კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ თვისებას წარმოაჩენს მაცხოვარი სასულიერო პირში და რაში უნდა ეხმარებოდეს მრევლი საკუთარ მოძღვარს

ქრისტიანობისა და დემოკრატიის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ არაერთგვაროვანი შეხედულებები არსებობს. ეს საკითხი დღეს განსაკუთრებულად აქტუალური გახდა. შესაბამისად‚ ამ საკითხის შესახებ, ასევე‚ როგორი უნდა იყოს მრევლისა და მოძღვრის ურთიერთობა, გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).

 

– მამაო, როგორია ქრისტიანობისა და დემოკრატიის ურთიერთდამოკიდებულება, როგორ ვლინდება დემოკრატია კონკრეტულად ეკლესიაში? 

– ზოგადად, შემიძლია, ვთქვა, რომ დემოკრატია‚ ეს არის თანასწორობა, სამართლიანობა და ეს საკითხი‚ ანუ თანასწორობის იდეა‚ მაცხოვარმა და მისმა მოციქულებმა განსაკუთრებულ სიმაღლეზე აიყვანეს. ამ მხრივ‚ მეტად საყურადღებოა თუნდაც ის ფაქტი, რომ ისინი მდაბიოთა ფენიდან იყვნენ. ამავე დროს‚ მაცხოვარმა არ ინება, რომ მისი მოწაფეებიდან რომელიმეს სხვებზე მაღლა დაეყენებინა თავი. „თქვენ იცით, რომ ხალხთა მთავრებად მიჩნეულნი მბრძანებლობენ მათზე და დიდებულნი ძალადობით განაგებენ მათ. ხოლო თქვენ შორის ნუ იქნება ასე“; „უდიდესი თქვენ შორის იყოს როგორც უმცირესი და, წინამძღვარი – როგორც მსახური“; „თქვენ ყველანი ძმები ხართ,“ – ასე მიმართავს მაცხოვარი თავის მოწაფეებს. თუკი საბერძნეთში, რომელსაც კლასიკური დემოკრატიის აკვნად მიიჩნევდნენ, მონები მოწაფეებად არ მიიჩნეოდნენ და უუფლებოები იყვნენ, ქრისტიანობამ ღვთის წინაშე საზოგადოების ყველა ფენა, ყველა ერის თანასწორობა დაადგინა. მართალია, მას მონობის გაუქმებისკენ არ მოუწოდებია, მაგრამ‚ ფაქტობრივად‚ მონობას რელიგიურ-ზნეობრივი საფუძველი გამოაცალა. 

საქართველოს ეკლესიის უმაღლეს ორგანოს ამჟამად  ეპისკოპოსთა საბჭო – წმიდა სინოდი წარმოადგენს, მაგრამ, ისტორიულად, საერთო კრებაში, როგორც უმაღლეს ორგანოში, მონაწილეობდნენ საპატრიარქოს მთელი მორწმუნე მოსახლეობის წარმომადგენლები – როგორც სასულიერო, ასევე საერო პირები, მათ შორის ქალებიც (მონაზვნები). ასე რომ‚ მართლმადიდებელ ეკლესიაში, ისტორიულად, დემოკრატიული, წარმომადგენლობითი და არჩევითი პრინციპები მოქმედებდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მინისტრი, გამგებელი, მმართველი და პრეზიდენტი იმისთვის არიან დადგენილები, რომ ჩვენ გვემსახურონ. როდესაც პრეზიდენტს ვირჩევთ, ის უნდა გვემსახურებოდეს ჩვენ და არა ჩვენ – მას. თუ ასე იქნება, ყველაფერი მოწესრიგდება. დღეს იმიტომ ხდება ამდენი არეულობა, უკმაყოფილება, რომ ადამიანები ვერ ხედავენ ზემდგომის ქვემდგომისადმი სიყვარულს, პატივისცემას. სანამ ეს არ მოხდება, მანამდე ქვეყანა არ დაწყნარდება. რაც უფრო წარჩინებული ვართ ქრისტეში და საერო საქმეში, მით უფრო მეტად მოგვეთხოვება ხალხის მსახურება და არა ის, რომ ხალხი გვემსახურებოდეს ჩვენ. ასევეა საერო მმართველობაშიც. „ეპისკოპოსი“ ნიშნავს ზედამხედველს, მეთვალყურეს. როდესაც ის ეკლესიაში მობრძანდება, მას უფენენ ნოხს, რომელზეც გამოსახულია ქალაქი და არწივი, რომელიც დაჰყურებს ქალაქს. ასე უნდა დაჰყურებდეს და ზრუნავდეს ეპისკოპოსი იმ იერარქიაზე, რომელიც მას ჩააბარეს. საერო ადამიანი იერარქიას იგებს მონური მორჩილებით, მაგრამ ყველამ უნდა გავიგოთ, რომ ზემდგომი ქვემდგომისთვის დადგენილია სიყვარულისთვის, მსახურებისთვის, მოფერებისთვის...

