კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ „მიატოვეს” გოგა ხაინდრავა მოსკოვში „კანონიერმა ქურდებმა“ და რატომ დაიბადა ის გადასახლებაში

მას შემდეგ, რაც გოგა ხაინდრავა აქტიურ პოლიტიკურ ასპარეზს ჩამოშორდა  ძველ  და საყვარელ საქმეს – კინოს დაუბრუნდა. პოლიტიკის მიღმა, მისი ცხოვრება ბევრად უფრო მშვიდი გახდა, თუმცა როგორც თავად ამბობს, თავგადასავლებისთვის, რაც მას არასდროს აკლდა, კვლავ მზად არის. რა დაუტოვა პოლიტიკაში გატარებულმა წლებმა, როგორ ცხოვრობს დღეს და რას ვერ ელევა წარსულიდან, ამის შესახებ გოგა ხაინდრავა თავად გიამბობთ.   

გოგა ხაინდრავა: პოლიტიკა იძულებითი პროფესია აღმოჩნდა ჩემთვის.  გვინდოდა თუ არ გვინდოდა, ყველა ბარიკადებზე მოგვიხმო ცხოვრებამ, რადგან „ნაციონალური  მოძრაობის” წყალობით, არანაირი შესაძლებლობა არ იყო, გერჩინა თავი საკუთარი პროფესიით,  ყველას ჟანგბადი გვქონდა ჩაკეტილი. რეალურად, ჩემი ცხოვრება ყოველთვის იყო და არის კინო, მასზე მეტად არაფერი მიყვარს. ჩემი ერთ-ერთი ბოლო  პროექტი – „დემოკრატიის შუქურა,” უკვე ნახა ქართულმა საზოგადოებამ.  პრაქტიკულად, დამთავრებული მაქვს მუშაობა მეორე პროექტზე, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო, ცოტა ხანს გაჩერებული იყო. გავაკეთე ფილმი მერაბ კოსტავას შესახებ, რაც, ჩემი აზრით,  დღეს ძალიან სჭირდება ქართულ საზოგადოებას. ეს იქნება ფილმი იმ ეპოქის საქართველოს ისტორიაზე, სადაც ძალიან დიდი როლი ითამაშა მერაბ კოსტავამ, რომელმაც უდიდესი  გავლენა მოახდინა ქართულ ცნობიერებაზე. საერთოდ, რაც უფრო დიდია პერსონა,  რომელზეც მუშაობ, მით უფრო დიდია პროფესიული პასუხისმგებლობა. მერაბ კოსტავა ძალიან მრავალწახნაგოვანი და მნიშვნელოვანი ფიგურა იყო საქართველოსთვის, ამიტომ მინდა გითხრათ, ისეთი განცდა, რაც ამ ფილმზე მუშაობის დროს მქონდა, ადრე  არასდროს მქონია. 

– თქვენ  ახალ მთავრობასთან დაახლოებულ ადამიანთაგან ერთ-ერთი  ხართ, ვისაც  ამ ბანაკში  ბევრი მეგობარი და თანამოაზრე ჰყავს.  თქვენ რატომ არ დარჩით პოლიტიკურ ასპარეზზე? 

