კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაზე სექსუალური პრეზიდენტი

ეკვადორის დედაქალაქ კიტოში არჩეული პრეზიდენტის, რაფაელ კორეას ინაუგურაცია შედგა. პოლიტიკოსი მესამე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად და ინაუგურაციის ცერემონიალს ვენესუელისა და ბოლივიის პრეზიდენტებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო საპატიო სტუმრის სტატუსით. ოპონენტების მიერ დიქტატორად წოდებული რაფაელ კორეა ქარიზმატულ პოლიტიკოსად და ლიდერად მიიჩნევა ლათინურ ამერიკაში, რომელსაც „ოცდამეერთე საუკუნის სოციალისტს” უწოდებენ. 

* რაფაელ ვისენტე კორეა ელგადო ქალაქ გუაიაკილის მახლობლად, ღარიბულ ოჯახში, 1963 წლის 6 აპრილს დაიბადა. კორეების მრავალშვილიან ოჯახში ის მეშვიდე შვილი იყო. ბავშვობაში რაფაელი და მისი ძმები იშვიათად დადიოდნენ სკოლაში და დროის უმეტეს ნაწილს ქუჩაში ატარებდნენ, სადაც ძირითადად, გაზეთების გაყიდვითა და ფეხსაცმელების წმენდით იყვნენ დაკავებულნი. საინტერესოა, რომ რაფაელს ბავშვობიდან უყვარდა წიგნების კითხვა, მაგრამ მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ მის ამ გატაცებას და მოუწოდებდნენ, უფრო აქტიურად ჩართულიყო ქუჩაში გაზეთების გაყიდვის ბიზნესში. აღსანიშნავია, რომ რაფაელს და მის და-ძმებს დედა მარტო ზრდიდა, რადგან ოჯახის უფროსი ამერიკის შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების უკანონო შეტანისა და გავრცელებისთვის იხდიდა სასჯელს. აღსანიშნავია, რომ ეკვადორული ოპოზიცია ხშირად ამ ფაქტს რაფაელ კორეას მაკომპრომეტირებელ მასალად იყენებს. 

* 1980-1990-იან წლებში რაფაელ კორეა ეკვადორის ეკონომიკის მინისტრი იყო. იმ პერიოდში ეკვადორში ხშირი იყო გადატრიალების გზით მთავრობაში მოსვლა. პირადად რაფაელი ათამდე გადატრიალების მომსწრე გახდა და ერთ-ერთი ასეთი გადატრიალებისას, ის დააპატიმრეს კიდეც. ეს დაპატიმრება მომდევნო გადატრიალებამდე გრძელდებოდა. საინტერესოა, რომ მსოფლიო პრესაში არაერთი ვერსიაა, მის დაპატიმრებებთან დაკავშირებით. კერძოდ, დამოუკიდებელი ექსპერტების ვარაუდით, ეკონომიკის მინისტრად მუშაობის პერიოდში, კორეა შემჩნეული იყო იარაღითა და ნავთობპროდუქტებით უკანონო ვაჭრობაში და სწორედ იმის გამო დააკავეს, რომ სახელმწიფო რესურსების გაყიდვებიდან შემოსულ თანხებს ბიუჯეტში არ რიცხავდა.

* პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში განათლებამიღებული რაფაელ კორეას პირველი ინაუგურაცია საკმაოდ უცნაურ ვითარებაში, ანდებში ჩაკარგულ ინდიელთა სოფელ სუმბაუაში ჩატარდა. ეკვადორის ტერიტორიაზე მცხოვრებ ინდიელ ტომთა ბელადებმა მას „ძალაუფლების სიმბოლო” – ხისგან გამოთლილი კვერთხი გადასცეს. რაფაელ კორეა კი ინდიელ ბელადებს დაჰპირდა, რომ ამიერიდან ის ჭეშმარიტ „ინდიელთა” მთავრობას ჩამოაყალიბებდა, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებთა ინტერესებს დაიცავდა. „იწყება ლათინური ამერიკის ახალი ეპოქა – ამაყი, სუვერენული და სამართლიანი, რომელიც ააშენებს სოციალიზმს ოცდამეერთე საუკუნის ეკვადორში,” – ამ სიტყვებით დაასრულა რაფაელ კორეამ გამოსვლა ინაუგურაციის ცერემონიალზე, რომელსაც მსოფლიო ლიდერებიდან მხოლოდ ანტიამერიკული პოლიტიკის მიმდევრები – უგო ჩავესი და ევო მორალესი ესწრებოდნენ. რაფაელ კორეას მესამე ინაუგურაციას, ასევე, ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი და ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დაესწრნენ.

* ეკვადორში ყველაზე ხშირად ხდება  ამოუცნობი მფრინავი ობიექტების დაფიქსირება. უფოლოგები ვარაუდობენ, რომ „კოსმიური დერეფანი” სწორედ ამ ლათინური ქვეყნის ცაზე გადის. ამასთან დაკავშირებით, ეკვადორელმა მეცნიერმა, ხაიმე როდრიგესმა, ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მკვლევარმა და რამდენიმე დოკუმენტური ფილმის ავტორმა, რომლებიც ძირითადად უცხოპლანეტელების ფენომენის შესწავლას უკავშირდება, გადაწყვიტა, დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება. ამიტომ, თხოვნით მიმართა პრეზიდენტ რაფაელ კორეას, რათა მისგან აიღოს უფლება, გაეცნოს იმ საიდუმლო სამხედრო მასალებს, რომლებიც უცხოპლანეტელების არსებობას ეხება. რაფაელ კორეა დაინტერესდა როდრიგესის კვლევებით და შესაბამისი განკარგულება გასცა, რომლის საფუძველზეც, როდრიგესს უფლება აქვს, გაეცნოს საიდუმლო მასალებს და პირადად შეხვდეს იმ ადამიანებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ გატაცებულნი იყვნენ უცხოპლანეტელთა მიერ. აღსანიშნავია, რომ კორეამ ენთუზიასტ მეცნიერს იმის გარკვევა დაავალა, თუ რა ზიანი შეუძლია, მიაყენოს უცხოპლანეტელების არსებობამ ეკვადორს.