– როგორც ცნობილია, მართლმადიდებლობა ყველაზე დიდ პატივს ადამიანის თავისუფალ ნებას, მის არჩევანს სცემს.

– ადამიანის პიროვნული თავისუფლების დაფასება და პატივისცემა მართლმადიდებლობის არსია. მართლმადიდებელ ეკლესიაში პირველივე საუკუნიდან დაინერგა დემოკრატიის პრინციპები, რომლებიც მსოფლიოში განსაკუთრებით პოპულარული მხოლოდ უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში გახდა. უფრო სწორად, მართლმადიდებლობამ შეინარჩუნა ის დემოკრატიული სულისკვეთება, რაც ქრისტიანობისთვის იყო დამახასიათებელი. ამას ვერ ვიტყვით, მაგალითად‚ კათოლიციზმის შესახებ. როგორც ცნობილია, კათოლიციზმი ავტოკეფალიის პრინციპს არ აღიარებს. პაპი მთელი ეკლესიის ერთპიროვნული მმართველი, უმაღლესი კანონმდებელი და მოსამართლეა, რასაც მისი შეუმცდარობის დოგმატიც ემატება. 

– არ ხდებოდა მართლმადიდებელ ეკლესიაში დემოკრატიის სამართლიანობის პრინციპებიდან გადახვევა? 

– რა თქმა უნდა‚ ის‚ რაც ვთქვი, არ ნიშნავს იმას, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დემოკრატიის სამართლიანი პრინციპებიდან გადახვევა არ ხდებოდა ან არ ხდება. მაგრამ, ცალკეული სასულიერო პირების დანაშაული არ შეიძლება მთლიანად მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქრისტეს მოძღვრებას მივაწეროთ. 

– თუ აქვს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის მნიშვნელობა  სახელმწიფოს ფორმას? 

