რა მოხდა ამ დღეს
3 ივნისი
1846 – ამერიკის შეერთებული შტატების ჯარებმა მექსიკელებს წაართვეს ქალაქი იერბა-ბუენა, რომელსაც სან-ფრანცისკო უწოდეს.
1875 – ალექსანდრ ბელმა და თომას უოტსონმა გამოიგონეს ტელეფონი.
1944 – საბჭოთა კავშირში ბოლო დრომდე ყველამ იცოდა, რომ ფაშისტებმა ამ დღეს გადაწვეს და დედაბუდიანად ამოწყვიტეს სოფელი პირჩიუნიაი (ლიტვა). გაირკვა, რომ სინამდვილეში ეს საბჭოთა ნაწილებმა გააკეთეს.
1950 – ფრანგმა ალპინისტმა, მორის ჰერცოგმა პირველმა დალაშქრა ყველაზე სახიფათოდ ცნობილი რვაათასიანი ანაპურნა (ჰიმალაი).
1992 – მსოფლიო პუბლიკამ პირველად იხილა ბილ კლინტონი საქსოფონისტის ამპლუაში.
4 ივნისი
1784 – ლიონელი მარი ტიბლი გახდა პირველი ქალი, რომელიც საჰაერო ბურთით აფრინდა.
1800 – დასრულდა თეთრი სახლის მშენებლობა ვაშინგტონში.
1896 – ფორდის პირველი ავტომობილის გამოცდა გადაიდო ერთი საათით იმიტომ, რომ ავტომობილი უფრო განიერი აღმოჩნდა, ვიდრე საამქროს კარი, სადაც ის დაამზადეს.
1972 – ამერიკის შეერთებულ შტატებში დააპატიმრეს ცნობილი აქტივისტი ანჯელა დევისი. მას ბრალად ედებოდა თეთრი მამაკაცის მკვლელობაში თანამონაწილეობა.
1989 – პეკინში, ტიანანმენის მოედანზე, სასტიკად იქნა დარბეული სტუდენტთა დემონსტრაცია. დაიღუპა 500-მდე ადამიანი.
5 ივნისი
1661 – ისააკ ნიუტონი სტუდენტი გახდა.
1934 – მოსკოვში დიდი ზარ-ზეიმით მიიღეს გადარჩენილი ჩელუსკინელები.
1977 – გასაყიდად გამოიტანეს პირველი პერსონალური კომპიუტერი – APPLE-2.
1981 – სან-ფრანცისკოს ჯანმრთელობის დაცვის ცენტრმა ოფიციალურად განაცხადა ახალი უცნაური დაავადების აღმოჩენის შესახებ. მომავალში ამ დაავადებას „შიდსი“ უწოდეს.
6 ივნისი
1523 – შვედეთში გლეხთა აჯანყების ხელმძღვანელი გუსტავ ერიქსონი აირჩიეს შვედეთის მეფედ, გუსტავ პირველის სახელით, რომელმაც სათავე დაუდო ვაზას დინასტიას (150 წლის განმავლობაში).
7 ივნისი
1099 – პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეებმა ალყა შემოარტყეს იერუსალიმს.
1692 – გამანადგურებელმა მიწისძვრამ და ცუნამიმ მიწასთან გაასწორა ქალაქი-ნავსადგური პორტ-როიალი – მეკობრეთა ბუდე კარიბის ზღვაში.
1905 – ნორვეგიის გამოყოფა შვედეთისგან.
1929 – შეიქმნა ვატიკანის სახელმწიფო.
8 ივნისი
1824 – კვებეკელმა ნოა კაშინგმა დააპატენტა სარეცხი მანქანა.
1869 – აივზ მაკგაფინმა (ჩიკაგო) დააპატენტა მტვერსასრუტი.
9 ივნისი
68 – თავი მოიკლა რომის იმპერატორმა ნერონმა.
1815 – მუშაობა დაამთავრა ვენის კონგრესმა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ევროპის ყველა სახელმწიფო, თურქეთის გარდა. რუსეთს მიეკუთვნა პოლონეთი, შეიქმნა ნიდერლანდების სამეფო და შვეიცარიის კონფედერაცია.
1920 – დაიწყო სომხეთ-თურქეთის ომი, რომლის შედეგადაც სომხეთი თურქეთის სატელიტი ქვეყანა გახდა.
1931 – მოსკოვსა და ლენინგრადს შორის მოძრაობა დაიწყო მატარებელმა, სახელწოდებით – „წითელი ისარი“.
1959 – წყალში ჩაუშვეს პირველი წყალქვეშა ნავი „ჯორჯ ვაშინგტონი“, ბორტზე ბალისტიკური რაკეტებით.