– მე არ ვარ დაახლოებული მთავრობასთან, პირიქით, ასე დაშორებული მთავრობისგან, როგორც ახლა ვარ, არასდროს ვყოფილვარ. ეს ის შემთხვევაა, როცა არანაირი კავშირი არ მაქვს ხელისუფლებასთან,  ზვიად  გამსახურდიას მთავრობასთანაც კი უფრო მჭიდრო კონტაქტები მქონდა, ვიდრე ამათთან მაქვს.  მეტსაც გეტყვით, გაოცებული ვარ იმით, რომ  ჩემმა თანამებრძოლებმა, ვინც დღეს კოალიცია „ქართულ ოცნებაში” არიან და ვისთან ერთადაც ძალიან მძიმე წლები გავიარე,  არც კი მომილოცეს პირველი ოქტომბრის  გამარჯვება, არც  გავხსენებივარ დღემდე არც ერთს.  მე ხომ, ასე თუ ისე, ყველა პროცესში მონაწილეობა მაქვს მიღებული, რაც იმ დიდი საფრთხის გაუვნებელყოფას ემსახურებოდა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია.  ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ძველ თანამებრძოლებს  დავავიწყდი, ძნელია, მე დავავიწყდე ადამიანებს.  როგორც ჩანს, კონიუქტურაა ასეთი. რაც შეეხება მეგობრებს, ამ გუნდში  ჩემი ძველი თანამებრძოლები არიან, და არა მეგობრები. მეგობრობას თავისი წესი აქვს, პოლიტიკურ ურთიერთობას – თავისი. მე პოლიტიკური ურთიერთობა მქონია ისეთ ადამიანებთან, ვისაც  პირადულად ადამიანებადაც კი  არ ვთვლიდი, თუმცა  პირადი ურთიერთობები  პოლიტიკურ ურთიერთობებში არასდროს ამრევია. ბევრჯერ მიფიქრია, თუნდაც მარტო იმიტომ მიღირდა იმ ოპოზიციურ მოძრაობაში ყოფნა, რომ კოკა გუნცაძე და ეკა ბესელია  გამეცნო.  როგორ შეიძლება კოკა გუნცაძე და ეკა ბესელია პოლიტიკის გამო ყოფილიყვნენ ჩემთვის ახლობლები? კოკა ჩემი ძმაა,  ეკას  სულ ვეუბნები: შენ ჩემი ძმაკაცი ხარ-მეთქი. ქალებს ასეთ რამეებს არ ვეუბნები, მაგრამ  ეკა ჩემთვის გამორჩეული ადამიანია.   

– რა მოგცათ პოლიტიკაში გატარებულმა წლებმა?

– ძალიან დიდი გამოცდილება, ადამიანის ბუნების ღრმად გაცნობის შესაძლებლობა. გავიგე, რას ნიშნავს პიროვნების როლი,  ის, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ერთგულება და გულწრფელობა, ვიდრე ამოეფარო იდეას, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ მას პოლიტიკაში ბევრი იყენებს ფარად. ეს ყველაფერი  კარგად დამანახვა პოლიტიკამ, მომცა ის გამოცდილება,  რაც ადრე არ მქონდა.

– არც ადრე ყოფილხართ  ქიმიის მასწავლებელი, რომ ამ გამოცდილებისთვის პოლიტიკა დაგჭირვებოდათ. 

–  სხვათა შორის, ქიმია ძალიან საინტერესო საგანია  პოლიტიკასთან კონტექსტში.  ქიმიური პროცესები ხშირად განაპირობებს  პოლიტიკურ  რეალობას. გამოდის, რომ  ქიმია არ მცოდნია კარგად, მე კი მეგონა, ვიცოდი (იცინის). 

–  პოლიტიკურ ასპარეზზე  ვერასდროს  აღწევდით თავს სკანდალებს.  გვახსოვს თქვენი ცნობილი ფრაზები, თქვენი კავშირები  ეგრეთ წოდებული „კანონიერ ქურდებთან”.     