– ნებისმიერი სახელმწიფო, მიუხედავად იმისა‚ თუ რა ფორმა ექნება მას, ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის არის მოწოდებული. ამიტომაც‚ მართლმადიდებლური მოძღვრებისთვის სახელმწიფო ფორმას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ის მხარს უჭერს სახელმწიფოს, სახელმწიფოებრივ წესრიგს, რომელსაც შუა საუკუნეებში, ძირითადად‚ სამეფო ხელისუფლება უზრუნველყოფდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისი სასულიერო თუ საერო წარმომადგენლები, მუდამ ცდილობდნენ‚ ეკლესიაში დემოკრატიული პრინციპები შეენარჩუნებინათ და ისინი სახელმწიფოშიც განემტკიცებინათ. მაგალითად‚ წმიდა გრიგოლ ხანძთელი თავის მონასტერში ყველას იღებდა წოდების მიუხედავად: „სასულიერო ფენაში, რომელიც მრავლად შედგებოდა მამა გრიგოლის მოწაფეებისგან და სახელმწიფოში დიდი გავლენით სარგებლობდა, ყველა წოდების წარმომადგენლები იყვნენ. ხელისუფლებასთან ურთიერთობისას გრიგოლ ხანძთელი გლახაკთა მიმართ მოწყალებისა და ყოვლისა ერის სამართლით განკითხვაზე ამახვილებდა ყურადღებას“. იგივე შეიძლება ითქვას გიორგი მთაწმინდელზე: „ფრიად საყურადღებოა ის გარემოება, რომ გიორგი მთაწმინდელი ქართულ ეკლესიაში დემოკრატიული მიმართულების წარმომადგენელი იყო“. მრავალი ქართველი მეცნიერი დემოკრატიული იდეების მატარებლად მიიჩნევს შოთა რუსთაველსაც. ასევე‚ საყოველთაოდ არის ცნობილი წმიდა ილია მართლის დემოკრატიული იდეები – იგი ძმობის, ერთობის, თავისუფლების აქტიური მქადაგებელი იყო, რაც მის ცნობიერებაში მართლმადიდებლურ რწმენასთან განუყოფელია. ასე რომ‚ დემოკრატია არათუ უცხო და მიუღებელია ქრისტიანობისთვის, არამედ‚ თავისი არსით‚ ქრისტიანობა სწორედ დემოკრატიულია და პირიქით. მაგრამ, უმაღლესი ზნეობის, პატიოსანი მოქალაქეობის გარეშე ამ იდეალების რეალიზაცია, რასაც დემოკრატია გააჩნია, შეუძლებელია. ზნეობის სადარაჯოზე კი‚ ჩვენს შემთხვევაში‚ ქრისტიანობა დგას. „დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ დადგენილებას უფლის გამო, გინდ მეფეს, როგორც უმაღლეს ხელისუფლებას, გინდ გამგებელთ, როგორც მის მოვლინებულთ ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილის მოქმედთა სადიდებლად, რადგან, ასეთია ნება ღვთისა, რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება. იცხოვრეთ, როგორც თავისუფლებმა, ოღონდ, ბოროტების საფასურად თავისუფლებას ნუ გამოიყენებთ..” (პეტრე, 2,23..17). 

– მამაო, დღეს ხშირად საუბრობენ მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობაზე. როგორი უნდა იყოს ეს ურთიერთობა? 

– უშუალო, მეგობრული, თბილი. მრევლი მთავარი საზრუნავია მოძღვრისა. როგორიც არის მოძღვარი, ისეთია მისი მრევლი. მაცხოვარი გარკვევით ბრძანებს: „ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“. მაცხოვრისგან უნდა ვისწავლოთ სიმშვიდე, სიმდაბლე, სიყვარული. მან ხომ მაწაფეებს მეგობრები უწოდა და სიმდაბლით ფეხები დაბანა! ყველაზე წინ უფალი მოძღვრის ქცევაში სიკეთეს წარმოაჩენს. შეიძლება‚ მოძღვარი იყოს განათლებული, კარგი მქადაგებელი, მლოცველი, მაგრამ, არ იყოს კეთილი, არ ესმოდეს სიკეთის არსი. არადა, მაცხოვარი მოძღვრისგან‚ უპირველეს ყოვლისა‚ მოითხოვს, რომ იყოს სიკეთის ნიმუში, რაც მრევლისთვის სამაგალითო და მისაბაძი გახდება. შესანიშნავად ბრძანებდა ნოდარ დუმბაძე: სული იმდენად მძიმეა, რომ ერთ ადამიანს უჭირს მისი ტარებაო. მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობა ამ ტვირთის შემსუბუქებაა და, არ დაგავიწყდეთ, რომ ზოგჯერ მრევლიც ეხმარება მოძღვარს სულიერი და ხორციელი ტვირთის შემსუბუქებაში. 

скачать dle 11.3