შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1972 წლის 20 ივლისს, დილის საათებში. რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე?
პასუხი: თქვენი კოსმიური მისია დედამიწაზე არის ის, რომ იყოთ მეტად აქტიური, ინიციატივიანი, შეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. საჭიროა ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა. დაეყრდენით ცოდნის ბაზას, კეთილშობილებას, კომუნიკაბელურობას, ოპტიმიზმს. იყავით, ასევე, ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი და ფულის ყაირათიანი მხარჯველი. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, წინდახედულება, ერთგულება და გარშემოც ასეთი ადამიანები შემოიკრიბეთ. დაასტაბილურეთ თქვენი ცხოვრება, იქნება ეს ოჯახში, სამსახურში, სანათესაოსა თუ სამეგობრო წრეში. ესაა თქვენი კოსმიური მისია და წარმატებების მომტანი ფაქტორები ცხოვრებაში.
კითხვა: დავიბადე 1979 წლის 16 იანვარს. მინდა უცხოეთში წასვლა. ასტროლოგიურად რომელი ქვეყნებია ჩემთვის მეტად მისაღები და წარმატების მომტანი?
პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია არ არის, თუმცა, ის არც ცუდია. ქვეყნებიდან კი უმჯობესია: ინგლისის აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე; კუნძული სარდინია, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები; უელსი, ნორვეგია, იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ეგვიპტე, ტიბეტი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, გვატემალა, ავსტრია.
კითხვა: დავიბადე 1985 წლის 17 აპრილს, დაახლოებით, საღამოს 10 საათზე. რომელი პროფესიაა ჩემთვის წარმატების მომტანი?
პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის მისაღები და წარმატების მომტანია: პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საქველმოქმედო ინდუსტრია, ავიაციის ბიზნესი, ქორეოგრაფია, იურისპრუდენცია.
კითხვა: დავიბადე 1983 წლის 11 იანვარს, შუადღეს. გთხოვთ, მითხრათ, რა არის ჩემი კარმული მისია დედამიწაზე?
პასუხი: თქვენი კოსმიურ-კარმული მისიაა, მეტად წარმოაჩინოთ თქვენს ხასიათში დადებითი თვისებები: იყავით ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი. ასევე, იმოქმედეთ პრინციპით: „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი.” იყავით ფრთხილი, წინდახედული, ერთგული და გარშემოც ასეთი ერთგული ადამიანები შემოიკრიბეთ. ეცადეთ, მაქსიმალურად დაასტაბილუროთ თქვენი ცხოვრება. ყოველივე ეს წარმატებებშიც შეგიწყობთ ხელს და კარმულ მისიასაც შეასრულებთ.
კითხვა: დავიბადე 1969 წლის 15 აპრილს, დილის საათებში. არის თუ არა ჩემთვის უცხოეთი სასურველი და რომელ ქვეყანაში მელის წარმატებები უფრო მეტად?
პასუხი: უცხოეთი თქვენთვის საშუალოა. თქვენი კოსმიური მისია სამშობლოს უკავშირდება. ამიტომ, თქვენთვის ძირითადად წარმატებების მომტანი სწორედ სამშობლოა, თუმცა, უცხოეთთან რაღაც პერიოდით კონტაქტი ცუდი ნამდვილად არ არის. უმჯობესია, იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება სამშობლოს მოახმაროთ და აქ გამოიყენოთ. უცხოეთიდან თქვენთვის სასურველია: ინგლისი, დანია, ავსტრია, შვედეთი, ყაზახეთი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი; ამერიკის შეერთებული შტატებიდან – დასავლეთი ნაწილი; აფრიკის ქვეყნების ჩრდილო-დასავლეთი მხარე, ჰოლანდია, პარაგვაი, შოტლანდია, თურქეთი, ახალი ზელანდია, ინდოეთი, ნეპალი და უზბეკეთი. თუ უცხოეთში აპირებთ წასვლას, გირჩევთ, სწორედ ეს ქვეყნები წამოწიოთ წინა პლანზე.
კითხვა: დავიბადე 1996 წლის 17 აგვისტოს, ღამის საათებში. უცხოეთის რომელ ქვეყნებში მირჩევთ ბედის მოსინჯვას?
პასუხი: თქვენთვის კარგი და მისაღებია: ირლანდია, უკრაინა, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, მოლდოვა, არგენტინა, ესპანეთი, ფინეთი, ლატვია, ისრაელი, კუნძული შრი-ლანკა, მაროკო, ნორვეგია, სირიის ჩრდილოეთი ნაწილი, მექსიკა, კუბა და ინდოეთი.