– მე სამოცი წლის კაცი ვარ, ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, ვერც ვერაფერს გამოვცვლიდი და არც მქონდა ამისი სურვილი. არასდროს დამიმალავს, რომ ბევრი ძმაკაცი მყავდა ქურდულ  სამყაროში, და  პოლიტიკური კონიუქტურის გამო ამ მეგობრობაზე უარს არ ვიტყოდი. ჩემი სიყრმე დაემთხვა  სამოცდაათიან წლებს, როდესაც  ქუჩის მენტალიტეტის გაფეტიშება დაიწყო და ამას მიზანმიმართულად უწყობდა ხელს ის სისტემა. ჩემ გარშემო, ჩემს კლასში, უბანში დომინანტი იყო ცხოვრების ეს წესი. უნდა აგერჩია ან ქუჩა ან კომკავშირი, რომელიც ქუჩის საპირწონე იყო.  ბუნებრივია, ის ბიჭები, ვინც საკუთარ  თავს, ოჯახს, ტრადიციას პატივს ვცემდით, კომკავშირს ვერ ვგუობდით. ჩემს ოჯახში ოთხი თაობა პოლიტპატიმარი იყო. მამაჩემი ახალი ჩამოსული იყო გადასახლებიდან,  მე თვითონ გადასახლებაში, ყაზახეთში ვარ დაბადებული,  სადაც დედა დეკაბრისტის ცოლივით გაჰყვა მამას საშინელ პირობებში საცხოვრებლად. ერთი თვის ვიყავი, როცა დედა თბილისში დაბრუნდა, მერე მამაც ჩამოვიდა.  ამ ყველაფერს უკვალოდ არ ჩაუვლია.  ისეთი ღირებულებებით ვიზრდებოდი  ოჯახში, რომ ჩემთვის  კომკავშირული და კომუნისტური იდეები ისეთივე უცხო იყო, როგორც დღევანდელი ახალგაზრდობისთვის არის – ლენინი. ეგრეთ წოდებული  ქურდული სამყარო არასდროს მიზიდავდა, მათ გზას არასდროს გავყოლივარ. ვიცოდი, რომ  ამ წრეში ისეთივე უსამართლობა იყო, როგორც მთელ  საზოგადოებაში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ სამყაროს შიგნით არ იყვნენ პრინციპული ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ ღირებულებებისთვის  საკუთარი სიცოცხლე გაეწირათ.  მე მათთან ახლო მეგობრული ურთიერთობები მქონდა.  ჩემი  ბავშვობის მეგობარი იყო ნიჭიერი კაცი პატიკო ჩლაიძე. ჩვენ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი.  იმ 17-მა წელმა, რომელიც მან  ციხეში გაატარა, ჩვენი ცხოვრება ცოტა  დააშორა,  მაგრამ ჩვენ დიდ პატივს ვცემდით ერთმანეთს და მისი ოჯახი: ცოლი და შვილი ჩემთვის დღემდე საყვარელ ადამიანებად რჩებიან. ჩემი ბავშვობის მეგობარია  რეზო ლორთქიფანიძე.  ჩვენ 40 წელი გავატარეთ ერთად ხილიანზე, „მწერლების სახლში”. ერთ სადარბაზოში ვცხოვრობდით მთელი ახალგაზრდობა. რეზო ძალიან ერუდირებული კაცია, მან ისტორია და პოეზია იცის, ნეტავ, დღევანდელმა ლიტერატორებმა იცოდნენ ისე. ის რომ  რომის იმპერიაზე დაიწყებს საუბარს, ბევრ ისტორიკოსს შეშურდება.  მე ამ ხალხს ყოველთვის პატივს ვცემდი. ისინი ყოველთვის ცდილობდნენ მე დავეცვი ცხოვრების იმ წესისგან, რაც მათ ჰქონდათ.  ყოველთვის მიფრთხილდებოდნენ. სულ მეუბნებოდნენ: გოგა, შენ შენი გზა გაქვს, ეს შენი გზა არ არისო.  იყო ისეთი პერიოდები, როცა ეს ხალხი საერთოდ არ მირეკავდა, მერიდებოდნენ, რომ ჩემთვის პრობლემები არ შეექმნათ. მახსოვს, ერთი შემთხვევა. მოსკოვში რესტორანში შევედი. იქ ჩემი ნაცნობები  დამხვდნენ,  რომლებიც ამ სამყაროს წარმომადგენლები იყვნენ. როცა დამინახეს, მათგან ორი ადგა და  გავიდა რესტორნიდან, რომ ჩემთვის უხერხულობა აერიდებინათ,  თუმცა, მესამეს  სულმა წასძლია და მაინც მნახა.                

– ახლა, პოლიტიკის მიღმა მყოფს,  ალბათ, ბევრად მშვიდი ცხოვრება გაქვთ.