* 2008 წელს მსოფლიოში განვითარებული ფინანსური კრიზისის დროს, ეკვადორის პრეზიდენტმა რაფაელ კორეამ სავალუტო საშუალებების ეკონომიის მიზნით, საგრძნობლად შეამცირა ფუფუნების საგნების იმპორტი ქვეყანაში. კორეას ბრძანებით, შემცირდა 600-მდე დასახელების მსოფლიოს ცნობილი ბრენდის ნაწარმის იმპორტი. ძირითადად, ეს შეეხო ძვირად ღირებულ ავტომობილებს, მობილურ ტელეფონებს, სუნამოებსა და კოსმეტიკის საშუალებებს. 35 პროცენტით გაიზარდა საბაჟო გადასახადი მსოფლიოში ცნობილი დიზაინერების ფეხსაცმელსა და ტანსაცმელზე. სხვათა შორის, ფინანსური კრიზისის გამომწვევ მიზეზად რაფაელ კორეამ  ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უმცროსი დაასახელა და ერთ-ერთ გამოსვლაში ის „არაჩვეულებრივ იდიოტად” მოიხსენია.

* ინტერნეტ ვებ-გვერდ „ჰოთესთ ჰედს ოფ სთეითსმა” ვერსიით, რაფაელ კორეა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური პოლიტიკოსია. „ცხელი” ათეულის   წევრები გახდნენ: ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი, ბუტანის მეფე ჯიგმე ვანგჩუკ კჰესარ ნამგუელიმი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი ჯოზეფ კაბილა და არგენტინის პრეზიდენტი ქრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი.     50 წლის რაფაელ კორეა დღემდე ინარჩუნებს ამ სტატუსს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური პრეზიდენტი მსოფლიოში.

* პრეზიდენტობის პირველი ვადის პერიოდში, ეკვადორის პრეზიდენტმა რაფაელ კორეამ საკმაოდ სკანდალურ განკარგულებას მოაწერა ხელი –  ბრაზილიური სამშენებლო კომპანია „ოდებრექტის” ბალანსზე არსებული აქტივები ნაციონალიზებულად გამოაცხადა და კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე ეკვადორის სამხედრო ჯარები შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო მანდატის დაუფლებისთანავე, კორეამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც მას გაეზარდა უფლებამოსილება ქვეყნის ეკონომიკაში ჩარევის მხრივ. საინტერესოა, რომ კორეას მთავრობა ბრაზილიურ კომპანიას 30 მილიონი დოლარის ოდენობის თანხას ედავებოდა, რომელიც კომპანიას ეკვადორის სან-ფრანცისკოში არასწორად აშენებული დამბის საკომპენსაციოდ უნდა გადაეხადა. ბრაზილიელები არ აპირებდნენ თანხის გადახდას და საბოლოოდ, მათი 800 მილიონ დოლარად ღირებული აქტივები მთლიანად ეკვადორის სახელმწიფოს კუთვნილებაში გადავიდა.

* არსებობდა საშიშროება, რომ ეკვადორს აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობა ეცნო. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის კიტოში ვიზიტის დროს, გადაწყდა, რომ რუსეთის ფედერაცია ეკვადორის მთავრობას საჩუქრად გადასცემდა რამდენიმე ათეულ ვერტმფრენს, მი-171, თვითმფრინავ სუ-30-ს და სარაკეტო დანადგარ „იგლას”. გარდა ამისა, რაფაელ კორეა 2,2 მილიარდი ამერიკული დოლარის კრედიტს მოითხოვდა რუსებისგან.  ჯერჯერობით ეკვადორს ქართული რეგიონების აღიარება არ გამოუცხადებია.

*  2010 წელს ეკვადორში მიმდინარე მასიური საპროტესტო აქციების დროს, პრეზიდენტი რაფაელ კორეა მომიტინგეებთან შეხვედრისას დაშავდა და გადაყვანილ იქნა სამხედრო ჰოსპიტალში. რამდენიმე საათის განმავლობაში ჰოსპიტლის შენობა მომიტინგეებს ალყაშემორტყმული ჰქონდათ და კორეას ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვდნენ. კორეა 10 საათი იმყოფებოდა საავადმყოფოში და მხოლოდ სამთავრობო ჯარების ჩარევის შედეგად, მოხერხდა მისი გაყვანა სამშვიდობოს.

* ეკვადორის პირველი ლედი წარმოშობით ბელგიელი, ანა მალიერბე გოსელინია. ერთმანეთი რაფაელმა და ანამ 1990 წელს გაიცნეს ლუვეინის კათოლიკურ უნივერსიტეტში, ბელგიაში. წყვილს სამი შვილი ჰყავს – მიგელი, ანა-დომინიკა და სოფია. რაფაელ კორეა ფლობს ინგლისურ, ესპანურ და ფრანგულ ენებს, ასევე, საუბრობს ინდიელების ტომ კეჩუას ენაზე. ახალგაზრდობაში კორეა ანდების მთებში მისიონერ-მოხალისედ იყო წასული და კეჩუას ტომის ინდიელებთან ერთად ცხოვრობდა.

скачать dle 11.3