, უიტნი ჰიუსტონსაც აცმევდა. ძალიან ლამაზი კოლექციები აქვს. 

скачать dle 11.3