– კი, ახლა შეუდარებლად მშვიდი  ცხოვრება მაქვს, თუმცა არც დღეს ვიტყვი უარს თავგადასავლებზე, რითაც ცხოვრება საინტერესო ხდება.   დღეს მაგალითად, ვიყავი კალათბურთზე, ჩემს   შვილიშვილს  პირველი ოფიციალური თამაში  ჰქონდა.  ძალიან მიყვარს კალათბურთი, 15 წელი ვთამაშობდი.  ვიყავი  თბილისის „დინამოში”, გამთამაშებლის პოზიციაზე. ბედნიერი კაცი ვარ, რომ გუნდში ყოფნა მომიწია ისეთ დროს, როცა „დინამოში” თამაშობდნენ ვლადიმერ უგრეხელიძე, ზურაბ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია, ლევან მოსეშვილი.  ეს იყო თაობა, რომელმაც ქართულ კალათბურთში საოცარი ეპოქა შექმნა. მეც ბევრი ტიტული მერგო „დინამოსთან“ ერთად – ვარ  სპარტაკიადის პრიზიორი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, საქართველოს  12 გზის  ჩემპიონი.  გული მწყდება,  რომ ძალიან ადრე,   24 წლის ასაკში ჩამოვშორდი  კალათბურთს, თუმცა სპორტისთვის თავი არასდროს დამინებებია, არც ერთი დღე არ მიცხოვრია სპორტის გარეშე. ბოლო ოცი წელია, ყოველდღე ვცურავ. ცოტა ხნის  წინ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლატვიაში მომიწია ყოფნა.  კვირაში სამი დღე კალათბურთს ვთამაშობდი.  ჩემი ბიჭიც სპორტში იყო, ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ ჩემ  გამო მისი კარიერა ისე ვერ განვითარდა, როგორც შეიძლებოდა  წინ წასულიყო. ჩემ გამო ის  „დაიჩაგრა”.  ჩემი ქალიშვილი 18 წლის არის. ის ისეთი მაგარია ყველაფერში, წინ ვერაფერი დაუდგება. აი, ის ნამდვილი ხაინდრავაა – დამოუკიდებელი, მებრძოლი, მიზანდასახული, დედის ლამაზი გარეგნობა და სითბოც  ერგო. მე რა ოცნებებიც მქონდა, როგორიც მინდოდა ვყოფილიყავი,  ეს ყველაფერი ჩემმა გოგონამ თითქმის უკვე განახორციელა.  ხშირად ვფიქრობ,  რომ  თუ  პიროვნებად ჩამოვყალიბდი, ამაში ყველაზე დიდი როლი სპორტმა და ჩემმა მეუღლემ ითამაშა.

– რომელსაც, ალბათ, ბევრჯერ გაურთულეთ ცხოვრება.

– კი, არ ვიყავი შოკოლადი (იცინის). მე და მარიკა ერთმანეთს თემურ ბაბლუანის ფილმზე შევხვდით, აქ, „კინოს სახლში”.  მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი მოსული.  მახსოვს,  ორი გოგონა შემოვიდა, ადგილს ეძებდნენ. ავდექით  და დავუთმეთ ჩვენი ადგილები. ერთი ისეთი ლამაზი გოგო ოყო, ისეთი ლამაზი თვალებით, წავიდა და ჩემი გული თან წაიღო.  მაშინ  მარიკა 23 წლის იყო, მე – 27 წლის. გაზაფხულზე გავიცანით ერთმანეთი, დაახლოებით ოთხ თვეში  უკვე ერთად ვიყავით.  მარიკას გასაოცარი მამა ჰყავდა,  გადასარევი ურთიერთობა გვქონდა. გივი ჭიჭინაძე ისეთი კაცი იყო, დარწმუნებული ვარ,  მისი სული პირდაპირ ცაში აფრინდა. ვგიჟდები ჩემს სიდედრზე, დარწმუნებული ვარ, მასავით არავის ვუყვარვარ. 30 წელი გავატარეთ მე და მარიკამ ერთად. თუ დღეს ცოცხალი ვარ, ამაში ლომის წილი მარიკას მიუძღვის. აფხაზეთიდან მისმა სიყვარულმა და ლოცვამ ჩამომიყვანა. მარიკა თავისი სიმშვიდით, სიყვარულით, გონიერებით, ყოველთვის იყო ჩემი საყრდენი. ამიტომაც, ის მთელ ქვეყანას მირჩევნია.        

скачать dle 11.3